ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება, ადამიანის ადგილი კი არსად არის ... ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის გმირს – გერმანელ ექიმს, საფრანგეთში რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. ახალ ბაბილონად ქცეულა ემიგრანტებისთვის პარიზი. რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან,რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ.ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი,რომლისკენაც სწრაფვა,ამავდროულად,გადარჩენისათვის ბრძოლას მოგვაგონებს. ფაშიზმისგან გაგიჟებული ევროპა თითქოს ტრიუმფალური თაღის ქვეშ მომწყვდეულა. ეს რომანი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს დიდ სიყვარულსა და არანაკლებ დიდ სიძულვილზე,რომლის წინააღმდეგ ბრძოლას მრავალი მარცხისა და გულისტკენის შემდეგაც არ უშინდება ნაწარმოების მთავარი გმირი. ... და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, "ტრიუმფალური თაღის" დასასრულს ომი მხოლოდ იწყება
სწორედ ასეთი შესავალი ჰქონდა წიგნს (სერიიდან "50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ") რომლის კითხვასაც რამდენიმე დღის წინ მოვრჩი. ადრეც მქონდა დაწყებული წიგნი მაგრამ არ ვიცი რატომ თავი დავანებე კითხვას ახლა კი ისევ მომინდა დამემთავრებინა და თავიდან შევუდექი წაკითხვას.
როგორც ყოველთვის (ყოველშემთხვევაში ხშირად) დღიურში წინასწარ ჩავწერე თუ რას ვფიქრობდი ამ წიგნზე... სწორედ ამის შემდეგ დავიწყე კითხვა. არ შემეძლო ისეთ გარემოში კითხვა, რომელიც დისკომფორტს შემიქმნიდა ან წაკითხვის სურვილს დამაკარგვინებდა, ამიტომკითხვისას გვერდით სულ მედო ცხელი ყავა, დღიური და წინ – დარ მინდოდა წიგნის კითხვა დამემთავრებინა... საოცრებაა.. რამდენიმე დღე ვმოგზაურობდი საერთოდ სხვაგან. სხვა ქვეყანაში, სხვა ადამიანების ირგვლივ, განვიცდიდი სხვების (თუმცა უკვე ჩემთვის ახლობლების!) ტკივილს, სევდას.. ირონიას... არ მინდოდა დამთავრება. ხანდახან ყველაფერი სხვანაირად მინდოდა... ჟოანს ვეჩხუბებოდი სულ... რავიკს სიყვარულით სავსე თვალებით ვუყურებდი გაშტერებული! დიურანს გაბრაზებული სახით... კეტს – თანაგრძნობის თვალებით ... კიდევ მინდოდა მათთან ერთად ყოფნა.. ახალი ისტორიები... ახალი განცდები... თუმცა წიგნი დავამთავრე. რა დამრჩა? თითქოს ის გამოცდილება რაც რავიკმა თავისი ცხოვრებით მიიღო მეც მივიღეო ისეთი განცდა დამრჩა. მისი ფიქრები, მისი ყოველი სიტყვა ჩემთვის.. არ ვიცი.. ძალიან ბევრის მასწავლებელია. დამრჩა კიდევ ერთი ადამიანი, ასე ვთქვათ იდეალი – რავიკი. არ ვიცი რამდენად გამომივა იმაზე ლაპარაკი რა მასწავლა ამ წიგნმა და რაზე დამაფიქრა. თუმცა მე კი თქვენ იმ ფრაზებს დაგიტოვებთ, რომელმაც სულამდე მოაღწია ჩემში და შემძრა..იდი ეკრანი, სადაც ჩემეულად შეთხზული გმირები მოქმედებდნენ.
ძან კარგიაა :)ყველამ ნახეთ
ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება,ადამიანის ადგილი კი არსად არის
ნამდვილად ძალიან კარგია...რემარკი საკეთესოთა შორის საუკეთესაოა....
რემარკი!!! – ეს ისეთი დონის მწერალია, რომლის სიღრმესაც ბევრი ვერ ჩაწვდება. ჩემი აზრით რემარკი არის უძლიერესი გერმანულ ლიტერატურულ კულტურაში, რემარკივით არავის შეეძლო გადმოეცა როგორია ნამდვილი ცხოვრება. არცერთი ლიტერატორის შემოქმედებაში არ მინახავს იმდენი ბრძნული და განუმეორებელი აზრი, რამდენიც რემარკის რომანებში!! იმ უამრავი მწერალიდან, რომელიც მე წამიკიტხავს და იმ რამოდენიმედან, რომლებსაც ჩემი საყვარელი მწერლები ქვიათ, ერიხ მარია რემარკი მუდამ იყო და იქნება პირველ ადგილზე…!!!
:) მეც ძალიან მომწონსს:)
ვიდრე ადამიანი ბედს არ ნებდება, ის თავის ბედზე უფრო ძლიერია.....;)
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია