მარხვა დაიწყო და მარხვას თეთრი დეკემბერი მოჰყვა. ორივე ერთად კი იმ განწყობას ქმნის, რასაც გაუაზრებელი სიხარულის მოლოდინი ჰქვია. ჰოდა, ამ ცივ ზამთარსა და თბილ ბუხართან, როცა სიკეთის განკაცებას ელოდები და სიკეთის რაობის შესახებ კითხულობ, არ შეიძლება არ მოგინდეს სხვისთვისაც მისი გაზიარება.
რატომ დაკარგა სამყარომ ეს ორიენტირი? ან იქნებ არც ჰქონდა და სწორედ, ამ არქონის გამო წერდა ავტორი ასე გატაცებით?
ვინც უარყოფს ცალკეული კაცის „სიკეთეს“, ის უარყოფს ადამიანის ბუნებას, აბუჩად იგდებს მის პიროვნულ ღირსებას. მაგრამ „საზოგადო სიკეთის“ ორგანიზაცია და პიროვნული თავისუფლების საკითხი – ორი სხვადასხვა რამ გახლავთ და ერთიმეორეს არ გამორიცხავს. ცალკეული სიკეთე არასოდეს მოისპობა, რამეთუ ის პიროვნების მოთხოვნილებას წარმოადგენს, რომელიც ერთი ადამიანის მეორეზე უშუალო გავლენიდან გამომდინარეობს. მოსკოვში ერთი ბებერი „გენერალი“ ცხოვრობდა, ნამდვილი სტატსკი სოვეტნიკი (ჩვენებურად, სახელმწიფო/სამოქალაქო მრჩეველი). გვარი გერმანული ჰქონდა. მთელი თავისი ცხოვრება ციხეებსა და საპატიმროებში დაეხეტებოდა. ციმბირს გაყენებულმა ყოველმა პარტიამ წინასწარ იცოდა, რომ ვორობიოვის მთებზე მათ უთუოდ „ბებერი გენერალი“ ეწვეოდათ. დიდი სერიოზულობითა და ღვთისნიერებით აკეთებდა ის თავის საქმეს; მოვიდოდა, ჩამოუვლიდა გადასახლებულთა რიგებს, გაუჩერდებოდა თითოეულს, გამოჰკითხავდა რა უჭირდა, ჭკუის სწავლება თუ დარიგება არავისი იცოდა, ყველას „გენაცვალეს“ ეუბნებოდა, დაურიგებდა ფულს, გამოუგზავნიდა, რაც სჭირდებოდათ – ფეხსახვევებს, ჩასაფენებს, ხან ტილოს, ხანდახან სულის საცხონებელ პატარ-პატარა წიგნებსაც მოაყოლებდა და წერა-კითხვის მცოდნეთ ჩამოურიგებდა. დარწმუნებული იყო, გზაში წაიკითხავენ და, ვინც კითხვა არ იცის, იმათაც გააცნობენო. დანაშაულზე იშვიათად ჰკითხავდა ვისმე, თუ მაინცდამაინც დამნაშავე თვითონ არ მოისურვებდა თქმას. ყველა დამნაშავეს ერთნაირად ექცეოდა, არავის ანსხვავებდა, საკუთარი ძმებივით ელაპარაკებოდა და იმათაც ბოლოს მამასავით მიიჩნიეს. გადასახლებულთა შორის თუ ბავშვიან ქალს შეამჩნევდა, მივიდოდა, ბავშვს მიუალერსებდა, თითებს გაუტკაცუნებდა, რათა გაეცინებინა. ასე აკეთებდა წლების მანძილზე, ვიდრე ცოცხალი იყო; ბოლოს უკვე მთელი რუსეთი და მთელი ციმბირი იცნობდა, ესე იგი, ყველა გადასახლებული. ერთმა ციმბირში ნამყოფმა კაცმა მიამბო, მე თვითონ მოწმე ვიყავი, ყველაზე მოურჯულებელი დამნაშავეებიც როგორ იგონებდნენ გენერალსო. უნდა ვთქვა კი, რომ პატიმრების მონახულებისას გენერალს ოც კაპიკზე მეტი იშვიათად გაუცია სულზე. ესეც არის, დიდი აღტაცებით არ იხსენიებდნენ. დიდი-დიდი რომელიმე „უბედური“, ვისაც სულ ცოტა თორმეტი კაცი და ექვსიოდე ბავშვი ჰყავდა მოკლული (ამბობენ, ასეთებიც იყვნენო), უბრალოდ, იმიტომ, რომ ასე მოეპრიანა, ოც წელიწადში ერთხელ უეცრად ამოიხვნეშებდა და იტყოდა: „ნეტა სადაა ახლა ბებერი გენერალი, ცოცხალი თუაო?“ იტყოდა და, ვინ იცის, ჩაიცინებდა კიდეც, ეს იყო და ეს. მაგრამ რა იცით, რა ჩაუთესა სულში სამარადჟამოდ ამ „ბებერმა გენერალმა“, რომელიც ოცი წლის მანძილზე არ დაავიწყდა? რა იცით, რა მნიშვნელობა ექნება ერთი პიროვნების მეორესთან ამ ზიარებას ნაზიარებთა ბედ-იღბალში?.. ეს ხომ მთელი ცხოვრებაა, მისი უამრავი განშტოებანი, რასაც ჩვენ ვერ ვაწვდენთ თვალს. ყველაზე გამჭრიახ მოჭადრაკეს მხოლოდ რამდენიმე სვლა შეუძლია იანგარიშოს წინასწარ. რომელიღაც ფრანგ მოჭადრაკეს თურმე ათი სვლის გაანგარიშება შეეძლო და გაზეთებში, როგორც სასწაულს, იხსენიებდნენ. აქ კი რამდენი სვლა გვაქვს და რამდენი არ ვიცით კიდევ? რაღაცას რომ დათესავთ, „მოწყალებას“ რომ გაიღებთ, სიკეთეს რომ იზამთ, რა სახისაც არ უნდა იყოს ის, თქვენი ბუნებიდან რაღაცას უზიარებთ სხვას და ისიც გიზიარებთ რაღაცას თავისას; ერთიმეორეს ეზიარებით; კიდევ ცოტაც და საზღაურად მიიღებთ ცოდნას, ყოვლად მოულოდნელ რასმე აღმოაჩენთ. საბოლოოდ კი ამ თქვენ საქმეს უთუოდ მიიჩნევთ მეცნიერებად, სიცოცხლის მისწრაფებად გექცევათ და მთელ ცხოვრებასაც ალბათ შეგივსებთ. მეორე მხრივ, ეგ თქვენი დათესილი აზრები, რაც იქნებ არც კი გახსოვთ, ხორცს შეისხამს და აღმოცენდება; თქვენგან ნაზიარები კი სხვას გადაეცემა. ჰოდა, რა იცით, რა წილი გედებათ კაცობრიობის მომავალ ბედ-იღბალში? ხოლო თუ ცოდნა და ამ საქმეს შეწირული მთელი ცხოვრება ბოლოს იქამდე აგამაღლებთ, რომ შეძლებთ უზარმაზარი თესლი ჩაყაროთ, ამ ქვეყანას მემკვიდრეობად დაუტოვოთ უზარმაზარი აზრი, მაშინ...
ახლა ხომ ხვდებით, რომ პოსტს შემთხვევით არ დავარქვი ქველობა?! - მგონი ცხადზე-ცხადია. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, შესაძლოა, ძალიან მცირედით, ოღონდ კი ყოველდღიურად და შედეგი აუცილებლად იქნება. მე კი არა, ის ამბობდა, ფრაზებად რომ აზიარებენ ხოლმე...
ოღონდ, პრობლემა იცით რა არის? ამხელა აბზაცში, მაჩვენეთ, სად წერია გენერლის იმ გრძნობების შესახებ, როცა იმედი გაუცრუვდებოდა? რას გრძნობდა მაშინ, როცა მის შრომას სიგიჟედ შერაცხავდნენ? მაშინ, როდესაც ეტყოდნენ - „მოგცლია რა, ეგ 20 კაპიკი ვისთვის რა ბედენააო“... მაშინ, როცა ეუბნებოდნენ, „ძმაო, ყველასთვის კომფორტულად ხელმისაწვდომი არაა და ნუ გადაგვაჭამე თავიო“. კარგი, გრძნობებს თავი დავანებოთ, ყველა თავისას გრძნობს - მე ის უფრო მაინტერესებს, რას აკეთებდა ამ იმედგაცრუების დროს?
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია