სიყალბემ დანაღმა ჰაერი, ღრუბელი შმორდება,
გრძნობ, რომ ერთნაირად გბეზრდება ძილიც და სიფხიზლეც,
დგახარ ფანჯარასთან, მაინც სულს უბერავ ცხოვრებას,
რომელსაც, აწ უკვე, იოლად გადაცვლი სიკვდილზე.
ცაა და არცაა. სიჩუმის ლეჩაქი ახურავთ
ბავშვობის ეზოში თამაშით გაცვეთილ ბილიკებს,
ჩეროდან ნაცნობი ღიმილი გიყურებს მაცდურად,
ადრე შენ უცქერდი იმ ღიმილს მაცდურად, პირიქით.
დროა... და ყველაფერს თავისი დაექვას სახელი,
დაღვრემილ მთებიდან ერთგული ლანდები გიხმობენ,
ვეღარც ილუზია, თუ ვეღარც ის გრძნობა გახელებს,
რომელზეც ყოველთვის გულწრფელი თვალებით ფიქრობდი.
ხვდები, რა უზომოდ შორია ის სუნთქვა და ის გზაც,
რომელიც, რატომღაც, ყოველთვის აღწევდა შენამდე,
მუხლებმოკვეთილი კალამი ფურცელზე წაიქცა,
ალბათ, ამიტომაც, მარტივად ვეღარ წერ ვერაფერს.
იწვიმებს საცაა. სიშიშვლეს მალავენ ნერვები,
მზეს ელის ყვავილი გაშლილი ფოთლებით რაფაზე,
ცაა და არცაა. სიმშვიდეს არაფრით ნებდები,
დგახარ და სიტყვებით ტკივილთა სიღრმეებს აფასებ.
მომწონს თიკო, მაგარია, უბრალოდ რატომ არ არის ეს ლექსი პოეზიის ჯგუფში??? :) >>>> http://www.qwelly.com/group/poetry
ამ გვერდის არაფერი გამეგება და უბრალოდ მირჩევნია ასე დავპოსტო :)))
აჰა... გასაგებია... მეც ძალიან მარტივი რამ გირჩიე, როგორც აქ გამოაქვეყნე ისე გამოაქვეყნებდი იმ ბმულზე გადასვლის შემდეგაც... :) უბრალოდ ის არიეს პოეზიის ჯგუფი და უფრო "გაშინაარსებული" პოსტი გექნებოდა... :) :) :) :) :*
გავითვალისწინებ,მადლობა . ;)
პირიქით... მადლობა თქვენ გულისხმიერებისთვის... :) და ამ შესანიშნავი ლექსებისთვისაც... :*
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია