მთიელთა პენსია, ელიავას მომდევნო ხანძარი, ჟენევის საქართველო, სესხიანი კანდიდატები, ჩხარტიშვილის ომეგა და ხმაურიანი ბიუჯეტი

      დღეს ძალიან ცხელი დილა დაიწყო, პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან დღის პირველი ნიუსი ეხებოდა ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარს. დღეს არ ჩაუვლია ბოლო დროისთვის ტრადიციად ქცეული თემების გარეშე - საპრეზიდენტო არჩევნები, და დაფინანსებები, ომეგა ჯგუფი და მისი ჩანაწერები ანდა ჩაწერილები. დღეს ასევე იყო პენსიები, ხელფასები, ბიუჯეტი და ჟენევის ევროპული საქართველო.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 11 ოქტომბერი, 2018 /

      ელიავას ხანძრები - ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი იყო. ელიავას ბაზრობაზე ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ნაწილი, რომელსაც საქონელი დაზღვეული არა აქვს, დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. აგლაძის ქუჩაზე, ხის მასალების მაღაზიაში გაჩენილი ხანძრის ცალკეული კერების დამუშავება მიმდინარეობს.

      მსოფლიო ეკლესიის ამბები - მსოფლიო საპატრიარქო კიევის პატრიარქ ფილარეტისთვის ანათემის მოხსნას ადასტურებს. „რია ნოვოსტი“ - კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმინდა სინოდმა განხეთქილებაში მყოფ ფილარეტ დენისენკოს ანათემა მოუხსნა.

      ჟენევის მოლაპარაკებები და ევროპის საბჭო - „2018 წლის 9-10 ოქტომბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფაზე, აგრეთვე არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობაზე. თამარ ჩუგოშვილი - ევროსაბჭომ თავისი გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს უნდა ასრულებდეს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დე ფაქტო ხელისუფლებების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მონიტორინგის ორგანოების შეუზღუდავ წვდომაზე რეზოლუცია მიიღო. თამარ ტალიაშვილი - ევროპის კავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. თამარ ტალიაშვილი - ევროპის კავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

      სესხიანი და უსესხო, ანდა სახსრიანი და უსახსრო კანდიდატები - „ქართუ ბანკის“ კომერციული დირექტორის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისთვის მილიონიანი სესხის მიცემასთან „პოლიტიკა არაფერ შუაშია“ და მან ბანკის ყველა ძირითადი მოთხოვნა დააკმაყოფილა. გრიგოლ ვაშაძე - 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ „ბიზნესმენები", რომლებიც 10%-იანი მოგებისთვის გაყიდიან რასაც გინდათ და 50%-იანი მოგებისთვის თავისი ხელით ამოხოცავენ ოჯახს. გრიგოლ ვაშაძე - ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერია დასაჯერებელი გარდა იმ ჩანაწერებისა, რასაც „იბერიას" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ავრცელებს. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ აქტივისტები და კოორდინატორები სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მუშაობაზე უარს ამბობენ. დავით ბაქრაძე საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების საკითხს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან განიხილავს. სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსთვის ახალი დიდგორი იწყება, ჩვენ ამ ბრძოლის წინაშე ვდგავართ. აუდიტის სამსახურმა რიგი საარჩევნო სუბიექტის შემომწირველებთან, მათ შორის იმ ექიმებთან დაკავშირებით, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილს სოლიდური თანხები შესწირეს, სასამართლოს მიმართა.

      ფრანკფურტის გაგრძელება - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, „თიბისის” მხარდაჭერით, მარტინ პარის წიგნის - „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ პრეზენტაცია და გამოფენა გაიმართა.

      ზამთრის მოლოდინით მოსრიალე მთებში - ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროები განმარტავენ, რა კეთდება ზამთრის კურორტებზე პრემიერ-მინისტრის „ბოლო გაფრთხილების“ შემდეგ. გუდაურში 6 ახალი საბაგირო შენდება, სასრიალო არეალი კი იზრდება.

      ომეგას საქმე - გიორგი კაკაურიძე - „ომეგა ჯგუფს“ დავა აქვს არა სახელმწიფოსთან, არამედ კონკრეტულ პირებთან. ადვოკატი - ოთარ ფარცხალაძე მზადაა "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გამოძიების ნებისმიერ კითხვას უპასუხოს. საფრანგეთის ელჩი „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით - ამ საქმეს ყურადღებით ვაკვირდებით - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სუფთა ქვეყნის რეპუტაცია ჰქონდეს, რომელმაც მოიშორა კორუფცია. ირმა ნადირაშვილი - ალბათ, ახლა ვანო ჩხარტიშვილი გამოვა და იტყვის, რომ ზაზა ოქუაშვილი სამშობლოს ღალატში ავარჯიშებდა. ვანო ჩხარტიშვილი - მორიგი საპნის ოპერეტა ნიკა გვარამიას რეჟისურითა და ზაზა ოქუაშვილის შესრულებით.

      ხმაურით საკამათო ბიუჯეტი - საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - 2019 წლისთვის სამინისტროს ბიუჯეტი 1 965 000 000 ლარი იქნება. გიორგი კაკაურიძე - ეროვნული ბანკი სესხის აღებასთან დაკავშირებული რეგულაციების დაკორექტირებაზე ბანკებთან ერთად მუშაობს. ზურაბ ჭიაბერაშვილი - ცალკეული ადამიანების პირად ინტერესებზე არის დამოკიდებული, კონკრეტულ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს გაეზრდება თუ არა ხელფასი.

      მოპარული კბილები - ქობულეთელების ნაწილის ინფორმაციით, კერძო სტომატოლოგიურმა კლინიკამ კბილები ამოუღო, ახალი კი აღარ ჩაუსვა.

      მთიელთა პენსია - ზაზა გაბუნია - მომავალი წლიდან ვზრდით მთაში მცხოვრებთა პენსიას, ვიწყებთ სოფლის პროგრამას და ვზრდით მთაში მცხოვრებთა დაფინანსებას. ახალი წლიდან მაღალმთიანი რეგიონების პენსიონერები 240-ლარიან პენსიას მიიღებენ.

      ენის სიყვარულით - ქართული ენის ცოდნის გარეშე, უცხოელებზე საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა შესაძლოა, აღარ გაიცეს.

საზღვარგარეთულები:

      90 კილო ბომბი ანუ ამერიკაში ყველაფერი ხდება - აშშ-ში მამაკაცი დააკავეს, რომელიც 90-კილოგრამიანი ბომბით არჩევნების დღეს ვაშინგტონში აფეთქებას აპირებდა.

      ახალდანიშნულის მზაობა - ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არის 16 ოქტომბრამდე გადადგეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 887

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

ლაშა: ოქტომბერი 11, 2018||11:35pm

#qwellynews - მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის განჩინების ოქმიდან:

„მისი უწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქის თავმჯდომარეობით, 9-11 ოქტომბრს შეიკრიბა წმინდა სინოდი. წმინდა სინოდმა სრულად და ხანგრძლივად განიხილა უკრაინის საეკლესიო საქმე, პატრიარქის ეგზარქების, მისი უწმინდესობის, პამფილიის არქიეპისკოპოსი დანიელის და ედმონტონის ეპისკოპოსის, ილარიონის თანდასწრებით და ფართო განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება:

1) დადასტურდეს უკვე მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მსოფლიო საპატრიარქო შეუდგეს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას.

2) აღდგეს დღეისთვის კიევში მსოფლიო საპატრიარქოს სტაუროპეგია, უკრაინაში მრავალი სტაუროპეგია, რომელიც იქ ყოველთვის არსებობდა.

3) მივიღოთ და განვიხილოთ აპელაციის შესახებ ფილარეტ დენისენკოს, მაკარი მალეტიჩის და მათი მიმდევრების თხოვნა, რომლებიც აღმოჩნდნენ სქიზმაში არა დოგმატური მიზეზებით. კონსტანტინოპოლის პატრიარქის კანონიკური პრეროგატივების შესაბამისად მიღებული იყოს ასეთი მიმართვები იერარქებისგან და სხვა მღვდელმსახურებისგან ყველა ავტოკეფალური ეკლესიებიდან. ამგვარად, ზემოხსენებული პირები კანონიკურად აღდგნენ თავის საეპისკოპოსო ან სამღვდელო პატივში, ასევე აღდგა მათივე ერთგული ადამიანების ურთიერთობა ეკლესიასთან.

4) გაუქმდეს 1686 წლის სინოდალური წერილის ვალდებულება, რომელიც გაიცა იმ დროისთვის არსებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც იკონომიით მოსკოვის პატრიარქს აძლევდა უფლებას, ხელი დაესხა უკრაინის მიტროპოლიტისთვის, რომელიც აირჩეოდა სასულიერო პირთა და მისი ეპარქიის მორწმუნეთა კრებაზე, რომელსაც უნდა მოეხსენებინა მსოფლიო პატრიარქი, როგორც პირველი იერარქი ყველა ღვთისმსახურების დროს, ეღიარებინა და დაედასტურებინა თავისი კანონიკური დამოკიდებულება კონსტანტინოპოლის დედა ეკლესიისადმი.

5) მიემართოს ყველა ჩართულ მხარეს მოწოდებით, თავი შეიკავონ ეკლესიების, მონასტრების და სხვა ქონების მიტაცებისგან, ასევე სხვა ძალისმიერი ქმედებებისა და შურისძიებისგან, რათა გაიმარჯვოს ქრისტეს სიყვარულმა და მშვიდობამ.

George: ოქტომბერი 11, 2018||11:57pm

ეს #qwellynews - ი მოსალოდნელი იყო. მთავარი კი არაა - დენისენკოს აღიარება უკრაინის *პატრიარქად* ! 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters