პასუხები სკაიპით, ჩინელების ნაცემი ჟურნალისტი, საარჩევნო სუბიექტები, ქართული წიგნები ფრანკფურტში და მგზავრობა თბილისში

      რაც უფრო ახლოს მივდივართ არჩევნებთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმაური უფრო და უფრო მატულობს. ცხადია საარჩევნო სუბიექტების გარდა, აქტიურობა სხვა მიმართულებებითაც შეინიშნება. მაგ. აქტუალურია ომეგას საქმე, ასევე ფრანკფურტის წიგნი ბაზრობა და იქ ქართული პავილიონი. დღეს ასევე აქტუალური იყო რუსთავი ორის ჟურნალისტის ცემის ნიუსი და ამერიკული ამბავნარიც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 10 ოქტომბერი, 2018 /

      საარჩევნო სუბიექტები გამოსვლებსა და დახასიათებებში - გიგა ბოკერია - სალომე ზურაბიშვილი ყველა საკითხში საქართველოს პირდაპირი საფრთხეა. დავით ბაქრაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების სტრუქტურების რეფორმას აუცილებლად მიიჩნევს. დავით ბაქრაძე - აღარავის უნდა ამ ჭაობში ცხოვრება, ყველას უნდა აქედან ამოსვლა. „ქართული ოცნების“ წევრის გოგი მეშველიანის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება. სალომე ზურაბიშვილი მარნეულის, ბოლნისსა და დმანისის მოსახლეობას შეხვდა.

      ადვოკატები, პროკურორები და ფიგურანტები ომეგადან - ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურას ლევან ყიფიანთან შეკითხვები ძირითადად ახალ გარემოებებზე ჰქონდა. ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს ბიზნესპროექტის განხორციელების სანაცვლოდ თანხის გადაუხდელობასა და თაღლითობაში ადანაშაულებს, რის გამოც მის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს. ზაზა ოქუაშვილმა არასამთავრობოების კითხვებს სკაიპის საშუალებით უპასუხა. ლევან ყიფიანი - მას შემდეგ რაც ფინანსთა სამინისტრომ 11-ჯერ მოახდინა გადავადება და „ომეგამ“ თანხა მაინც არ გადაიხადა, „ომეგა ჯგუფი“ დავტოვე. ლევან ყიფიანი აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად ოთარ ფარცხალაძესთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. ლევან ყიფიანის ჩვენების თანახმად, 21-22 აპრილს „თიბისი ბანკიდან“ თანხის წასაღებად ბანკში იმყოფებოდა ოქუაშვილის გამოგზავნილი ხალხი და ფული მისი მითითებისამებრ უნდა წაეღოთ.

      ქართული წიგნები ფრანკფურტის გამოფენაზე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს პავილიონი ოფიციალურად გაიხსნა. მიხეილ ბატიაშვილი - საქართველომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი თავი ბრწყინვალედ აჩვენა. მამუკა ბახტაძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრობა ჩემი ერის ისტორიასა და კულტურაში ნამდვილად საეტაპო მოვლენაა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე თბილისისადმი მიძღვნილი „მაგნუმის“ ფოტოგამოფენა გაიხსნა. თორნიკე რიჟვაძე - ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი არის საუკეთესო საშუალება ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის.

      რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ცემა - საქართველოს რკინიგზა“ ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გახსნილობა და ამასთან დაკავშირებით არაფერი დასამალი ნამდვილად არ გაგვაჩნია, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლითაც „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტისა და იპერატორის მიმართ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი და ოპერატორი კონტრაქტორის სამშენებლო ობიექტზე შესვლას ყოველგვარი ნებართვის გარეშე ცდილობდნენ. მისივე თქმით, სამშენებლო ობიექტზე არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ შესაბამისი რეაქცია განხორციელდა. „ყოველგვარი ნებართვის გარეშე „რუსთავი 2“ -ის გადამღები ჯგუფი ჩვენი კონტრაქტორის სამშენებლო ობიექტზე შესვლას ცდილობდა. ბუნებრივია, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და არსებობს გარკვეული საფრთხეები, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი რეაქცია იყო გამოხატული, თუმცა გვსურს, განვმარტოთ შემდეგი, ბუნებრივია, „საქართველოს რკინიგზა“ ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და ჩვენთვის მნიშვნელოვანია გახსნილობა და ამასთან დაკავშირებით არაფერი დასამალი ნამდვილად არ გაგვაჩნია. „მედიის ინსტიტუტი“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, ჟურნალისტისა და ოპერატორის სავარაუდო ცემის ფაქტი დროულად შეისწავლონ.

      მაჩალიკაშვილის საქმე - მალხაზ მაჩალიკაშვილი - ვაპირებ დიპლომატებს დახმარება ვთხოვო, კანონის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი შვილის მკვლელები გავანადგურო.

      თბილისური ტრანსპორტი და თბილისური ამბები - მეტრო მგზავრობის საფასურის ყველა ბანკის და საერთაშორისო ბარათებით გადახდისთვის საჭირო ტექნიკით უკვე აღიჭურვა, ავტობუსების ახალ გადახდის სისტემაზე გადაყვანის პროცესი კი დაწყებულია.

      მოსაწვევი ვარშავადან - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარის მიწვევით ვარშავაში იმყოფებოდა.

      რუსთავის ხმაურიანი საქმე - რუსთავის სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე არსებითი სხდომა მიმდინარეობს.

      უკანონო გრიფირება - „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება“ - იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ გრიფირების სისტემაში არსებულ უკანონობას შეეწირა.

      ავტომობილიანი მოადგილე - სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს ნინო ვიბლიანს ზუგდიდის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილი გადაეცა.

      ისტორიის შებღალვა - არქიტექტორის ინფორმაციით, სიღნაღის ისტორიული გალავნის კრემისფრად შეღებვით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი შეილახა.

საზღვარგარეთულები:

      რუსკონტროლი - რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელი - სანქციები რუსეთის ეკონომიკის ზრდისთვის და პრეზიდენტის მიზნების შესრულებისთვის სერიოზულ რისკებს ქმნის.

      ამერიკის ამბავნარი - ფლორიდაში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ივანკა ტრამპი - პრეზიდენტი ნიკი ჰეილის თანამდებობაზე შესანიშნავ შემცვლელს წარადგენს - ეს მე არ ვიქნები. მაიკ პომპეო - აშშ-ს ადმინისტრაცია უკვე ხედავს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამების დახურვის გზას. გაერო-ს დამოუკიდებელი ექსპერტი - შსს-ს მიერ დეპარტამენტის შექმნა სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების ნების არსებობაზე მიუთითებს. დონალდ ტრამპმა დემოკრატიული პარტია აშშ-ში სოციალიზმის აშენების მცდელობაში დაადანაშაულა. ფლორიდას შტატის ხელისუფლებამ, მოსალოდნელი ქარიშხლის გამო, 500 ათასამდე ადამიანს სახლების დატოვება ურჩია.

      მკვლელობის გახსნა - ბულგარეთის პოლიციამ ჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას მკვლელობა გახსნა.

      სუიციდის პრევენციის მინისტრი - ტერეზა მეიმ სუიციდის პრევენციის საკითხებში პირველი მინისტრი დანიშნა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 815

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

George: ოქტომბერი 11, 2018||1:42pm

ჩინელები - ძველი მამაცი ერია ! მილლიონობით ქართველთა ოცნება აღასრულეს !)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters