სამარშუტო ისტორიები ჩემს ბლოგზე ხშირია. მაგრამ მიკრო სოციუმის ეს ფორმა, ყოველთვის საინტერესოა დასაკვირვებლად და თუ გონება ცოტა ფხიზლადაა ან რაიმემ გამოაფხიზლა, მთელი გზა ტელეფონში ყურებას, მგზავრებზე დაკვირვება სჯობს.
ამჯერად სამარშრუტო ამბავი, მხოლოდ ინსპირაციაა და მეტი არაფერი, თემა სახელებს და მეტსახელებს მინდა დავუკავშირო.
- ალო, თალიბან შენა ხარ?
- ...
- ბიჯო, რავიცი აბა, ახლა არის რიჟა, აი, 1, 2, 3, 4, 5 ბილეთიღა დარჩა, უფრო სწორად, 4 ბილეთიღა და რიჟა გამოვა. მერე 10-ზე მოუწევს გამოსვლა გელას და ჩამოდი რა შენცა რა
- ...
- ბიჯო, ნუ იცი ხოლმე, 11-ის ნახევარზე ხომ უნდა გამოიდეს, ჩამოდი შენა და 11-ზე მეკუბოვეს გამოვუშვებ.
ამის შემდეგ ბევრი აღარ მოგვისმენია, კიდევ ისაუბრეს ღამის მოლარემ (8 საათის შემდეგ, როცა დიდუბის სალარო დაიკეტება, მაშინ მძღოლის თანაშემწის შტატი იწყებს ამუშავებას. მისი ფუნქციაა, მძღოლის გვერდით სკამზე ჯდომა და ბილეთისმაგვარი, რიცხვდაწერილი ფურცლის ნაგლეჯები დარიგება ლარიანის სანაცვლოდ) და თალიბანამ.
ჩვენი ყურადღება მიიპყრო მეტსახელმა მეკუბოვემ და იმ ფაქტმა, რომ ეს სახელი, არც მეტი არც ნაკლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლს ეკუთვნის. როგორ გინდა ახლა მაგ მარშრუტკას გამოყვე?
ზოგადად სახელის დარქმევა რომ ხელოვნებაა ქველილენდის მოსახლეობამ შესნიშნავად, იცის, მაგრამ ადამიანის სახელი დარქმევაც რომ ხელოვნებაა, ეს ხომ ცხადზე ცხადია? ადამიანის სახელი თუ მისი პიროვნების ნაწილია, მაშ განსაკუთრებით საფრთხილო საქმეა. მეტსახელებზე კონცეფცია ჯერ არ მაქვს. მითუმეტეს, რომ საქართველოს მეტსახელებით ზოგიერთი კუთხე იკვეხნის კიდეც, განსაკუთრებით კახეთში იციან ხოლმე ორიგინალური მეტსახელების შერჩევა. ზოგჯერ, მეტსახელი სახელზე უკეთ გამოხატავს ამათუიმ ადამიანის პიროვნებას, განწყობას, სულიერ მდგომარეობას და ა.შ.
რას მოვაყოლე ეს ამბავი და შეკითხვას - როგორ უნდა განსაზღვრო ვის რა სახელი მოუხდება?
ოდესღაც, ცხოველები სახელები ხომ ადამიანმა მოიფიქრა მათი მგომარეობიდან გამომდინარე. ჰოდა, ჩვენს სამყაროში, ვის რა სახელი მოუხდება, ეს როგორი მოსაფიქრებელია, ჰამ?
მეც მიფიქრია ამაზე, რასაც შემდეგ დიიიიდი ქაოსი და არეულობა მოჰყოლია გონებაში :D
პ.ს ალბათ მეტსახელები ადამიანებს რაიმე შემთხვევიდან ან შინაგანი ხასიათისდა გამო ერქმევათ ან სულაც მემკვიდრეობით გადაეცემა :D
როგორ ერქმევა ეს ცნობილია, რაც შენ დაწერე ზუსტად ეგ ფაქტები, მოქცევის წესი, შემთხვევით წარმოთქმული არასწორი წინადადება და ა.შ. მაგალითად: არის ასეთი მეტსახელი - ფიფქია ნიკო. როგორც კახელები იტყობინებიან, ჰქვია იმიტომ რომ - ვაშლით მოიწამლა (ხუმრობა მან სან კანიდან). :D
მოკლედ, მეტსახელის შერჩევა მარტივია, მაგრამ ახდენს თუ არა გავლენას ადამიანის მეტსახელი მის პიროვნებაზე?
მე მაინც მგონია, რომ ზეგავლენა შეიძლება იყოს მხოლოდ დროებითი. ჩემს საახლობლოშიც არიან არმოსაწონ სახელიანი ადამიანები, ახლა შევეჩვიე მათ სახელებს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათ ჭიკჭიკა ერქმევათ, მაწონა თუ ღორი იაშა (პირობითად) :D
ტელეფონში ყურებას მეც მგზავრებზე დაკვირვება მირჩევნია:)))
ხანდახან გარშემომყოფები მავანის რომელიმე თვისებას ან თავგადასავლს აიტაცებენ ხოლმე და მის მიხედვით არქმევენ სახელს. თუმცა ზეგავლენას ალბათ ნაკლებად ახდენს,
მგონი, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს, კურიკულუმ ვიტაეს შევსებისას ავალდებულებენ მეტსახელის ჩაწერას. რუსთავის მარშრუტკის მძღოლებიდან: ვაზელინა, ვაიბერა და გიჟმენა.
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.
The broader gaming landscape…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია