ჯერ ბაკალავრებს არ დაუმთავრებიათ ქუდის სროლისგან მიღებული ემოციების გადმოფრქვევა და ფოტოებზე აღბეჭდვა, რომ ილიაუნმა უკვე მაგისტრების ქუდსროულობაც დააანონსა.

მოკლედ, ბაკალავრებისგან განსხვავებით, მაგისტრების და უფრო ზე-განათლებული ადამიანების მანტიებით შემოსვის, მილოცვის და სხვა სიკეთეების ადგილი არა ილიაუნის A კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, არამედ ბოტანიკური ბაღი (ეტყობა ბოტანიკოსების, ეკოლოგების, მეტყევეების და სხვა ბუნებისმოყვარეთა დიდ პარტიას უშვებს ილიაუნი) აღმოჩნდა.

აი, რას წერენ ილიაუნის ოფიციალურ ვებ გვერდზე:

5 ივლისს, 19:00 საათზე, გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014 წლის მაგისტრების გამოსაშვებ ცერემონიაზე.

ღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია.

ტრადიციულად, წელსაც ჩავატარეთ კონკურსი და გამოვლინდა გამარჯვებული კურსდამთავრებული, რომელიც გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვა.

ცერემონიას სტუმრის სტატუსით ეწვევა კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი, კრიტიკოსი გიორგი (გოგი) გვახარია.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი მაგისტრებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით - ქუდების ცაში აყრით დასრულდება.

ცერემონიას მუსიკალურად გააფორმებენ ილიაუნის მუსიკის ცენტრის ჯაზ-ვოკალის კურსის სტუდენტები (ხელმძღვანელი ირინე ებრალიძე)

დრო: 5 ივლისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ბოტანიკური ბაღი

და ბოლოს მოპატიშებისთის - გელოდებით_ო მიაწერეს! 

ახლა ჩემი შემოთავაზება იმაში მდგომარეობს - ამ Graduation_ზეც რომ წავიდე და ქუდები ავყარო, მითომ ვინმე რამეს მეტყვის?! ☺ 

მსურველები გამომეხმაურეთ კომენტარებში! ☺

ტეგები: Graduation, Iliauni, MA, Qwelly, აღნიშნვა, ბოტანიკური, დამთავრება, ზეიმი, ილიაუნი, მაგისტრატურა

ნახვა: 846

გამოხმაურებები!

მაგისტრებმაც ის ყველასათვის "საყვარელი" მანტიები და ქუდები უნდა ჩაიცვან და დაიხურონ, თუ ცოტა მეტს გაიმეტებენ?

ჩემო ქეთევანო, ჩემი დუკვირვებელი და ძალიან სუბიექტური აზრია, მაგრამ შესაძლოა სიმართლე აღმოჩნდეს.

ამ ფოტოალბომს თუ გადახედე (http://www.qwelly.com/photo/albums/graduation-ilia-state-university) ალბათ შეამჩნიე, რომ ზოგიერთის ქუდი და მანტია, შედარებით უკეთესი ხარისხისა იყო, თანდართული ლოგოთი და სხვა სიკეთეებით. ვფირქრობ, ეს სწორედ მაგისტრების მანტიებია რომელიც წინასწარ ითხოვეს მომავალ მაგისტრებთან დაახლოებულმა ბაკალავრებმა :) დაველოდოთ მოვლენების განვითარებას :) 

Keti_მ თქვა:

მაგისტრებმაც ის ყველასათვის "საყვარელი" მანტიები და ქუდები უნდა ჩაიცვან და დაიხურონ, თუ ცოტა მეტს გაიმეტებენ?

არაა მაგისტრებიდან არ უთხოვებიათ გაუმართლათ და ეგეთები შეხვდათ :D :D

ფიქრია შაქარიშვილი ე.ი. მე მომატყუეს როცა მითხრეს რომ ყველას ერთნაირები გვაქვსო :D 

P.S. ხომ არ იცი ვის უნდა მივწერო მანტიის დაგვიანებით ჩატანასთან დაკავშირებით? :) ორშაბათს რომ ჩავიტანო :)) 

ფიქრია შაქარიშვილი_მ თქვა:

არაა მაგისტრებიდან არ უთხოვებიათ გაუმართლათ და ეგეთები შეხვდათ :D :D

აშკარად მოგატყუეს ლაშა :D უიი მაგდენი აღარ ვიციი.აი მაილი რო მოგვწერეს მანტიებზე იქ თუ მიწერ და მერე იმედს იქონიებ რომ გაგცემენ პასუხს :D

ე.ი. ვინც მე არ მატყუებს ზის და ტირისო ამაზეა ნათქვამი რა :D :)) მაილის იდეისთვის მადლობა ♥

ფიქრია შაქარიშვილი_მ თქვა:

აშკარად მოგატყუეს ლაშა :D უიი მაგდენი აღარ ვიციი.აი მაილი რო მოგვწერეს მანტიებზე იქ თუ მიწერ და მერე იმედს იქონიებ რომ გაგცემენ პასუხს :D

Kakha ანაქსიმანდრე და გიგა საიდან სადაო?? :D რაც შეეხება ლოგოიან ქუდს, გადავწყვიტე ყულაბაში მოვაგროვო თანხა, რათა შემდეგ ლიგამუსში შევიძინო ილიაუნის გერბი და ქუდზე მივიმაგრებ :D 

Kakha_მ თქვა:

დაიცადე სად გეჩქარება, მოვა მაგის დროც :D  მაშინაც მგონი ისევ ლოგოს გარეშე იქნება შენი ქუდი :D

გიგა რამეს მოიფიქრებს, ჰო იცი მაგას კიტა აბაშიძეზე და ანაქსიმანდრეზე აბოდებს, სტიქიონების ლოგო იქნება მგონი :D

RSS

ბლოგ პოსტები

FC 26 Coins Strategy Breakdown: How to Master Gameplay Mechanics and Tactics

გამოაქვეყნა HrBrenda_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 5:01am 0 კომენტარი

EA Sports FC 26 brings a whole new level of depth and excitement to the world of football gaming. With enhanced graphics, more fluid gameplay mechanics, and advanced strategic elements, this installment of the franchise challenges players to think… გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters