დღეს, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, საქართველოში, ხარების დღესასწაული იზეიმა (იხ. ხარების დღის შესახებ). ზეიმის პარალელურად კი კორონა ამბები კვლავ მეინსტრიმულია. რიცხვები საქართველოდან: დადასტურებული - 196, გამოჯანმრთელებული - 46, გარდაცვლილი- 3. ანალოგიური მონაცემები მთელი მსოფლიოსთვის: დადასტურებული- 1 410438, გამოჯანმრთელებული - 300740, გარდაცვლილი - 81015. დღის ამბები, ცხადია კორონას გარშემო ტრიალებდა - იკეტება ბაზრები და ველოდები სააღდგომო გადაწყვეტილებას. 1 დოლარი - 3.1748 ლარი ღირს.
თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 52 პაციენტიდან 6 პაციენტი რეანიმაციაში მკურნალობს. ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის მამაკაცი კვლავ მართვით სუნთქვაზეა, 60 წლის ქალს კი ორმხრივი პნევმონია აქვს. ლევან რატიანი - ორსულების მდგომარეობა ყველაზე კარგია, ასევე ძალიან კარგია 13 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც ჰქონდა, ის ჩივილებიც აღარ აქვს. 86 წლის ქალს მწვავე პნევმონია აქვს, თუმცა კლინიკაში შეყვანის შემდეგ მისი მდგომარეობა არ გართულებულა. ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში მყოფი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ბათუმში, კლინიკა „მედინადან" 10-მდე მედიკოსი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან 6 პირი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იმყოფება.
პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.
კორონა ოკუპაციაში - ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი მზადყოფნა, რომ დავეხმაროთ აფხაზეთში მოსახლეობას, ძალაშია.
მოლოდინები - ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი - საქართველოს დაახლოებით 10 000 კოვიდინფიცირებული პირის მართვის შესაძლებლობა აქვს.
ემიგრაცია - ბელარუსსა და ლიეტუვაში საელჩოებმა საქართველოს მოქალაქეები დროებითი თავშესაფრით უზრუნველყვეს და ხელი შეუწყვეს მათ საქართველოში დაბრუნებას.
ომბუდსმენი ამოქმედდა - სახალხო დამცველის აპარატი საკარანტინო სივრცეებში არსებული პირობების შესწავლას იწყებს.
თბილისი ბაზრების გარეშე - დღეიდან თბილისში ყველა აგრარული ბაზარი იკეტება. ლევან დავითაშვილი - ქვეყნის მასშტაბით აგრარული ბაზრების ნაწილი გამონაკლისის სახით იფუნქციონირებს. აგრარული ბაზრების ფუნქციონირება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაითვალისწინებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებულ სტანდარტებს. შეიძლება ძალიან მკაცრად განვაცხადო, რომ პური არ უნდა გაძვირდეს! მიხეილ ხიდურელი - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორი მთავარი პრიორიტეტია ექსპორტის წახალისება და ადგილობრივი წარმოების განვითარება. ლევან დავითაშვილი ე.წ მობილურ ბაზრებზე - უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემთხვევაში, ღია სივრცეებში გამყიდველებსა და მყიდველებს შორის, შეიძლება, ასეთი კომუნიკაცია არსებობდეს. სურსათის სააგენტოს თანამშრომლებს აქვთ დავალება, რომ აგრარულ ბაზრებში პირობების დაცვა გააკონტროლონ. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიმდინარე კვირაში სახელმწიფოს მიერ 9 ძირითადი პროდუქტის სუბსიდირების პროგრამაში, ბოლო მონაცემებით, 16-ზე მეტი კომპანიაა ჩართული. ლევან დავითაშვილი - შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, სადაც ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ, მოვაჭრეებს თავიანთი წარმოებული მალფუჭებადი სურსათი ბითუმად მიაწოდონ. აგრარული ბაზრების მოვაჭრეებს ყოველ დილით ტემპერატურას გაუზომავენ, მყიდველები კი ბაზრის ტერიტორიაზე პირბადისა და ხელთათმანის გარეშე არ დაიშვებიან.
ინტერვიუები ეპიდემიოლოგ-ვირუსოლოგებთან - თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი 86 წლის ქალის ორი შვილი ამ დრომდე ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. საქართველოში ავადმყოფების მცირე რაოდენობა განაპირობა სახელმწიფო ვერტიკალის ძალიან გამართულმა, საათივით აწყობილმა მოქმედებამ. საქართველოში ტესტირება სწორი ალგორითმით მიმდინარეობს. სხვა ქვეყნებში ეპიდემიის შიდა გავრცელებას მოყვა ინფიცირებულების რაოდენობის ძალიან სწრაფი ზრდა, საქართველოში კი შიდა გავრცელების დაწყებიდან, დღეში 20 შემთხვევაზე მეტი არ ყოფილა. საქართველოს არ აქვს საკმარისი რაოდენობით დამცავი საშუალებები, ტესტ-სისტემები და ნატოსგან თუ ევროკავშირისგან მიღებული დახმარება, მნიშვნელოვანია. კორონავირუსზე ტესტირების კრიტერიუმის ახალი ალგორითმი ეს-ესაა შედის ძალაში და ყველანი ნახავთ ამ ალგორითმის სიკეთეს. საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით. ჩემი ვარაუდით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1000-სა და 2000-ის ფარგლებში იქნება, დაახლოებით, თვენახევრის შემდეგ, ეპიდემია წავა ქვემოთ. ამირან გამყრელიძე - კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირების რისკი არსებობს, მაგრამ მაღალი არა. მეცნიერთა უმრავლესობა ემხრობა აზრს, რომ კორონავირუსმა თბილ სეზონზე უკან უნდა დაიხიოს, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ სიცივეში თავს შეგვახსენებს. ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს იქნება კორონავირუსით ინფიცირების 350-დან 400-მდე შემთხვევა. ბევრგან მსუბუქ შემთხვევებს სახლში მკურნალობენ, მაგრამ სანამ კლინიკებში საწოლები გვაქვს, ვარჩევთ შემთხვევების მართვა ჰოსპიტალურად მოხდეს.
შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 167 ფაქტი გამოავლინა.
კორონა ეკლესიიდან - მეუფე ნიკოლოზი - ჩვენც ვსწავლობთ თანდათანობით ამ რთულ ვითარებაში როგორ მოვახერხოთ ის, რომ არც მრწამსს ვუღალატოთ და არც წესრიგი დავარღვიოთ. არქიმანდრიტი იოანე - წმინდა ცეცხლი აუცილებლად ჩამობრძანდება - რადგან გაცხადდა, რომ ჩამობრძანდება, ფორმაც მოიძებნება აუცილებლად. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს სამების საკათედრო ტაძარში ხარების საზეიმო წირვას არ დაესწრო - პატრიარქის ექიმი განმარტავს - ყველაფერი ნორმალურად არის, უბრალოდ გვინდოდა, რომ წნევის შემდეგ განეტვირთა თავი. მეუფე შიო - გავიხსენოთ ჩვენი განსაცდელები, თუ რაოდენ მსუბუქია ის, ვიდრე ღვთისმშობელს ჰქონდა და ვეცადოთ, შევუდგეთ ღვთისმშობელს და მის ღვთაებრივ ძეს. მეუფე ნიკოლოზი - ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ჩვენი მრევლი ყოფილიყო განათლებული, აღზრდილი და მორწმუნე, ერთი სიტყვით თავისუფალი, თავისუფალ ადამიანს ვერაფრისკენ ვერ მოუწოდებ. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი - სააღდგომო მსახურება ჩატარდება ღია ცის ქვეშ - სივრცე საკმაოდაა, სადაც ხალხი შეძლებს დასწრებას, რა თქმა უნდა, თუ საგანგებო რეჟიმი მათ მისცემს ამის საშუალებას. ნუ მოვთხოვთ პატრიარქს იმაზე მეტს, ვიდრე მის ფიზიკურ მდგომარეობას შეეფერება. თემქაზე, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეკლესიის მოძღვარი - სტიქაროსნის დაინფიცირების წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახი გახდა - მას შემდეგ, რაც სტიქაროსნის ბაბუას კორონავირუსი დაუდასტურდა, იგი ჩვენთან მსახურებაზე აღარ დამდგარა. პატრიარქი - უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს. დეკანოზი შალვა კეკელია - ველოდებით, რას გადაწყვეტს ჩვენი უწმინდესი, მასზე ვართ დამოკიდებული.
საზღვარგარეთულები:
#WorldWideCovid19 - „გადავარჩინოთ ბავშვები“ - 1.5 მილიარდი ბავშვი სკოლაში არ დადის, რამაც შესაძლოა, მათი იძულებითი შრომა ან ნაადრევი ქორწინება გამოიწვიოს. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 853-მდე გაიზარდა. ნიკოლ ფაშინიანმა იმ შეცდომებზე ისაუბრა, რომელიც მისმა მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში დაუშვა. რუსეთში, ერთი დღე-ღამის მანძილზე, კორონავირუსის 1154 შემთხვევა დაფიქსირდა. ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, ბორის ჯონსონი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებული არაა და მას ჟანგბადი მიეწოდება. საფრანგეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 1417 ადამიანი დაიღუპა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ქვეყნების მიერ შეზღუდვების ნაადრევად მოხსნა იგივეა, ავადმყოფი საწოლიდან წამოდგეს და სირბილი დაიწყოს. ბრიტანეთის პრემიერის პრესსპიკერის ინფორმაციით, ბორის ჯონსონს პნევმონია არ აქვს, თუმცა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. ვლადიმერ პუტინი ბორის ჯონსონს - დარწმუნებული ვარ, ოპტიმიზმი და იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ დაავადება დაამარცხოთ. ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის, კორონავირუსით ინფიცირებულებს უმკურნალოს.
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დონალდ ტრამპს პლანეტების მიტაცების მცდელობაში ადანაშაულებს
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია