ჯერ თავმჯდომარის სავარძელიო, ახლა რესტორანში გეიფიო - აქცია აფხაზეთ-ოსეთის მაღიარებელი რუსების წინააღმდეგ. ამჯერად, ისეთი ხმაურიანი არ გამოდგა როგორც გავრილოვის შემთხვევაში, თუმცა პოზნერსაც ესროლეს კვერცხები და მოუწყეს ხმაურიანი კორიდორები. ცხადია, კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმდა კიდეც. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 282260, ბოლო დღე-ღამეში - 499, გამოჯანმრთელებული - 273604, ბოლო დღე-ღამეში - 437, გარდაცვლილი - 3785, ბოლო დღე-ღამეში - 7; კარანტინის რეჟიმში - 212. დოლარის ფასი ლარში - 3.4410.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 01 აპრილი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 28 712 ტესტი ჩატარდა. 7 ადამიანი გარდაიცვალა. დიმიტრი ხუნდაძე - სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მედპერსონალის პარტნიორული როლი ვაქცინაციის პროცესში გაზარდოს. დღეს, 18:00 საათიდან PFIZER-ით ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას სამედიცინო პერსონალი და 65 წლის ზემოთ პირები შეძლებენ. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაციის სხვადასხვა ინდიკატორები ბოლო ორი კვირის განმავლობაში უარესდება. თუ ამ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, მაშინ შესაძლოა, ქვეყანას წინასააღდგომო შეზღუდვები არ დასჭირდეს. ჩინური ვაქცინა უფრო ძვირია - 20 დოლარის ფარგლებში გვიჯდება, „ასტრაზენეკა“ 4-5 დოლარად, „ფაიზერი“ კი 11-12 დოლარად ვიყიდეთ. პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის, „კოვიდ-19“-ის გარდა, სხვა კორონავირუსებიც ცირკულირებს, რომელიც გაციებას იწვევს და ჩვეულებრივი მიმდინარეობა აქვს. ხათუნა ზახაშვილი - ორსულების აცრის პირდაპირი რეკომენდაცია არ არსებობს. საქართველოში ვაქცინირებული ადამიანებიდან 27-ს გვერდითი მოვლენები ან რეაქცია გამოუვლინდა. პაატა იმნაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის „ბრიტანული შტამის“ 70-ზე მეტი შემთხვევაა.

      წასული მინისტრი - ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილი დაინიშნა. იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გოჩა ლორთქიფანიძეს რატი ბრეგაძე შეცვლის. გიგი წერეთელი ფინანსთა მინისტრის გადადგომაზე - შესაძლებელია გუნდიდან გასვლა შიდა დაპირისპირებებს უკავშირდებოდეს.

      ხელისუფლება ოპოზიციაზედ - ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა შეთანხმების მისაღწევად, თუმცა რადიკალურ ოპოზიციას შეთანხმება არ სურდა. უფლებას ვიტოვებთ, ოპოზიციის ახირებაზე დრო არ დავკარგოთ - ჩვენ არ გვაქვს ამ უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასაკარგი დრო. ხელოვნურად შექმნილი ე.წ. კრიზისი, სინამდვილეში თავად რადიკალური ოპოზიციის მწვავე კრიზისია. მამუკა მდინარაძე - თუ ოპოზიცია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ დადებულ პირობებზე იქნება თანახმა, მათთან საუბარს ნებისმიერ რეჟიმში განვაახლებთ.

      მეუფე პეტრე აქციაზე - მეუფე პეტრე მხარდამჭერებთან ერთად საპატრიაროქოსთან იმყოფება და პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს. მეუფე პეტრე - თუ პატრიარქი დამიდასტურებს, რომ მე „უძღები შვილი“ ვარ, მზად ვარ ბოდიში მოვიხადო, თუ მე დავუდასტურებ, რომ ქრისტეს კანონებით არ მართავს ეკლესიას, მან უნდა მოინანიოს. მეუფე პეტრემ და მისმა მხარდამჭერებმა საპატრიარქოს უკანა შესასვლელთან გადაინაცვლეს. საპატრიარქოს უკანა შესასვლელთან, სადაც მეუფე პეტრეს და მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს, დაპირისპირება მოხდა. მალევე აქცია დასრულდა.

      ანზორ ერქომაიშვილი პანთეონში - ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობის გადაწყვეტილებით, ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება.

      აქცია პოზნერის წინააღმდეგ - ალეკო ელისაშვილი - ყოჩაღ და მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა პოზნერს და პირიდან ლუკმა გააგდებინა. გიორგი კანდელაკი - პოზნერს და დელეგაციის სხვა წევრებს მინიჭებული ჰქონდათ საშვები საქართველოს შსს-ის მიერ - ქვეყანაში მათი შემოშვების გადაწყვეტილება მიიღეს უმაღლეს დონეზე. ირაკლი ქადაგიშვილი - როცა რაღაცას ვაპროტესტებთ, ეს პროტესტი არ უნდა გახდეს კარგი საბაბი რუსეთისთვის, საქართველოსთვის დამატებითი უკანონო სანქციების შემოღების. გუბაზ სანიკიძე - პოზნერს ზნეობას ნუ მოვთხოვთ, რადგან ზნედაცემული ადამიანია - ჩვენმა წინაპარმა თქვა „სტუმარი ღვთისააო“ და არა მტერი ღვთისაო. მამუკა მდინარაძე - „ნაცაქტივისტებს" არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი, არც სამაჩაბლო - ქვეყნისთვის პრობლემების შექმნაში ხედავენ საკუთარ შანსს და ამ ნაწილში, ტრადიციულად მათი და რუსეთის ინტერესები თანხვედრაშია. შალვა პაპუაშვილი ვლადიმერ პოზნერზე - მესაზღვრე სიმპატია-ანტიპატიაზე ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას შემოსვლა-არშემოსვლასთან დაკავშირებით. დიმიტრი ხუნდაძე - ვლადიმერ პოზნერის და მისი თანამოაზრეების სტუმრობაც პროვოკაციული იყო და მასპინძლობაც. ირაკლი კობახიძე - ეს ადამიანები ამბობენ, რომ აჟრიალებთ ყველაფერ რუსულზე, მაგრამ არ გააჟრიალათ, როცა მათი კამპანია რუსული სიმღერით დაიხურა თავისუფლების მოედანზე. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციური პარტიის ლიდერი - აფხაზეთი მზადაა, პოზნერს ნამდვილი კავკასიური კულტურა და სტუმართმოყვარეობა აჩვენოს. ვლადიმერ პოზნერის განცხადებით, ის საქართველოში არ დაუჯარიმებიათ. მიხეილ სარჯველაძე პოზნერის საქართველოში ჩამოსვლაზე - პირადი შეხედულებები და მოსაზრებები, საქართველოში შემოსვლისა და გასვლის ნებართვაზე გავლენას ვერ ახდენს. გიორგი ვაშაძე - მმართველ გუნდთან მაქვს კითხვა - რატომ ჩათვალეს, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ საქართველოსთვის საზიანო განცხადებები გაკეთებული, უნდა ყოფილიყვნენ პრივილეგირებულები? გიგა ბოკერია პოზნერზე - ამ ადამიანის შემოშვება, პრივილეგიების მინიჭება, ესკორტით გაცილება, ივანიშვილის რეჟიმის სახეა. ირაკლი ღარიბაშვილი - ვლადიმერ პოზნერს, რომელიც აშშ-ს მოქალაქეა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი არ დაურღვევია, ის ხშირად სტუმრობს საქართველოს აშშ-ს პასპორტით. შსს ვლადიმერ პოზნერისთვის გამოწერილი ჯარიმის ქვითარს აქვეყნებს. სერგეი გავრილოვი პოზნერთან დაკავშირებულ პროტესტზე - ეს რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური დემარში და შეგნებული პროვოკაციაა. იაგო ხვიჩია - ოპოზიციაში ხალხია, ვისაც სურდა, რომ "გავრილოვი" მოეწყო, სხვანაირად ხალხი ქუჩაში ვერ გამოიყვანეს - გავრილოვის „ქეისი“ სხვაა, ხოლო რესტორანში პრორუსი მოხვდება თუ პროსტალინისტი, ამაზე ნერვიულობა, სისულელეა.

      გერმანიაში 475 ვაკანსიაზე დასაქმება საქართველოს 97 663 მოქალაქეს სურს.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელი კოვიდ 19-ის ვაქცინის მწარმოებლებს განვითარებად ქვეყნებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 18 პაციენტი გარდაიცვალა. Bloomberg - აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 150 მილიონზე მეტი დოზა გაკეთდა, მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას საშუალოდ კიდევ 4 თვე დასჭირდება. რუსეთში კორონავირუსის 9 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 383 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანმა კორონავირუსის ჩინური ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა მიიღო.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 141

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: აპრილი 2, 2021||11:13am

არსენა ოძელაშვილები გარეთ იდგნენ :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters