ერთი... ორი... ხუთი ... ნაბიჯებს ვითვლით. კიდევ ერთი გუბეა წინ, ესეც თუ "გადავცურეთ", ისე რომ არ დავსველდეთ, ჩვენთვისაც გადაიღებს წვიმა. შენი ლექსებისგან შეკოწიწებულ ქოლგას შენივე კარადის ბოლო თაროზე მივუჩენ ადგილს.

      დამიჯერე, გუბის იქით მარტოობის პროსპექტს მზის ამოსვლის ქუჩა შეცვლის. ცოტაც მოითმინე, მალე სულში ჩაგისახლდები, შენთან ავიშენებ ბუდეს ... ჩამოიფერთხე ეგ სევდა სახიდან, არ მინდა ამღვრეული თვალებით მიყურებდე, ვეღარ ვხედავ ჩემს ანარეკლს...

      გახუნებული მოგონებები დაფარფატებენ უკან, არ მიიხედო, გთხოვ. აღარ მოვიწამლოთ გულები წარსულში ქექვით. არ დაუშვა რომ დრომ სიცივე მომახუროს მხრებზე, ხელები მაგრად მომხვიე, მხოლოდ მაშინ დავიჯერებ რომ მეც ვუყვარვარ ღმერთს. დამაბრუნე უფალთან, თორემ მოგიკვდები იცოდე. კოცნით ამომიშრე ცრემლები თვალებიდან, აღარ მინდა ტირილი, ჩამიშავდა თვალები.

      მაინც რა ცელქი ხარ, თითქოს ვეღარ გიტევს სული, ერთი წამით არ ისვენებ და მეც აღარ მავიწყდება რომელ მხარეს მაქვს გული... არა, ნუ გწყინს, არ გსაყვედურობ, პირიქით, იხმაურე, იყვირე, მინდა ყველამ გაიგოს ჩემი გულიდან ამოხეთქილი შენი სიტყვები.

      ახლა შენს წინ ვდგავარ, მეუბნები რომ გიყვარვარ, მე კი თავი მაქვს დახრილი, წამწამებზე სიმორცხვეა ჩამოწოლილი, თითებით კაბის ბოლოს ვაწვალებ... შენ ყველაფერი იცი, აწითლებულმა ლოყებმა გამცეს. სიხარული შეერია სისხლს, მთელი სხეული შემოიარა, ყველა უჯრედით ბედნიერი ვარ. მიყურებ, იღიმი, მე კი მწყინს, მგონია რომ დამცინი, გაწვიმებას აპირებს გაბუტული ბავშვის თვალები... გულში მიხუტებ, მავიწყდება წყენა, სულ ყველაფერი მავიწყდება. ნახე ცისარტყელა დაიბადა, გამოიდარა...

      დღეს, ჩემთვის სამყაროს ოცნების სურნელი ასდის, გონება მერევა, შენს ლექსებში დავხეტიალობ გზააბნეული... სულაც არ მეშინია, ვიცი აქ არ დავიკარგები , მაინც ვიპოვი გზას, მოვალ და მარტოობაში გაყინულ ღამეებს ჩემი სუნთქვით გავათბობ. შენი ოთახის კუთხეში დავრგავ ნატვრის ხეს, მერე სახელსაც დავარქმევ...

      ვიცი ახლა გძინავს, მეც დავიძინებ, ამ წერილს კი როგორც ყოველთვის ბალიშის ქვეშ დავმალავ. გკოცნი დახუჭულ თვალებზე...

      გახსოვდეს, მოვა დრო და მარტო შენთვის ჩავიცვამ თეთრ სარაფანს, ჩამოვიშლი დაწნულ თმას და ფეხშიშველი გავივლი ზღვის ნაპირზე...

ნახვა: 495

ტეგები: anonymous, blog, cry, god, letter, love, poetry, qwelly, qwellyblog, ბალიში, მეტი...დამალული, ლექსები, საიდუმლო, სარაფანა, სიყვარული, ფეხშიშველი, ღმერთი, ცრემლი, წერილი, ხეტიალი

ლაშა: სექტემბერი 28, 2012||11:38pm

ეს გოგონა, თანდათან, გზადაგზა, პოსტდაპოსტ, უფროდაუფრო მომწონს... :)))))))) :*

tiko: სექტემბერი 28, 2012||11:45pm

)))... :* shevifereb da arafers vityvii : ))

თა _ მო: სექტემბერი 29, 2012||9:57am

dzalian-dzalian momwonebia:))))))bravoooo :)

ლაშა: იანვარი 8, 2013||1:05am

მეც კი მომწონებია თამუნ, მაგრამ დაიკარგა tiko :(

tiko: იანვარი 10, 2013||12:21am

megobrebo :* 17 ianvris mere aqtiurad viqnebi qwellze )))

ლაშა: იანვარი 10, 2013||12:31am

გელით თიკო, გელიიიიით... :) :) :) :) 

tiko: იანვარი 10, 2013||12:43am

madloba aseti yuradgebianebi rom xart :*

khatuna zitanishvili: აგვისტო 18, 2015||8:21pm

მომეწონა სამყაროს "ოცნებისსურნელადენა"

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters