საპრეზიდენტო პრაქტიკა, მოსახლეობის დაბოლების გადადება, ოთინაშვილის დაბრუნება და ომეგა პროკურატურაში

      საპრეზიდენტო შეხვედრები და აქტიურობები ნელ-ნელა პიკს აღწევს და კანდიდატები დამოგზაურობენ რეგიონებში. დაპირებებიც, შესაბამისად, უხვად ისმის, ამას გარდა დღის მთავარი თემა იყო მარიხუანას გადავადებული კულტივაცია. ხმაური გამოიწვია შემოწირულობებმა და ბანკი ქართუს ამბებმა დენდროლოგიურ პარკსა თუ მილიონიან სესხზე, ომეგას თემაც ისმოდა და ა.შ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 ოქტომბერი, 2018 /

      იავნანას საქმე - პროკურორი - არაერთი კითხვა გაგვაჩნდა ფონდ „იავნანას“ თანხების ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, თუმცა, სამწუხაროდ გამოკითხვის შემდეგ ამ კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ.

      დენდროლოგიური პარკების გახსნა - ქართუს განცხადება - ფონდი „ქართუს“ განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული ორი დენდროლოგიური პარკის მოწყობის შესახებ არასწორი ინფორმაციები ვრცელდება. ფონდის განცხადებაში ნათქვამია, რომ სოფელ წვერმაღალასთან არსებული პარკი გაიხსნება 2019 წლის გაზაფხულზე, ხოლო შეკვეთილის დენდროპარკის გახსნა დაგეგმილია 2020 წლის ზაფხულში.

      პრემიერის დღის ამბები - მამუკა ბახტაძე არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა.

      არჩევნების თემა - დავით ბაქრაძე ადიგენში მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. აუდიტი შემოწირულობებზე - აუდიტის სამსახური ექიმების მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის განხორციელებული შემოწირულების საკითხს შეისწავლის და ამასთან დაკავშირებით სასამართლოსაც მიმართავს. დიმიტრი ცქიტიშვილი - „ქართუმ" სალომე ზურაბიშვილზე სესხი იმ სტანდარტებით გასცა, რომელიც საბანკო სექტორშია დადგენილი, ყველაფერზე სპეკულაცია დაუშვებელია. სოფო ვერძეული - თუ იკვეთება, რომ თანხის გადამრიცხველი სუბიექტები უარყოფენ ან არ ახდენენ იდენტიფიცირებას შემოწირულებასთან, ეს შესწავლის საფუძველი უნდა გახდეს. სალომე ზურაბიშვილი - რუსთავს აქვს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილმდებარეობა დღევანდელ ეკონომიკაში. დავით ბაქრაძე - ყველა რეგიონში, სადაც შეხვედრები მაქვს, ცალსახა განცდაა, რომ ცხოვრება ხდება უფრო რთული და გაჭირვება იზრდება. სალომე ზურაბიშვილი გარდაბნელ ამომრჩეველს - გინდათ პრეზიდენტი, რომელიც სიძულვილს თესავს, ტყუილ დაპირებებს გაძლევთ, როცა იცის რომ მათი შესრულება პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის?

      გადადებული კულტივაცია - მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადაიდო. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - თუ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი განხილვაში დაბრუნდება, საპატრიარქოს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება. რომან გოცირიძე - კანაფის კულტივაციის საკითხის ორი თვით გადადება იმას ნიშნავს, რომ არაფერზე უკან დამხევები არ არიან - სალომე და მარიხუანა ძალზე ბევრი გამოდის ერთ ულუფად. გია ხუხაშვილი - ერთ რჩევას მივცემდი ხელისუფლებას: პოლიტიკური “დაბოლებიდან” პირდაპირ “დაბოლებაზე” ნუ გადავლენ. დიმიტრი ცქიტიშვილი სპეკულაციებს უწოდებს შეფასებებს, რომ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა ორი თვით არჩევნების გამო გადაიდო. სოფო ვერძეული - კანაფის კულტივაციის საკითხის 2 თვით გადავადება მიანიშნებს, რომ არჩევნების წინ ხელისუფლებას სურვილი არ აქვს, საპატრიარქოსთან სიტუაცია გაამწვავოს. სოფიო კილაძე - მარიხუანას კულტივაციაზე კანონპროექტის გადადება საარჩევნო პროცესს არ უკავშირდება - მნიშვნელოვანია, საპატრიარქოს პოზიცია და არავითარ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს. დავით ბაქრაძე - „ქართული ოცნება“ ელოდება, რომ არჩევნები დამთავრდება და შემდეგ კვლავ წამოწევენ მარიხუანას კულტივაციის თემას.

      საწინააღმდეგო კამპანია - სოფიო კილაძე - „ქართული ოცნების" წინააღმდეგ კამპანია გაჟღენთილია სიძულვილით, რაც არ ეკადრება ქვეყანას, რომელსაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფება აქვს.

      ოთინაშვილის დაბრუნება - ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მაია ოთინაშვილი ქართულ მხარეს გადასცეს. საოკუპაციო რეჟიმმა მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი გაათავისუფლა.

      საგამოძიებო ანგარიში - ანგარიშის მიხედვით, გამოძიების მიმდინარეობისას დისკრიმინაციული ნიშნისა და სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა.

      საპარლამენტო ცვლილებები - დეპუტატი მამუკა ჩიქოვანი, რომელმაც „ევროპული საქართველო“ დატოვა, უმცირესობის რიგებში რჩება.

      მოწოდება ომეგას საქმიდან - ზაზა ხუციშვილი - მოვუწოდებ ზაზა ოქუაშვილს, ჩამობრძანდეს და გამოძიებასთან ითანამშრომლოს. ჩხარიშვილის დავა - ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი „იბერიას“ და “რუსთავი 2”-ის, ასევე ზაზა ოქუაშვილის და ნიკა გვარამიას მიმართ სამართლებრივ დავას იწყებს. „ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი - ხატიაშვილის გასაჯაროებული დასკვნის შესწავლისას ექსპერტებმა გააკეთეს შეფასება, რომ დასკვნა წარმოადგენს მისი ავტორის მოსაზრებას.

      ევროანონსი - ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს საკითხზე კენჭისყრა გაიმართება.

      ბაკურიანის ენერგომომარაგება - ბაკურიანის ენერგომომარაგების გაუმჯობესების მიზნით, „ენერგო-პრო ჯორჯია“ 6 200 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

      ოლიმპიური სახეობაა?! - აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა „სპორტულ რთველში“ მიიღეს მონაწილეობა.

      ფანკფურტელის დანახული საქართველო - ფრანკფურტის მერი პეტერ ფელდმანი - ქართული დამწერლობა არის შედევრი, რომელიც „იუნესკომ“ კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

საზღვარგარეთულები:

      რუსეთის დაბრუნება - ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას უჭერს მხარს.

      მიწევა რომის პაპს - კიმ ჩენ ინმა რომის პაპი ჩრდილოეთ კორეაში მიიწვია.

      პატიმრობა მანქანის შეძენისთვის - მაკედონიის ყოფილ შს მინისტრს Mercedes-ის მარკის ავტომობილის შეძენის საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

      სკრიპალების საქმე - ბრიტანული ორგანიზაცია - სკრიპალების მოწამვლაში ბრალდებული ალექსანდრ პეტროვი სინამდვილეში ალექსანდრ მიშკინია, რომელიც დაზვერვის თანამშრომელია.

      აფეთქება უკრაინაში - სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა, 10 ათასი ადამიანი ევაკუირებულია.

      ტრამპის შფოტი - დონალდ ტრამპმა სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში ჟურნალისტის გაუჩინარების გამო შეშფოთება გამოთქვა.

      წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 781

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters