ახლა, როცა ღამის სიჩუმეში უფრო ადვილია წარსულში ხეტიალია, მეც ავიღებ ვიზას ღრმა სარდაფებისთვის. ბავშვობის მოგონებებში პირველად მაშინ ჩნდება - ბნელ 90_იანებში, ე.წ. „ლახანკაში” რომ მაბანავებდა და „დათვი მჭლე და შენ მსუქანიო“ მლოცავდა. მერე მახსოვს საწოლი მის ოთახში, უფრო სწორედ ჩემი თავი მახსოვს მის საწოლში, მის გვერდით ბედნიერად წამოწოლილი და გარინდული ზღაპრების მოლოდინით (ცივ ზამთარში, ორთქლით გამთბარი ლოგინიც მახსოვს). როგორც წესი ზღაპარი არ სრულდებოდა ხოლმე და ქატოსა და ფქვილამდე იშვიათად მიდიოდა, ამიტომ შიგადაშიგ მკითხველის შეფხიზლება მიწევდა - „ბებო დაგეძინა?“ - „არა შვილო, კი არ მძინავს, მხოლოდ თვალებს ვასვენებ“ (ჰოო, ასეთი უტეხი იყო, რომ გეკითხათ არასოდეს ეძინა და არასოდეს ჭამდა ტკბილეულს). „მერე, მერე რა წერია ბებო?“ ან თუ არ კითხულობდა და ზეპირად მიამბობდა თავისებურ ვერსიებს, სადაც ზოგჯერ სამის ნაცვლად ორი გოჭი იყო, მაშინ ნაადრევად მოამთავრებდა ხოლმე ზღაპარს და მერე ვეკითხებოდი - „გუშინ რომ სხვანაირად მორჩა?“ ისეც ყოფილა სათვალე მე მომიხსნია მისი თვალებიდან. თუ დაძინების დრო მოვიდოდა - „დავწვები დამეძინება, პირჯვარი დამეწერება, ცხრა ხატი ცხრა ანგელოზი ზედ გულზე დამესვენებაო“ (ჩვენ ასე ვიცოდით, ბებისეული ვერსიით). „ერთი, ორი, სამი და ხაფუუუუ“ - ეს უკვე ბებიას ინტერპრეტაცია იყო - დაძინების წინა შეძახილი.
მერე მახსოვს - „კუპალნიაში” ჩემი გაქცევა. ჩემი და-ძმა ნიჩბოსნები იყვნენ. მეც მიყვარდა ზოგერ მტკვრის პირას სილაში თამაში. ერთხელაც დროზე ადრე მომიწია უკან დაბრუნება „დილიდან მშიერი ხარ შვილო“ - მოტივით. ვიდრე ბებიამ კარაქიანი პური გაამზადა, მე უკან „კუპალნიაში“ დავბრუნდი. ისტორია მარტივად იკითხება, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ - 5 წლის ბავშვი, იპარება სახლიდან, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად უნდა გადაკვეთოს გზა, გადავიდეს არც მანცდამაინც მყარმოაჯირიან და დაცულ ხიდზე, მთლიანობაში გაიაროს 500 მეტრი და ჩავიდეს მტკვრის ნაპირას. იქ ჩასულმა საყვედური კი მივიღე დედმამიშვილებისგან და თამაშინს ნაცვლად გასახდელ ოთახში ჩაკეტვა მარგუნეს, მაგრამ რაც იმ ოთახიდან ჩანდა ეს უფრო მაშინებდა - ვხედავ, ასაკისთვის სრულიად შეუფერებელი სისწრაფით ხიდზე მორბენალ ჭაღარა ქალბატონს, რომელსაც თმა გასწეწვია და როგორც თავად იტყოდა ხოლმე - გული ხელით ეჭირა. შემდეგ თვალს მიერფარა შიშმა უფრო ამიტანა, მაგრამ ყველაფერი იმით დასრულდა რომ ბედნიერი იყო - არც მანქანამ გამიტანა და არც მტკვარმა მაზიარა მარადისობას.
თვითონ სულ ამ ისტორიას მახსენებდა ხოლმე - გიჟი, რომ ვუწოდე. მატყლს პენტავდა. მერე უნდა გაეწეწა, მერე უნდა დაერთა და მერე ძაფისგან წინდები მოექსოვა. საინტერესოდ საყურებელი პროცესი იყო, მაგრამ გაპენტვას ერთი პრობლემა ახლდა თან - ონავარი ბავშვი, რომელიც ისე გაერთო, რომ შეგროვებული მატყლი მიმოაპნია აივანზე. მომიბრუნდა ბებია და გამიწყრა. თუ არ ვცდები მომხვდა კიდეც. ჰოდა, მიიღო პასუხად - „ბებო, ხან რა კარგი ქალი ხარ, და ხან რა ჭირი გაგაგიჟებს ხოლმე?!“ - ამის მოყოლა არავისთან ეზარებოდა, როგორ შერაცხა თითისტოლა ბავშვმა ბებია გიჟად.
მერე მახსოვს მომავალ სკოლაში პირველი მისვლა. აქაც მან მიმიყვანა (განცხადება დააწერინეს ალბათ, ჩემი მიღებისთვის). პირველად ნაჩუქარი ფულიც მახსოვს სწავლის დაწყების წინ რომ მივიღე, მოტივატორად? თუმცა, მაშინ ბებიამ არ იცოდა მოტივაცია და ა.შ. (სულ 14 ლარი ჰქონდა პენსია ან უკვე 28 და იქიდან მერგო წილი).
შეშასა და ფიჩხზე სიარული და ჩემთვის შეკრული პატარა „გუდურაც“ მახსოვს. კაკლიანში ნაჭამი კარაქიანი პურები და კასანდრას, შვინდასა და თაფლოს ძიებაში ჩამოღამებული დღეებიც.
მახსოვს გაოცება თონეში პირველად რომ ჩაეყუდა, ბებია.
აჩუ-აჩუ ცხენო, საით გაგაჭენო, ალაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია, პური ვთხოვე არ მაჭამა, ჩემი სცოდი ჰკიდია.
ამის თამაში მიყვარდა ბებიას მუხლებზე. წარმოდგენა არ მაქვს ისედაც გაჭირვებულ და ალაზანში ჩაკიდებულ ბებერს პური საიდან უნდა ჰქონოდა ან ჩემთვის როგორ უნდა მოეცა, მაგრამ ბებიამ ასე, თავისებურად იცოდა ეს ტექსტიც და მეც ასე დამამახსოვრდა. მერე, უკვე როცა სტუდენტი ვიყავი მას კი ფეხი ჰქონდა მოტეხილი, ისევ ჩავუჯექი კალთაში და აჩუ-აჩუს ვთხოვდი. ერთი პირობა დააპირა... მაგრამ ვერაო.
ბევრი ისტორია მინდა გავიხსენო და დავწერო, რადგან რომლებიც არ მახსოვს იმაზეც მწყდება გული.
მე და ბებია გამორჩეული წყვილი ვიყავით - ჩემი და-ძმისა და მშობლებისგან განსხვავებით, ჩემი ტირილი საუკეთესო საშუალება იყო ბებიას გულის კლიტეების გასაღებად და ამიტომ ყველა სურვილი მისი შესაძლებობების ფარგლებში, ჩემი ნიანგის ცრემლებით სრულდება.
ამპარიტო ბებია (მის მრავალ სახელს შორის, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული მეტსახელი იყო) გამორჩეული იყო თავისი გამოთქმებით:
მაგალითად, ჩემს დას ხშირად შეუძახებდა: „დრო დროსთვის, თორემ ჟამი ყოველთვის იქნებაო“. დღემდე არ ვიცით ამ ფილოსოფიური ტექსტის საფუძვლები, მაგრამ თავად ტექსტი გვახსოვს, რადგან ამით შეახსენებდა - დროა, გათხოვებაზე იფიქროო. ჩემმა დამ როგორც მოიფიქრა, ეს სხვა ამბავია. კიდევ, მხოლოდ ბებიას ჰქონდა უცნაური გემოს შეგრძნებანი - „ხისა და ქვის გემო არ აქვსო“ - იტყოდა ხოლმე. ესეც არ ვიცით, ოდესმე თუ ჰქონდა რომელიმე გასინჯული ხე ან ქვა. ყველაზე კარგი მაინც კოკა-კოლას შეფასება იყო - „ბაღლინჯოს გემო აქვსო“!
ცხადია, ასეთი ქალბატონის ფრაზები და ისტორიები ამით არ სრულდება. დალოცვაც გულიანი იცოდა, გასაკუთრებით თუ ხელში ჭიქა ღვინო ეჭირა. წელსაც, ღვინო მივურბენინე და ვუთხარი - ბებია, ჩემი დაბადების დღეა და დამლოცეთქო - „რას ამბობო“, - შეიცხადა, - „რა რიცხვია დღესო“ (რიცხვიც რომ სცოდნოდა, მაინც ასე იცოდა ხოლმე თქმა. ხომ გითხარით, ჯიუტი იყო და იხტიბარს არასოდეს გაიტეხდა). დამლოცა გულით და სულით, ლამაზი სიტყვებით - „წმინდა ნინო მაღლიდან იყურება, მისი ლოცვა არ მოგკლებოდესო“ (თვალს შეავლებდა, მთის წვერზე წმინდა ნინოს პატარა ტაძარს, თვალი კი უჭრიდა). მერე, მისი შვილის დაბადების დღე იყო და ბებიას ეს უკვე აღარ ახსოვდა. როდის დაიბადათქო და დაეჭვებული სახით მიყურებდა - „მგონი სექტემბერი იყოო“ - ჰოდა, დღეს აქვს დაბადების დღემეთქი ვახარე. თავიდან გაუხარდა, მერე კი სახეზე მწუხარება დაეტყო - მივხვდი, წუხდა რომ შვილის დაბადების სიხარული დავიწყება სტკიოდა. ბებია ბოლოს აღარ ლაპარაკობა, ალბათ ამიტომ აღარც ღირს წერა. ზოგიერთი მოგონება ხომ არც უნდა დაიწეროს...
გარდაცვალების დროს, როგორც დღის წესრიგი, ისეა გაწერილი საქმეები. ერთ-ერთია - რა ჩავაცვათ? ბებიამ ეს პრობლემა დიდი ხნის წინ, როცა ჯერ კიდევ სიარული შეეძლო და გონებაც უჭრიდა, მაშინ მოაგვარა:
ბებია: 25/12/1932 - 3/12/2017
საუკუნოდ იყოს ხსენება მისი!
ჩვეულებრივ ამ დროს ჩავდიოდი ხოლმე. ჩავიდოდი, დავხედავდი - რამე ხომ არ უნდოდა. ოთახის კუთხეში მიდგმულ საწოლში იწვა, კარს გავაღებდი თუ არა, პირდაპირ, დიაგონალზე მის საწოლს ვხედავდი. ბოლოს ისეთი გამხდარი იყო, საწოლს არც ემჩნეოდა იწვა თუ არა იქ ვინმე. ამიტომ ახლოს უნდა მივსულიყავი და ისე დამეხედა. მერე, მისულზე, რომ თვალებს გაახელდა, იმ თვალებით მეგრძნო რამე ხომ არ უნდოდა. პირთან საბანი გამესწორებინა და უკან ამოვსულიყავი.
ახლა კომპიუტერთან ვიჯექი და ვწრიალებდი. თითქოს რაღაც მქონდა გასაკეთებელი და ვაგვიანებდი. მერე მომაგონდა. ჩავედი. კარიც გავაღე. ისევ არ ვენდე ცარიელ საწოლს და ახლოს მივედი, მაგრამ იქ უკვე აღარ იყო ის თვალები...
„არ შეიძლება არ მოგაგონდეს შენი საქციელიო“, - სულ ამას მეუბნებოდა როცა ვაბრაზებდი.
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია