"ბედნიერება მხოლოდ ურთიერთობასა და თანაზიარებაში მიიღწევა! "

ეს არის ფილმი ადამიანის ხელახალი დაბადებისა.

ხელახალი დაბადება იმისთვის, რომ უარი თქვას ყოველივე იმაზე, რაც მას წინა სამყაროში ჰქონდა, რასაც გარშემომყოფებში და თავად მშობლებშიც ხედავდა: სიცრუე, პირფერობა, მოჩვენებითი ბედნიერება.

უარი თქვას იმისთვის, რომ თავისუფლებასა და მარტოობაში მოიპოვოს ბედნიერება.

ეს არის ფილმი ადამიანის შესახებ, რომელიც მეორედ დაბადებაში იმეცნებს და იაზრებს ცხოვრების ნამდვილ არსს. „არ არსებობს ბედნიერება მარტოობასა და თავისუფლებაში“ - ასეთია კრისის(მთავარი მოქმედი გმირი) აზრი ამ საკითხზე. ამას კი კრისი მხოლოდ იმ გზის ბოლოს ხვდება, რომელიც მან ამაყად და ჯიუტად განვლო საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად, იმ ადამიანებისგან შორს, ვისთანაც შეეძლო საკუთარი ბედნიერების გაზიარება და ამ გაზიარებით საკუთარი ბედნიერების მოპოვება.

ეს არის ფილმი ადამიანის შესახებ, რომელსაც ეგონა, რომ შეეძლო ბედნიერების მოპოვება ველურ პირობებში სრულ მარტოობასა და თავისუფლებაში...

ვისაც გგონიათ რომ ბედნიერება ყველგანაა, თვით მარტოობაშიც.... ნახეთ და მიხვდებით, რომ ბედნიერება აქ არის, იმ სამყაროში, სადაც სიცოცხლე დუღს, სადაც ტყუილიც  და მოჩვენებითიც ბევრია, თუმცა ბევრი რამ არის ჭეშმარიტი და რეალური. 

კრისის გაქცევა გარკვეულწილად ეგოისტური საქციელიცაა, რადგან ამ ნაბიჯით ის მხოლოდ საკუთარ ბედნიერებაზე ფიქრობს. ის ხომ უარს ამბობს თავის ახლობლებზე და  დიდ ტკივილს აყენებს მათ. კრისი მამაცი და მხდალიც არის ერთდროულად.  მას სწყურია თავისუფლება და მარტოობა, სწყურია გამოსცადოს საკუთარი თავი, მაგრამ ის გარბის რეალური სამყაროდან. თუმცა ბოლოს ყველაფერი ცხადი ხდება მისთვის...

the end - აღსასრულის წინ დაწერილი მისი სიტყვები - "heppiness only real when shared"....

განათებული ცა, უკანასკნელი ცრემლი და ღიმილი, რომელიც მშობლების დანახვამ მოჰგვარა...

ნახვა: 668

ტეგები: Qwelly, Qwellyland, ბლოგი, კინომანია, სალომე

George: მარტი 30, 2013||10:31pm

su esaa shefaseba ?  -- alabT 2 wutiani filmia ? ((

salome: მარტი 30, 2013||11:52pm

ნამდვილად კარგი ფილმია, შეფასება შეიძლება არ ბრწყინავს (თუ არის ეს შეფასება :) მაგრამ არც ისე პატარაა : ))

ლიკა: აგვისტო 16, 2013||6:27pm

ბალუკ :* „არ არსებობს ბედნიერება მარტოობასა და თავისუფლებაში“ - ასეთია კრისის(მთავარი მოქმედი გმირი) აზრი ამ საკითხზე. ამაში ვერ გეთანხმები, მთლად მასეც არ უთქვამს :დდ "heppiness only real when shared" სადავო ფრაზაა მგონი:) მაგრამ ძალიანძალიან კარგი ფილმია და ჩემ საყვარელ ფრაზასაც მივაწერ ბარემ : "rather than love, than money, than fame, give me truth" :) თოროს უნდა გავეცნო^^ ამ ფილმის ნახვის შემდეგ გადავწყვიტე :დ

 

salome: აგვისტო 31, 2013||6:39pm

ლიკუნა, ცოტა ინტერპრეტაცია კი გამოვიდა ჩემებური თითქოს, მაგრამ ბედნიერი მხოლოდ მაშინ ხარ, როცა ვიღაცას უზიარებ, მე რომ ასე მესმის ალბათ მაგიტო... :)
p.s. ლიკუნა მომენატრე:*

ლიკა: აგვისტო 31, 2013||8:45pm

მახსოვს ჩვენ ერთხელ ვილაპარაკეთ ამ ფილმზე :))))  თუ ვიპოვე თოროს წიგნი მერე ეგეც განვიხილოთ :დდ მეც მომენატრე ბალუკ:* :*

ino: აგვისტო 31, 2013||8:59pm

ალექსანდრე სუპერ მაწანწალა )))

ლიკა: აგვისტო 31, 2013||9:04pm

ინო, შენი სურათიც როგორ შეეფერება ამ პოსტს :))))))

ino: აგვისტო 31, 2013||9:14pm

ჰო ლიკა ))))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters