გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები
მაგრამ ვარ გხედავ, როგორც სიცივეს!
გარეთ კი წვიმითსველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,
მე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე
და ხმაურს ვიწყებ....
გათავდა... აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე... სულში...
ნარბენი კაცის…
დაამატა diik kartozia_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 18, 2016 წელი. 4:30pm —
2 კომენტარი
________________
წყლიან სიბნელეში ერთდროულად
თვალი და ფოთოლი.
წარღვნის შიში, რომელიც ყველა
დროში ხელახლა იბადება.
გადარჩენილა სამყარო,
ნოეს თვალებში შეფრინდა მტრედი.
ციდან გადმოეშვა ცისარტყელა,
ფანჯრიდან ფარდა.
მოგონებას იქ უნდა ჩამოუარო,
სადაც დატოვე,…
დაამატა გიო_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 28, 2016 წელი. 2:00pm —
2 კომენტარი
________________
წამიერი აკორდები და მუსიკას აყოლილი სხეულები
რითმის განცდა და წყვილების ნელი ტანგო,
გაბნეული თითო ბგერა და დადგმული ვნების ვალის
მჩქეფარე და ემოციით სავსე ბედნიერი სახეები.
უღიმღამო ფერგასული, ცარიელი მაგიდები
გრძნობისაგან…
გაგრძელება
დაამატა ninikela_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 6, 2016 წელი. 12:30am —
3 კომენტარი
________________
ის, რაც მართლა ვარ, კიდეც მამჩნია,-
ქართლის სისხლი ვარ, ჩქეფით გართული,
მცირეა, მაგრამ რაც გამაჩნია,
თრიალეთივით მხოლოდ ქართული.
ხოდა,აქა ვარ, სხვაგან სად წავალ?!
მე ქვად დახვედრა მიჯობს სეტყვობას!
ხოლო ვინცა ვარ, ხოლო რაცა ვარ,
სადაც არა ვარ, იქაც მეტყობა"
კახა სულუაშვილი
დაამატა Beridze Khatia_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 27, 2016 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ქალავ გამამყევი!, ერთად შავიარათ,
მთაში მისავალი წვრილი ბილიკები,
ქალავ შემომხედე!, კიდევ დავინახო,
შენს ლამაზ სახეზე, ნაზი მიმიკები.
ქალავ გამამყევი!, მთა-გორებს განახებ,
განახებ ლამაზი ბუნების სიუხვეს,
განახებ იებს და განახებ ენძელებს
და ცაზე ლამაზად, მიბჯენილ ჭიუხებს.
ქალავ გამამყევი!, დაუყვეთ ხეობებს,
და დასასრული არ მივცეთ სიარულს,
ქალავ გამამყევი!, არაგვსაც ვუსმინოთ,
ხანდახან…
დაამატა რუსუდან ქსნისპირელი_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 15, 2016 წელი. 9:00am —
არ არის კომენტარები
_______________
თაკო მიყვარს მე, მასზე ვგიჟდები,
არ ვიცი რა ვქნა რომ იყოს ჩემი,
ანდა რომც იყოს მერე რაღა ვქნა?
ქუჩაში წელზე მოვხვიო ხელი?
სულ მასზე ვფიქრობ, სულ მასზე ვდარდობ,
დავლევ - ვურეკავ, ფხიზლად ვარ - ვდნები,
მინდა ვუყვარდე და არ ვუყვარვარ,
რით შევაყვარო მას თავი ჩემი?
საჩუქრებს ვჩუქნი, კომპლიმენტს ვამბობ,
კაფეში დამყავს, მის გვერძე ვჯდები,
სულ უკან დავზდევ, მის ჩანთას ვათრევ,
ის კი დამცინის, რა ვქნა…
დაამატა შანსო_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 11, 2016 წელი. 4:00pm —
1 კომენტარი
________________
ქარი დაძრწის, ქურდიც დაძრწის,
ანიავებს ორივე...
თუ ცხოვრება არ გასწორდა და
კაცი არ გამოსწორდა, აქარწყლებენ ორივე.
მშიერ სხეულში სუსტი სული თვალის სარკმლიდან იცქირება:
სადაა ეხლა ის მაძღარი სიყვარული?
მას ვერ დაიჭერს სარკლიდან სული,
დადის უსინდისო სიცივე,
აზრობს უსინდისოდ ყველაფერს,
არ სცხვენიათ ყვავილების,
არც ბალახის და არც…
დაამატა ნათელა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 3, 2015 წელი. 6:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მომნატრებია არიფანობა,
ჩვენი ლაღობა და ერთად ყოფნა.
სუფრა მწირი და გული უხვი,
ფინჯანში ყავა და მკითხაობა.
სჯა-მასლაათი ყოფნა-არყოფნის,
ჩვენი ოცნება და მონატრება,
ეჰ, იყოს ჩვენი არიფანობა,
იმ დროის ნახული თავისუფლება.
ისლით შეკრული გამოდგა ტივი,
კიდეც დაშალა ცხოვრების ღელვამ,
და სასწაულად გადავრჩით მაშინ
თუმცა გავრიყეთ ერთურთი…
დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 12, 2015 წელი. 9:00am —
არ არის კომენტარები
_______________
I
რატომ დამივიწყე მე, მარიამ,
რატომ დამივიწყე?
შენი კალთა ფოთლებით ივსება,
ხოლო მე კი თავს გუბეში ვრგავ.
ქუჩაში გდია მკვდარი,
ქარი ახურავს საბანს...
როცა მე გავჩნდი,
მთვარემ თმები ჩამოიშალა,
ხოლო ქალწულმა ვარსკვავებმა ტუჩზე იკბინეს,
ბებიაქალი ამტკიცებდა -- დაიბადაო!
შენ არ იყავი იქ, მარიან,
შენ არ დაგბრალდეს,
მე ქუჩაში მანქანა გამსრესს.
ესაა ქალაქი,
სადაც ადამიანს…
დაამატა თამარ ჯოჯუა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 26, 2015 წელი. 1:00pm —
2 კომენტარი
________________
ერთი... ორი... ხუთი ... ნაბიჯებს ვითვლით. კიდევ ერთი გუბეა წინ, ესეც თუ "გადავცურეთ", ისე რომ არ დავსველდეთ, ჩვენთვისაც გადაიღებს წვიმა. შენი ლექსებისგან შეკოწიწებულ ქოლგას შენივე კარადის ბოლო თაროზე მივუჩენ ადგილს.
დამიჯერე, გუბის იქით მარტოობის პროსპექტს მზის ამოსვლის ქუჩა შეცვლის. ცოტაც მოითმინე, მალე სულში ჩაგისახლდები, შენთან ავიშენებ ბუდეს ... ჩამოიფერთხე ეგ სევდა სახიდან, არ მინდა ამღვრეული თვალებით მიყურებდე,…
დაამატა tiko_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 18, 2015 წელი. 3:00pm —
8 კომენტარი
________________
როდესაც ასე ახლოა გრემი,
მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი,
რომ დაინახონ ჩემში ან ჩემით
რაღაც ახალი, სულმთლად ახალი.
და თუმცა გრემი არის ბებერი,
არის დაღლილი და დანგრეული,
მე მაინც მამღვრევს ეს სექტემბერი,
როგორც საყვარელ ქალის სხეული.
მე მაინც კეთილ ფიქრებით მავსებს
სახეგაპობილ კედლის ალმური
და უკვე ვიცი, რად მიყვარს ასე
ვაზიც, ჩუქურთმაც და სალამურიც.
მე ყველაფერი მომწონს და მიყვარს,…
დაამატა Oto_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 11, 2015 წელი. 1:30pm —
3 კომენტარი
________________
შენ მიხვდები, რომ დღეს
იანვრის ცა მეტია, ვიდრე
ადამიანთა ცრურწმენა
რომ თარსი რიცხვია ცამეტი;
ფერებს იცვლიან ცისარტყელები
და ცა მეტია, ფერებზე მეტი,
მზიან ლოლოებს მოვეფერებით,
ჩემს ფანჯარასთან რომ წასკდათ წვეთი,
ზამთრის დარიან ამინდს ტირიან.
სიცივემ იკლო თებერვლის ცამეტს,
ჭადარი იფხანს ტოტებს ტილიანს,
კვირტებსაც ცა მეტს გვპირდება, ცა – მეტს.
მარტი ახლოა,…
დაამატა მარი_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 6, 2015 წელი. 9:00pm —
5 კომენტარი
________________
სიზმარში აფხაზეთი ვნახე,
წუხელ სოხუმში ვიყავი თითქოს,
ვაიმე, ვისაც კი დავუძახე
ხმა არავინ გამცა და ვერავინ მიცნო,
ხმა მაღლა ვეძახდი ჩემს სიჭაბუკეს
არავინ ისმენდა ჩემს გულწრფელ ძახილს
მერცხალს დანგრეოდა ერდოზე ბუდე,
ხარივით ბღაოდა ჩემი ხის სახლი
ჭიშკარს მივაწექი და ვეღარ გავაღე,
უნდობლად მიცქერდა ეზო
ცრემლი მორეოდა სისხლისფერ ვარდებს,
ასე უბრალოდ და უმიზეზოდ…
დაამატა ალექსანდრე ბებია_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 18, 2015 წელი. 8:00pm —
2 კომენტარი
________________
რომ დაინახო და გაგიხარდეს,
რაღაცა მაინც უნდა გიყვარდეს.
რაღაცა მაინც უნდა გჯეროდეს -
ნაძალადევად რომ არ მღეროდე.
ტყუილუბრალოდ რომ არ იღწვოდე -
რაღაცა მაინც უნდა იცოდე,
რაღაცა მაინც უნდა გახსოვდეს -
რომ არ დანებდე მტერს არასოდეს.
დაამატა mariam wiklauri_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 9, 2015 წელი. 1:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
- უფალო მისმენ?
- გისმენ
- დაჩოქილი გთხოვ მომეცი ძალა,
მომეცი ძალა, რომ გავუმკლავდე,
ამ დიდ სიყვარულს გულში რომ ვმალავ,
გული სწრაფად ძგერს უფალო გესმის?
გული რომ მტკივა რატომ არ მშველი?
ღმერთო, მომხედე სული მიკვდება,
ტანჯვით რომ ვკვდები ნუთუ არ გესმის?
ღმერთო, ვერ გხედავ, სადა ხარ ნეტა?
თვალთ დამიბნელდა, უფალო, ვკვდები?
სიყვარული მკლავს…
დაამატა nino geldiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 7, 2015 წელი. 3:00am —
5 კომენტარი
________________
ჩვენ, პოეტები
ვემსგავსებით თანდათან ჭოტებს
ღამის ჩრდილივით მარტონი ვართ
ამ სამყაროში
თუმცა ეს არის ჩვენთვის შვება
ფიქრებს ვამეფებთ
სიტყვიერება არის ჩვენი რითმა, ნოტებით...
ჩვენ, პოეტები
ვეძებთ რაღაც უკიდეგანოს
ამ სამყაროში რომ…
დაამატა KuLuLa_მ!
თარიღი/დრო: მაისი 14, 2015 წელი. 9:30pm —
1 კომენტარი
________________
ჩემს ქუჩაზე ცხოვრობს ერთი ძალიან საყვარელი მოხუცი ბაბუა, რომელიც ყოველ დილით თავის შვილიშვილ გოგონას სკოლაში აცილებს ხოლმე. დღეს დილითაც (როგორც თითქმის ყოველ დილით) მათთან ერთად მომიხდა ქუჩის რაღაც ნაწილის გავლა და მათ მორიგ ძალიან საინტერესო საუბარსაც შევესწარი უნებლიედ:
შვილიშვილი (პატარა გოგონა, შავი, გრძრელი ჩაწნული თმით და ეშმაკუნა შავი თვალებით) ეკითხება ბაბუამისს:
- ბაბუ შენ რომ უნივერსიტეტში ჩააბარე ბევრი გამოცდა…
დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: მაისი 12, 2015 წელი. 9:30pm —
3 კომენტარი
________________
სიყალბემ დანაღმა ჰაერი, ღრუბელი შმორდება,
გრძნობ, რომ ერთნაირად გბეზრდება ძილიც და სიფხიზლეც,
დგახარ ფანჯარასთან, მაინც სულს უბერავ ცხოვრებას,
რომელსაც, აწ უკვე, იოლად გადაცვლი სიკვდილზე.
ცაა და არცაა. სიჩუმის ლეჩაქი ახურავთ
ბავშვობის ეზოში თამაშით გაცვეთილ ბილიკებს,
ჩეროდან ნაცნობი ღიმილი გიყურებს მაცდურად,
ადრე შენ უცქერდი იმ ღიმილს მაცდურად, პირიქით.
დროა... და ყველაფერს თავისი დაექვას…
დაამატა tiko_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 17, 2015 წელი. 4:00pm —
5 კომენტარი
________________
ყველაფერმა კარგად ჩაიარა მე აღარ ვჩერდებოდი ვყვებოდი ლექსებს, თან ეს ისეთი თბილი და რაღაცნაირი იყო კოცონის ფონზე რომ სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ბლოკნოტებიც ვაშუქეთ ბავშვებს და იმ ბლოკნოტებშ ჩაწერილი ლექსები წაიკითხეს ბავშვებმა. ეს მართლაც საინტერესო იყო. კიდევ გვექნება მსგავსი საღამოები…
გაგრძელება
დაამატა giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 17, 2014 წელი. 5:00pm —
1 კომენტარი
________________
მე არ მიყვარს ჩემი დამალული მტრები
და ომისთვის გაშვებული მტრედები,
მე არ მიყვარს ბედნიერი წლები,
სიკვდილის წინ დაღვრემილი გედები.
მე არ მიყვარს ცინიკური ნათქვამი,…
დაამატა ani jashi_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 12, 2014 წელი. 1:00am —
არ არის კომენტარები
_______________
2026
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
© 2026 George.
•