გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა „კავკასიელი ტყვე ქალი“ უმა თურმანის მონაწილეობით? არა, ნატალია ვარლეის არაფერს ვუწუნებ, უბრალოდ წარმოსახვისთვის. ანდა, ჯეკ ბეღურა რომ მიხაილ ბოარსკის შეესრულებინა? მოკლედ, ვინც საბჭოთა ფილემბზე გაიზარდა, მისთვის ჩემი პოსტის თითქმის ყველა მსახიობი ნაცნობია, ხოლო ახლგაზრდები ალბათ მხოლოდ ჰოლივუდელ სახეებს იცნობენ, ამიტომ კეთილი იყოს მათ საერთო ფოტომანიპლაციაში. ავტორი კი კლოდ მანდეა - დიახ, არ შემშლია, ასე ჰქვია…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 29, 2021 წელი. 10:55pm —
არ არის კომენტარები
_______________
ტიტანიკის ტრაგედია ჯეიმს კამერონმა თავისი უკვდავი ფილმით ტრაგედიიდან ოჯახურ, ცრემლებით სავსე დრამამდე აქცია, მაგრამ ტირილის მიუხედავად განცდა ყველას მაინც სასიამოვნო აქვს ტიტანიკის გახსენებისას და ცოტა თუ ფიქრდება იმ რეალურ, საშინელ ამბავზე რაც გაყინულ ოკეანეში მოხდა. ეკიპაჟის ჩათვლით 2240 ადამიანი ირიცხებოდა უზარმაზარ გემზე, რომელმაც 1912 წლის 15 აპრილს დატოვა საუთჰემპტონი და ატლანტიკის ოკეანის გადალახვით გაეშურა ამერიკული ოცნებისკენ, ნიუ…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 30, 2021 წელი. 10:53pm —
1 კომენტარი
________________
ახალი წლის დღეები ბევრი დალევის, წონაში მომატების და დაუსრულებელი ნაბახუსევების გარდა, ამ ყველაფრის ნაკლებმოყვარულთათვის, ფილმებთან განმარტოების დროც არის. ამიტომაა რომ წინასაახალწლოდ და ახალი წლის პერიოდშიც, გაივსება ხოლმე სატელევიზიო სივრცე ფილმებით, ქართული თუ უცხოური შედევრები არ გვაკლია. მაგრამ დღეს არა ფილმებზე, არამედ ფილმის მოდიფიკაციაზე უნდა მოგითხროთ. ტვიტერზე დაწყებული კამპანიით შეგროვებული ფოტოები უნდა წარმოგიდგინოთ.
…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 3, 2021 წელი. 4:19pm —
1 კომენტარი
________________
კომპენსაციას ჰგავდა ან შეიძლება ასეც იყო, როცა ცნობილი სერიალის ფინალური სეზონის ყველაზე საშინელი სცენარის შემდეგ, HBO-ს ახალი სერიალი გამოჩნდა ტელეეკრანებზე და მსოფლიო განხილვის საგანი გახდა. კვირების განმავლობაში, ქართული სერიალმოყვარული საზოგადოებაც გადაეწყო ახალ სერიალზე და საკმაოდ ხმაურიანადაც (როგორც ხდება ხოლმე).
სერიალს ჰქვია ჩერნობილი (CHERNOBYL) და HBO-ს ბრიტანულ-ამერიკული ნაწარმია. სამეფო კარის…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 22, 2019 წელი. 2:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
კინომანიას ცოტა ჩამოვშორდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბოლო დროს რამდენიმე ძველი და შეიძლება ითქვას, კარგი ფილმიც ვნახე. ერთი კია, ამ ფილმებში არც ისეთი იყო ისეთი, საქებრად, დასაწერად ან სარეკომენდაციოდ რომ გამომდგარიყო. გუშინ კი ერთმა ფილმა ჯერ ღამე გამათენებინა და შემდეგ, საახალწლო ქეიფივით მეორე დღეზეც გადმომყვა. ფილმი მეორე მსოფლიო ომში, ებრაელთა ტყვეობის საშინელ ამბებს უკავშირდება და არც მეტი, არც ნაკლები უფლის გასამართლების ამბავს…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 9, 2019 წელი. 12:51am —
არ არის კომენტარები
_______________
ქეთევან პოპიაშვილი
რეცენზია
ალფრედ ჰიჩკოკის თრილერი “ეზოში გამავალი ფანჯარა“ გადაღებულია 1954 წელს, კორნელ ვულრიჩის 1942 წელს დაწერილ ნოველაზე „ეს უნდა იყოს მკვლელობა“ დაყრდნობით. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ : ჯეიმს სტიუარტი, გრეის კელი, უენდელ კორი, ტელმა რიტერი და რეიმონდ ბარი.
რეჟისორი ფილმის სრულ სიუჟეტს მთავარი პერსონაჟის. ფოტოგრაფ ჯეფ ჯეფრზის (ჯეიმს სტიუარტი)…
დაამატა Ketevan_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 16, 2018 წელი. 8:30am —
2 კომენტარი
________________
ვისაც თრილერის ჟანრის ფილმები მოსწონს მისთვის კარგად არის ცნობილი ფრანგი რეჟისორი პროდუსერი და სცენარისტი ლიუკ ბესონი, რომელიც 1959 წელს დაიბადა საფრანეთში (პარიზში) და არაერთი ჯილდო აქვს მიღებული დღეს წარმოგიდგენთ მისი ფილმებიდან რამდენიმეს, რომელიც აუცილებლად ნანახი გექნებათ და თუ არ გექნებათ გირჩევთ, რომ ნახოთ.
1. და რა თქმა უნდა პირველი ადგილი უნდა მივანიჭოთ 1994 წელს გადაღებულ ფილმს…
დაამატა vako_მ!
თარიღი/დრო: მაისი 15, 2018 წელი. 11:30pm —
5 კომენტარი
________________
მარიო პიუზო ყველასათვის კარგად ცნობილი მწერალია თუმცა ბევრს ეკრანიზაცია უფრო აქვს ნანახი ვიდრე წაკითხული ფილმი ეკრანებზე 1972 წელს გამოვიდა და დღემდე არ თმობს მოწინავე ადგილებს ტოპებში რეიტინგებში და პოპულარობას არ კარგავს ფილმის ეკრანიზაციის უფლება პარამაუნტმა პიუზოსგან 12500$ შეიძინა და 2007 წელს გამოქვეყნებულ 100 საუკეთესო ფილმს შორის ეს კინო სურათი მეორე ადგილს იკავებს.
მარიო პიუზო 1920 წლის 20 ოქტომბერს ნიუიორკში…
დაამატა vako_მ!
თარიღი/დრო: მაისი 6, 2018 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დაძინების წინ კარგ იუმორს ცოტა რამ თუ შეედრება. და ვინაიდან, მთელი მსოფლიოს კინომოყვარული საზოგადოება დანაღვლიანდა სამეფო კარის თამაშების მეშვიდე სეზონის დასრულებით და მერვეს ლოდინში წლების თვლას შეუდგა, იქამდე, ძალიან კარგი იუმორისტული ფოტოსერია გამოჩნდა ინტერნეტში. ოლიმპიადაზე ალბათ ჯორჯ მარტინს არ უფიქრია, ამიტომ, ოლიმპიადა ვესტეროსში, მაყურებლებმა მოაწყვეს ცნობილი ფოტოებით!…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 2, 2017 წელი. 2:30am —
1 კომენტარი
________________
სარკის მთელი იდეა ისაა, რომ კოსმოსი შეგიზღუდოს და შენს მცირე სივრცეში ჩაგკეტოს, ჩაგაქვაოს, ჩაგანარცისოს. მარტო ის გაყურებინოს რაც ჩანხარ და არ მოგცეს საშუალება, დაინახო - ვინ ხარ და რა შეიძლება გახდე. სწორედ, ამ სარკეებში მზირალთა სამყაროდ გადავიქეცით - მთელი დღე ვირტუალურ რეალობაში დაკარგულები, ტელეფონის ეკრანზე თქვენს ან სხვის ანარეკლებს რომ უყურებთ, და ხშირად, ფიზიკური სამყარო უფრო ვირტუალურია, ვიდრე ციფრული.…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 15, 2017 წელი. 1:36pm —
არ არის კომენტარები
_______________
კინომანიას ცოტა მოვწყდი, უფრო სწორედ, დიდი ხანია არაფერზე დამიწერია, მაგრამ რამდენიმე სერიალი კი ვნახე ბოლო კვირების განმავლობაში. სულ ახლახანს განვასრულე ახალგაზრდა პაპის (The Young Pope, 2016) ყურება. ჯერ სულ ახალია, შარშანდელი, ამიტომ ფილმის შესახებ ბევრს არაფერს მოგიყვებით, მეტიც - ამ პოსტის იდეა, განსხავებით ამ ციკლის (…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 21, 2017 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
შუაღამიანზე ლოცვა დიდი ხნის წინ მივატოვე, მაგრამ თუ შემთხვევით უძილობა გამოერია, ფილმისყურებას თავს ვერ ვაღწევ. ბოლო დღეებში გამიმართლა და რჩევებს აყოლილმა მეტნაკლებად კარგი ფილმები ვნახე (სხვებზეც მოგიყვებით მოგვიანებით). დღევანდელ დღეს, მარტინ სკორსეზეს შარშან გადაღებულ და ქართულ ინტერნეტ სივრცეში ბოლო პერიოდში გახმაურებულ ფილზე მინდა გესაუროთ.
საენციკლოპედიო ინფორმაცია ფილმის…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 8, 2017 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
აკადემიის დაჯილდოებას ფილმების უნახავად შევხვედროდი, პირველად მოხდა (პრინციპში, არც ისე დიდ ხანია ოსკარმაყურებელი ვარ). ამიტომ, დაგვიანებულზე მაინც დავიწყე იმ ფილმების ნახვა, რომელიც წელს ნომინაციებში წარადგინეს. პირველად, ვითომ სამეცნიერო ფანტასტიკას, მაგრამ უფრო, დრამას ჩავუჯექი და Arrival ვნახე (ჩვენებურად ჩამოსვლა, დაბრუნება, მიღება). ქართულ ინტერნეტ სივრცეში ამ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 4, 2017 წელი. 2:00pm —
3 კომენტარი
________________
ძილისმოყვარულთა საზოგადოებაში განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ფილმები სიზმრებზე და ამავე საზოგადოების თითოეულ წევრს, გარკვეული, ზოგჯერ, საკრალური დამოკიდებულებაც კი (გვ)აქვს სიზმრის ამოუცნობ ფენომენთან. მართალია, დიდი სიზმართმცოდნეობით ვერ დავიტრაბახებ, ანდა რაღა უნდა ვისაუბრო ფროიდის შემდეგ და როგორღა უნდა წარმოადგინო სიზმრები, Inception-ის შემდეგ, მაგრამ ყოფილა სიზმარი, რომელშიც ფილმი ისე მინახავს თავიდან ბოლომდე, რომ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 10, 2017 წელი. 1:30pm —
3 კომენტარი
________________
ფილმებზე წერა მივატოვე ლოგიკური მიზეზის გამო - ფილმებს აღარ ვყურებდი და საწერიც გამომელია. გასულ weekend-ებზე ცოტა დრო გამომიჩნდა და დიდი ორჭოფობის მიუხედვად მაინც ვნახე ერთ-ერთი უახლესი ფილმი "ამაღლება" (Risen).
ფილმის რეჟისორია კევინ რეინოლდსი. ჟანრი კი ისტორიულ-მისტიური დრამა შეურჩიეს. იშვიათად, თითქმის არასოდეს ვუყურებ ქრისტეზე გადაღებულ ფილმებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 22, 2016 წელი. 10:54pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბოლო ორი ღამე ფილმებში არ მიმართლებს. მიუხედავად იმისა, რომ შერჩეულ თრილერ-დეტექტივებს მსოფლიო მოწონებები და რეიტინგები არ აკლდა. არც დასამახსოვრებელი დამრჩენია რამე და არც გასაზრდელი. ორ ფილმს მოგიყვებით ერთად.
პირველი იყო Snowpiercer (ქართულად თარგმნილი როგორც "თოვლს მიღმა"). პომიდვრებმა (Rotten Tomatoes 95%) და როჯერტ ებერტმა (Roger Ebert - 3.5/4) შემაცდინეს და…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 27, 2016 წელი. 11:00pm —
3 კომენტარი
________________
განსაკუთრებული კრიზისის დროს, ფილმებზე წერა შესანიშნავი გამოსავალი ყოფილა. არადა დასაწერის მეტი რა არის, აგერ დღეს ახალი წელია და სკოლა-ბაღებშის სწავლა იწყება, ერთი კარგი პოსტი განათლებაზე ურიგო არ იქნებოდა; ქუთაისში 60 000 სტუდენტისთვის უნივერსიტეტი უნდა აშენდეს და მშვენიერი ამბავია განხილვისთვის, მართლა გვჭირდება ის უნივერსიტეტი თუ არა?! წეღან ყური მოვკარი, ოთარ ეგაძე თეატრიდან გაუშვესო, ნეტავ რატომ?! ეკონომიკა, ეკოლოგია, განათლება,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 14, 2016 წელი. 6:27pm —
21 კომენტარი
________________
წარმატების ფენომენის განხილვა ჩემს ბლოგზე მაინცდამაინც ახალი ამბავი არ არის. რამდენჯერმე უკვე ჩავჯღაპნე იმის შესახებ, როგორ სხვადასხვაგვარად ესმით წარმატება ადამიანებს და ზოგჯერ რომელია უპირატესი წარმატება, როგორი უნდა იყოს წარმატებული და ა.შ. ის ფაქტი, რომ წარმატების რაობის კვლევებიც ტარდება, სადღაც ნათქვამი მაინც მექნება. მინიმუმ, ახლა რაც კარგად მახსენდება, ესაა ორი პოსტი წარმატებაზე, ერთი -…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 11, 2016 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დამრგვალებამდე, ჩემი ბლოგის პოსტებში ერთიღა რჩება და ამ ერთსაც ფილმებს მივუძღვნი და მერე ვნახოთ, საიუბილეოდ რამე სხვაზე დავწერ. თანამედროვე ინტერნეტს ხომ სქროლვის ინტერნეტი ჰქვია, ალბათ ყველა თქვენგანისთვის ცნობილია. ერთი, MySpace ცდილობს მისი სქროლვა სიგანეზე იყოს, მაგრამ საქართველოში მიმდევრები ვერა და ვერ გაიჩინა. აი, ქვემოთ სქროლვა კი ნამდვილად ადვილად მოვირგეთ. სქორლვა - ასეთი ფილმი მგონი ჯერ არ გადაუღიათ, მაგრამ ერთი ულამაზესი ქალის…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 28, 2016 წელი. 8:30pm —
2 კომენტარი
________________
ფილმებზე აქტიურ წერას თავისი ხიბლი აქვს, მკითხველი არ გეყოლება, მაგრამ საწერი არ გამოგელევა. განსაკუთრებით ახალი იდეების შესრულებას თუ შეუდგებით. როგორც წესი სერიალებზე არ ვწერ ხოლმე, მხოლოდ ერთხელ მოხვდა სერიალის განხილვა ჩემს ბლოგზე და ისიც არა სერიებად, არამედ მთელი სერიალის დასრულების შემდეგ მომინდა გამეზიარებინა განცდები და შთაბეჭდილებები, ვგულისხმობ ანარქიის შვილებისადმი მიძღვნილ პოსტს.
ახლა კი ვიწყებ ისეთ სერიალზე წერას,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 19, 2016 წელი. 11:30pm —
3 კომენტარი
________________
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•