ჯერ ბაკალავრებს არ დაუმთავრებიათ ქუდის სროლისგან მიღებული ემოციების გადმოფრქვევა და ფოტოებზე აღბეჭდვა, რომ ილიაუნმა უკვე მაგისტრების ქუდსროულობაც დააანონსა.
მოკლედ, ბაკალავრებისგან განსხვავებით, მაგისტრების და უფრო ზე-განათლებული ადამიანების მანტიებით შემოსვის, მილოცვის და სხვა სიკეთეების ადგილი არა ილიაუნის A კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, არამედ ბოტანიკური ბაღი (ეტყობა ბოტანიკოსების, ეკოლოგების, მეტყევეების და სხვა ბუნებისმოყვარეთა დიდ პარტიას უშვებს ილიაუნი) აღმოჩნდა.
აი, რას წერენ ილიაუნის ოფიციალურ ვებ გვერდზე:
5 ივლისს, 19:00 საათზე, გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014 წლის მაგისტრების გამოსაშვებ ცერემონიაზე.
ღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია.
ტრადიციულად, წელსაც ჩავატარეთ კონკურსი და გამოვლინდა გამარჯვებული კურსდამთავრებული, რომელიც გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვა.
ცერემონიას სტუმრის სტატუსით ეწვევა კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი, კრიტიკოსი გიორგი (გოგი) გვახარია.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი მაგისტრებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით - ქუდების ცაში აყრით დასრულდება.
ცერემონიას მუსიკალურად გააფორმებენ ილიაუნის მუსიკის ცენტრის ჯაზ-ვოკალის კურსის სტუდენტები (ხელმძღვანელი ირინე ებრალიძე)
დრო: 5 ივლისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ბოტანიკური ბაღი
და ბოლოს მოპატიშებისთის - გელოდებით_ო მიაწერეს!
ახლა ჩემი შემოთავაზება იმაში მდგომარეობს - ამ Graduation_ზეც რომ წავიდე და ქუდები ავყარო, მითომ ვინმე რამეს მეტყვის?! ☺
მსურველები გამომეხმაურეთ კომენტარებში! ☺
ტეგები: Graduation, Iliauni, MA, Qwelly, აღნიშნვა, ბოტანიკური, დამთავრება, ზეიმი, ილიაუნი, მაგისტრატურა
მაგისტრებმაც ის ყველასათვის "საყვარელი" მანტიები და ქუდები უნდა ჩაიცვან და დაიხურონ, თუ ცოტა მეტს გაიმეტებენ?
ჩემო ქეთევანო, ჩემი დუკვირვებელი და ძალიან სუბიექტური აზრია, მაგრამ შესაძლოა სიმართლე აღმოჩნდეს.
ამ ფოტოალბომს თუ გადახედე (http://www.qwelly.com/photo/albums/graduation-ilia-state-university) ალბათ შეამჩნიე, რომ ზოგიერთის ქუდი და მანტია, შედარებით უკეთესი ხარისხისა იყო, თანდართული ლოგოთი და სხვა სიკეთეებით. ვფირქრობ, ეს სწორედ მაგისტრების მანტიებია რომელიც წინასწარ ითხოვეს მომავალ მაგისტრებთან დაახლოებულმა ბაკალავრებმა :) დაველოდოთ მოვლენების განვითარებას :)
Keti_მ თქვა:
მაგისტრებმაც ის ყველასათვის "საყვარელი" მანტიები და ქუდები უნდა ჩაიცვან და დაიხურონ, თუ ცოტა მეტს გაიმეტებენ?
არაა მაგისტრებიდან არ უთხოვებიათ გაუმართლათ და ეგეთები შეხვდათ :D :D
ფიქრია შაქარიშვილი ე.ი. მე მომატყუეს როცა მითხრეს რომ ყველას ერთნაირები გვაქვსო :D
P.S. ხომ არ იცი ვის უნდა მივწერო მანტიის დაგვიანებით ჩატანასთან დაკავშირებით? :) ორშაბათს რომ ჩავიტანო :))
ფიქრია შაქარიშვილი_მ თქვა:
არაა მაგისტრებიდან არ უთხოვებიათ გაუმართლათ და ეგეთები შეხვდათ :D :D
აშკარად მოგატყუეს ლაშა :D უიი მაგდენი აღარ ვიციი.აი მაილი რო მოგვწერეს მანტიებზე იქ თუ მიწერ და მერე იმედს იქონიებ რომ გაგცემენ პასუხს :D
ე.ი. ვინც მე არ მატყუებს ზის და ტირისო ამაზეა ნათქვამი რა :D :)) მაილის იდეისთვის მადლობა ♥
ფიქრია შაქარიშვილი_მ თქვა:
აშკარად მოგატყუეს ლაშა :D უიი მაგდენი აღარ ვიციი.აი მაილი რო მოგვწერეს მანტიებზე იქ თუ მიწერ და მერე იმედს იქონიებ რომ გაგცემენ პასუხს :D
Kakha ანაქსიმანდრე და გიგა საიდან სადაო?? :D რაც შეეხება ლოგოიან ქუდს, გადავწყვიტე ყულაბაში მოვაგროვო თანხა, რათა შემდეგ ლიგამუსში შევიძინო ილიაუნის გერბი და ქუდზე მივიმაგრებ :D
Kakha_მ თქვა:
დაიცადე სად გეჩქარება, მოვა მაგის დროც :D მაშინაც მგონი ისევ ლოგოს გარეშე იქნება შენი ქუდი :D
გიგა რამეს მოიფიქრებს, ჰო იცი მაგას კიტა აბაშიძეზე და ანაქსიმანდრეზე აბოდებს, სტიქიონების ლოგო იქნება მგონი :D
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•