ტოლმა - თურქული წარმოშობის კერძად ითვლება, თუმცა მეზობელ ქვეყნებს შორის სამზარეულო დავის მიზეზი ხშირად გამხდარა...

სომხები ამბობენ ტოლმა ჩვენიაო - აბა ქართველი ვერ მოიფიქრებდა კომბოსტოში ხორცი დაემალაო...

ქართველები ამბობენ ტოლმას ვაზის სამშობლო მოიგონებდაო...

... მაგრამ ... 

ქველინარია-ს რეცეპტით ტოლმა ზე-ეროვნულია...

თავად გასინჯეთ!

 this photo about recipes | ტოლმა ქველინარია | qwellynaria | tolma | კულინარია| ტოლმის მომზადება | ტოლმის გაკეთება | როგორ გავაკეთოთ ტოლმა | ტოლმა მომზადება | ტოლმა ქველინარია

 

შემადგენლობა:

  1. 400 გრამი საქონლის ხორცის ფარში
  2. 400 გრამი ღორის ხორცის ფარში
  3. 1 ცალი კომბოსტო (მოზრდილი თავი)
  4. 150 გრამი ბრინჯი
  5. 3 ცალი ხახვი
  6. 3 კბილი ნიორი
  7. 10 გრამი ნიახური
  8. 10 გრამი ქინძი
  9. 10 გრამი ოხრახუში
  10. 10 გრამი რეჰანი
  11. 2 სუფრის კოვზი პამიდვრის პასტა
  12. გემოვნებით წიწაკა მწარე
  13. გემოვნებით მარილი

 

მომზადების წესი:

  • ხახვი, ნიორი, ნიახური, ქინძი, რეჰანი, ოხრახუში და წიწაკა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  • სასალათეში მოათავსეთ საქონლის და ღორის ფარში.
  • დაუმატეთ გარეცხილი ბრინჯი, გატარებული მწვანილები, ხახვი, ნიორი, წიწაკა და კარგად აურიეთ ერთმანეთში.
  • კომბოსტო გარეცხეთ და თავთან ჩაჭერით ოთხკუთხედად.
  • ნახევარდ გაავსეთ ქვაბი წყლით და აადუღეთ. ჩადეთ კომბოსტო და გააჩერეთ 4-5 წუთი.
  • ამოიღეთ კომბოსტო წყლიდან და ფრთხილად მოაცალეთ ფურცლები.
  • კომბოსტოს ფურცლებს მოათალეთ გამაგრბული ფურცლის ყუნწის ღერო.
  • კომბოსტოს ფურცლებში მოათავსეთ გამზადებული შიგთავსი და გადაახვიეთ.
  • გადახვეული ტოლმები ჩაალაგეთ ქვაბში, ტოლმებს დაადეთ დიდი თეფში და ზევიდან სიმძიმე, რომ ტოლმა ზემოთ არ ამოიწიოს.
  • დაასხით წყალი იმდენი, რომ ტოლმა დაიფაროს! შედგით საშუალო ცეცხლზე და მოხარშეთ 20-25 წუთის განმავლობაში.
  • დაუმატეთ პომიდვრის პასტა, მარილი და ხარშეთ კიდევ 10 წუთი.
  • მომზადებული კერძი გადმოიღეთ ლანგარზე და მიირთვით ცხლად.

ტეგები: Qwellynaria, ბრინჯიანი, თურქეთი, კომბოსტო, კულინარია, რეცეპტი, ტოლმა, ქველინარია, ხორციელი

ნახვა: 2793

გამოხმაურებები!

რატომ გიყვართ ამ ბიჭებს ეს ხორცები და ჩაშუშულ ჩაქაპული რაღაცეები ? :D :D 

Kakha_მ თქვა:

ნუ ვიდავებთ ტოლმის წარმოშობაზე, ისე თურქებს რა უნდათ ტოლმასთან?? მაგათი შაურმაც კი ეჭვის ქვეშ დგას:D  რაც მთავარია ვიცით ჩაქაფულის წარმოშობა :)))

http://www.qwelly.com/group/qwellynaria/forum/topics/qartlkaxuricha...

ბროოლ არ იციან მაგათ გემრიელი სალათების ფასი :D :D

Brolika Qiqava_მ თქვა:

რატომ გიყვართ ამ ბიჭებს ეს ხორცები და ჩაშუშულ ჩაქაპული რაღაცეები ? :D :D 

Kakha_მ თქვა:

ნუ ვიდავებთ ტოლმის წარმოშობაზე, ისე თურქებს რა უნდათ ტოლმასთან?? მაგათი შაურმაც კი ეჭვის ქვეშ დგას:D  რაც მთავარია ვიცით ჩაქაფულის წარმოშობა :)))

http://www.qwelly.com/group/qwellynaria/forum/topics/qartlkaxuricha...

გეთანხმები ქეთი რა ჯობს გემრიელად გაკეთებულ სალათს რა სამწუხაროა რომ დღეს მეც შემწვარი ქათმის ჭამა მომიწევს :(( :D ვინეგრედის სალათი მინდა :(( 

Keti_მ თქვა:

ბროოლ არ იციან მაგათ გემრიელი სალათების ფასი :D :D

Brolika Qiqava_მ თქვა:

რატომ გიყვართ ამ ბიჭებს ეს ხორცები და ჩაშუშულ ჩაქაპული რაღაცეები ? :D :D 

Kakha_მ თქვა:

ნუ ვიდავებთ ტოლმის წარმოშობაზე, ისე თურქებს რა უნდათ ტოლმასთან?? მაგათი შაურმაც კი ეჭვის ქვეშ დგას:D  რაც მთავარია ვიცით ჩაქაფულის წარმოშობა :)))

http://www.qwelly.com/group/qwellynaria/forum/topics/qartlkaxuricha...

ვფიქრობ საქართველოსა და შაურმასთან საქმე ისეა, როგორც ბრაზილიასა და ფეხბურთს შორის. ))) 

ვაზის ფოთლისა სჯობს! 

RSS

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters