წვიმიანი და ცივი ამინდების მიყოლებით მიეწყო აპრილი დღეები, არ ჩანს გამოდარება და არც ჩანს კორონას შეთხელების სტატისტიკაც. საქართველოს რიცხვები - დადასტურებული - 211, გამოჯანმრთელებული - 50, გარდაცვლილი - 3; მთელი მსოფლიოს სტატისტიკა - აღრიცხული - 1495574, გამოჯანმრთელებული - 319101, გარდაცვლილი - 319101. დღის კიდევ ერთი ცუდი ამბავი იყო მშენებლობის-რეაბილიტაციის დროს დაშავებული მუშები. ამასობაში დოლარი მეტნაკლებად მყარად დგას - 3.1794 ლარი ღირს.
ინფიცირებულები, მკურნალობა და მოლოდნი - ეკატერინე ტიკარაძე - მობილიზებულია 3 500 საწოლი და ერთი თვის განმავლობაში ასეულობით ინფიცირებულის მიღებას შეუფერხებლად შევძლებთ. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, შეკვეთილია 84 ათასი PCR ტესტი, 24 ათასი ანტისხეულების ტესტი და იგეგმება 200 000 სწრაფი ტესტის შემოტანა. თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 14 წლის მოზარდს დაუდასტურდა. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება. ლევან რატიანის განცხადებით, 13 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. ქობულეთის სამედიცინო ცენტრში პაციენტების მიღება შეწყვეტილია და სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. დიმიტრი ხუნდაძე - ჰოსპიტალური სექტორის მონიტორინგი მიმდინარეობს, კლინიკები, რომლებიც ვერ შეძლებენ სათანადო მომზადებას, გაეთიშებიან პროცესში მონაწილეობას. კატერინე ტიკარაძე - ექიმების რესურსში დეფიციტი არ გვაქვს და ამ ეტაპისთვის დამატებითი მობილიზაცია არ იგეგმება. 3 კლინიკის პერსონალს უკვე ჩაუტარდა ტესტირება და იგეგმება სხვა კლინიკებშიც შემოწმება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პაციენტების ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდის, ასევე ვირუსის მსუბუქი გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტებს საკარანტინო ზონებში უმკურნალებენ. ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობას კარანტინის პროგრამისთვის 6 568 სასტუმრო ოთახი აქვს მობილიზებული. ლევან რატიანის განცხადებით, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 53 პაციენტი მკურნალობს და მათგან 27-ს მწვავე პნევმონია აქვს. სახელმწიფო პროტოკოლში, რომლის ერთ-ერთი ავტორი მეც გახლავართ ბატონ თენგიზთან (თენგიზ ცერცვაძე) ერთად, ჩადებული გვაქვს „პლაქველინის“ თერაპია. აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პაციენტებთან, რომლებთანაც ვფიქრობთ, რომ კლინიკურად უნდა დავნიშნოთ, „პლაქველინი“ ინიშნება. ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, როდის დაიწყება პნევმოკოკით აცრა - პოლიტიკის დეპარტამენტი ახლა მუშაობს იმ კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვაზე და ასევე დეტალურ განსაზღვრაზე, თუ როდის და რა ასაკის მოქალაქეებს უნდა გაუკეთდეთ ეს ტესტები. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ 7 პაციენტს პნევმონია აქვს. ლევან რატიანი - აუცილებელია დისტანცია და რაც შეიძლება კარგი განწყობა, რადგან იმუნური სისტემის სტაბილურობა ნევროლოგიურ სტატუსზეა დამოკიდებული. მარინა ეზუგბაია - თუ ყოველდღიურად, საშუალოდ 10 პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, პიკური მდგომარეობისგან თავის არიდება შესაძლებელი იქნება. კორონავირუსით დაინფიცირებული სტიქაროსანი - ღვთისმსახურებაში მონაწილეობა არ მიმიღია, კონტაქტიც არავისთან მქონდა, მამაოს გარდა.
საქართველოში წარმოებული პირბადეები 50 თეთრი ეღირება.
ფონდის ფული - 23 793 096 ₾.
შეზღდუვები - მთავრობის გადაწყვეტილებით, ვანის გასასვლელებში ბლოკ-პოსტები მოეწყობა და მოქალაქეები თერმოსკრინინგის წესით შემოწმდებიან. ირაკლი ჩიქოვანი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე - ვიმოქმედებთ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც აპრილის ბოლოს იქნება. ნათია თურნავას ინფორმაციით, 76 კომპანია შემოწმდა, საიდანაც ნახევარზე მეტს დღეს შეჩერებული აქვს საქმიანობა. მთავრობა საქართველოში შაქრის წარმოებას დაეხმარება. ჯანდაცვის მინისტრი - ქობულეთსა და სამეგრელოში დღეის მდგომარეობით, ბოლნისის მოდელის განხილვა არ იგეგმება, თუმცა იქ მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვნად საყურადღებოა.
მოლოდინები სურსათზე - ირაკლი ჩიქოვანი - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა სპეციალური პროტოკოლი, რომელიც აგრარული ბაზრებისთვის სავალდებულოა. ირაკლი ჩიქოვანი - კორონავირუსთან ბრძოლა დასრულებული არ არის, ჩვენ მხოლოდ პროცესში ვიმყოფებით, ამიტომ, აუცილებლად უნდა დავიცავთ ყველა რეგულაცია. ირაკლი ჩიქოვანი - ყველა საწარმო, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ფუნქციონირების უფლება აქვს მიღებული, მკაცრად გაკონტროლდება.
ოკუპაციიდან - აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება მდინარე ფსოუზე „საზღვარს“ კეტავს. გაგრაში, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა, ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
#დარჩისახლში არც ისე მარტივია - სახალხო დამცველი - პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათის მოქმედება ზრდის ქალთა და ლგბტ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკებს.
შრომის ფასი - ლერმონტოვის ქუჩაზე, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს, ნანგრევებში სამი მუშა მოჰყვა. „ნიუ ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, რომ ლერმონტოვის ქუჩაზე კედლის ჩამონგრევისას დაშავებული სამი მუშიდან ორი მათ კლინიკაშია და პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ლერმონტოვის ქუჩაზე, კედლის ჩამონგრევის შედეგად მუშების დაშავებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. კახა კალაძე მუშების დაშავებაზე - კომპანიის მიერ უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცულია, მაგრამ ყველაფერი ხდება, დაზღვეული არავინაა.
კორონა მიგრაციაში - დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად, 10-დან 27 აპრილის ჩათვლით, სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ავიარეისი შესრულდება. სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდია, ჩვენ ვმოქმედებთ არსებული რესურსის ფარგლებში. 40-ზე მეტ ქვეყანაში დახმარება გაეწია საქართველოს 2 425 მოქალაქეს - შეურაცხყოფის მიუხედავად ჩვენი დიპლომატები სიცოცხლის ფასად აგრძელებენ საქმიანობას. მამუკა მდინარაძე - ქართული სახელმწიფო თავისი ემიგრანტებისთვის აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე ამას აკეთებენ ჩვენზე ბევრად ძლიერი სახელმწიფოები. დავით ზალკალიანი - თუ წარმოადგენთ ერთ მგზავრს, რომელიც დაბრუნდა სპეცრეისით და ბილეთში 200 ევროზე მეტი გადაიხადა, პირადად მზად ვარ, რომ პასუხი ვაგო.
საზღვარგარეთულები:
#WorldWideCovid19 - დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგნიზაციის დაფინანსების საკითხს გადახედავს. თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 725-მდე გაიზარდა. აშშ-ში კორონავირუსით ერთ დღეში 1 736 ადამიანი გარდაიცვალა. „ტვიტერის“ დამფუძნებელი კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიარდ დოლარს გაიღებს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბორის ჯონსონი მებრძოლია, გადაიტანს და მართვის სადავეს დაურუნდება. ჩინეთმა რუსეთიდან კორონავირუსის შემთხვევების იმპორტირების გამო, ქვეყნის ერთ-ერთი მოსაზღვრე ქალაქი ჩაკეტა. ირანის პარლამენტმა მუშაობა განაახლა. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 8672-მდე გაიზადა. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 881-მდე გაიზარდა. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის პორტები მიგრანტებისთვის დროებით დაიხურა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კორონავირუსთან დაკავშირებით ევროპულ ქვეყნებში დადებითი დინამიკა შეინიშნება. ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე 757 ადამიანი დაიღუპა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - არ არსებობს ვირუსი, ეპიდემია, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე ძლიერია. აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 822-მდე გაიზარდა. რიში სუნაკი - ბორის ჯონსონი საწოლში წამოჯდა და ექიმებს გაესაუბრა იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 542 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - გაცილებით მეტი ცხედრის ჩანთა იქნება, თუკი კორონავირუსის კრიზისის პოლიტიზირებას მოახდენთ. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დღე-ღამეში 938 ადამიანი დაიღუპა.
ფულიანი ძმა - რონალდინიოს და მის ძმას 1.6 მილიონი აშშ დოლარის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლებენ.
ფიჯის კუნძულებს დამანგრეველი ქარიშხალი დაატყდა თავს.
ბერლინის სამეფო სასახლის შენობაში ხანძარია. რომის პაპი - ეს ის მომენტია, როცა ღარიბები უნდა დავინახოთ - არ ვიცი, ეს შურისძიებაა თუ არა, მაგრამ ეს ბუნების პასუხია.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
1 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია