ალექსანდრიაში, IV საუკუნის მიწურულს დაიბადა წმინდა ანატოლი, მომავალი პატრიარქი კონსტანტინოპოლისა. ახალგაზრდობაში ფილოსოფიურ სწავლებებით იყო გატაცებული, მოგვიანებით კი ცხოვრება ქრისტეს დაუკავშირდა და საღმრთო მსახურება ირჩია. ჯერ კიდევ დიაკვანი იყო, როდესაც კირილე ალექსანდრიელის თანმხლებთა შორის მოხვდა მსოფლიო საეკლესიო III კრებაზე, ეფესოში (431წ.). ამ კრებაზე ქრისტეს ეკლესიამ ნესტორის ცრუსწავლება დაგმო.
კრებიდან 13 წლის შემდეგ, კონსტანტინოპოლის მთავარე ტიტული ტახტი დიოსკორემ დაიკავა, რომელიც ცნოიბილი იყო თავის მწვალებლობით. იგი ევტიქის ერესების ერთგული მიმდევარი გახლდათ, რაც გულისხმობდა იმას, რომ კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი აღიარებდა, თითქოს ქრისტეს ღმრთაებრივმა ბუნებამ მაცხოვრის ადამიანური ბუნება სრულიად შთანთქა. ეს ცრუსწავლება არყევდა თვით საძირკველს ეკლესიის სწავლებისა კაცობრიობის გამოხსნისა და გამოსყიდვის შესახებ. დიოსკორე ამაზე არ გაჩერებულა, მან, 449 წელს ეფესოში მოიწვია ერეტიკული კრება, რომელიც ისტორიაში "ავაზაკთა კრების" სახელით შევიდა. მწვალებელთა ამ თავყრილობამ, რომელსაც თვით იმპერატორმაც დაუჭირა მხარი, ტახტიდან ჩამოაგდო და ხარისხი აჰყარა მართლმადიდებლობის ერთგულ დამცველს, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ფლაბიანეს.
დაქვრივებული კათედრაზე წმიდა ანატოლი იქნა აღსაყდრებული და დიდი მოშურნეობით შეუდგა ბრძოლას მართლმადიდებლური სწავლების სიწმიდის დასაცავად. უკვე 450 წელს კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე ნეტარმა მღვდელმთავარმა დაგმო ევტიქისა და დიოსკორეს ერეტიკული სწავლებანი. დევნილობაში აღსრულებული აღმსარებელი პატრიარქი - ფლაბიანე წმიდანად შეირაცხა, მისი ნეშტი კი დედაქალაქში გადაასვენეს. მომდევნო, 451 წელს პატრიარქ ანატოლის მონაწილეობით ქალაქ ქალკედონში შედგა IV მსოფლიო კრება, რომელმაც ქრისტოლოგიური დოგმატის ამომწურავი სარწმუნოებრივი განსაზღვრება დაადგინა.
ტეგები: 16 ივლისი, თვენი, ივლისი, პატრიარქი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•