ევროვიზიის კონკურსი წლიდან წლამდე უფრო და უფრო პოლიტიკურდება და დროსთან ერთად კარგავს მთავარ იდეას - მუსიკალურობას. მუსიკალური კონკურსად თუკი ოდესმე იყო, დღეს შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ევროვიზია, ევროპის მუსიკის გამოხატულება არ არის. ეს შესავალი იმისთვის, რომ ქართული კონკურსის შესახებ რამდენიმე დეტალი გამეხმოვანებინა.
საინფორმაციოდ ვიტყვი, რომ ევროვიზიის კონკურსი ორ ეტაპიანია:
წელს მასპინძელი ქვეყანა არის უკრაინა.
ამ პოსტში, ეროვნულ კონკურსზე ვისაუბრებთ.
საქართველოში, ტრადიციულად ეროვნული კონკურსი საზოგადოებრივ მაუწყებელზე იმართება (სხვა ქვეყნების უმრავლესობაში ასეა) და ჟურისთან ერთად, მაყურებელს უწევს გამოავლინოს "ღირსეული" კონკურსანტი, რომელიც წარადგენს ჩვენს ქვეყანას.
შერჩევის კრიტერიუმების კრიტიკას აზრი არ აქვს, თავად შესარჩევზე ვისაუბროთ.
წელს, ევროვიზია 2017-ის კონკურსისთვის წარდგენილია 25 სიმღერა.
სია აღებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის soundcloud გვერდიდან, სადაც თითეული სიმღერის მოსმენაც შეგიძლიათ, მაგრამ ვერ გეტყვით რომ ისიამოვნებთ. წესით, 25 სიმღერით, ერთი კარგი კონცერტის გაკეთება შეიძლება, მაგრამ სიტყვა კარგი - პრობლემურია.
მუსიკალურ გემოვნებაზე კამათს არ ვაპირებ, ვის რა მოსწონს და როგორ, ეს გამოჩნდება კონკურსის ბოლოს, ჩემი ყურადღება მიიქცია რამდენიმე დეტალმა და მინდა გაგიზიაროთ.
პირველი, ესაა სათაურები. სათაურების მიხედვით, ჩვენ ვართ უცნობი მოჩხუბარი მარადისობა, ურბანული სიმღერებით, რომლებიც თეთრი ცხენის კვალზე მზის ნათებისას მივრბივართ და ვკივით. ვცხოვრობთ ერთხელ და მაგიურად დავფრინავთ, ვერ გამოვდივართ რევოლუციონისტური განწყობიდან, ვცდილობთ დავრჩეთ მორწმუნეებად და ძვირფას ღმერთს სულ ვეკითხებით რატომ? საბოლოოდ, ყველაფერი მარტო მეზე ან მე და შენზე დაიყვანება.
სამწუხაროდ, ამ სათაურებში ვერ ჩავსვი მტვერის კაცი, ალბათ იმიტომ, რომ მტვრის კაცი უფრო სწორი ფორმაა.
ეგეც არ იყოს, მთელს კონკურსზე სულ ორი ქართულენოვანი სიმღერაა, აქედან ერთი ფანოღია და მეორეს არასწორად ჰქვია სახელი. ალბათ მესამეც შეამჩნიეთ - ლილეო, ვიფიქრე ქართულად უმღერიან მზესთქო, მაგრამ გავწბილდი.
ჩემი თავი შევიბრალე, ამიტომ ყველა არ მომისმენია, მაგრამ რაც მოვისმინე, ძირითადად ელექტრონული მუსიკით გაჯერებული დისკო შემხვდა.
კითხვა - რატომ უნდა მოვიგოთ ევროვიზია 2017?
წარმოდგენილი მომღერლებიდან უმრავლესობა არ ვიცი ვინ არის :( :( :D
მთავარია, მანდილის სიმღერამ არ გაიმარჯვოს ))
სხვა ქვეყნის არ მომისმენია თამრი, მაგრამ მიშო სულუხიას მაგიურმა ელექტრო მუსიკამაც ყურები ამატკია და ძალიან მეეჭვება რამე შედეგი გამოიღოს.
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია