იუდეი ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდა ერთი ღვთისმოსავი ოჯახი - დავითის სამეფო გვარის ჩამომავალი იოაკიმე და მისი მეუღლე, ლევიტელთა ტომიდან - ანა. წმიდა იოაკიმე, თავისი შრომის ნაყოფს სამად ჰყოფდა: ერთ ნაწილს ღმერთს სწირავდა - უფლის საკურთხეველთან მიჰქონდა, მეორეს გლახაკებს უნაწილებდა და მხოლოდ მესამედს იტოვებდა თავისი სახლეულობის შესანახად.
ღვთისადმი უდიდესი შიშისა, კრძალვისა და სიყვარულის მიუხედავად, იოაკიმე და ანა უშვილონი იყვნენ, რაც ძველი აღთქმის პერიოდის საზოგადოებაში, ღვთისგან მოვლენილ უმძიმეს სასჯელად ითვლებოდა. წმიდა იოაკიმეს სჯული აძლევდა უფლებას, რომ ბერწობის გამო მეუღლე გაეშვა და სხვა შეერთო, მაგრამ სულიერად ის სჯულზე მაღლა იდგა.
იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს უფლის წინაშე, რომ თუკი მათ შვილი შეეძინებოდათ, მას აუცილებლად უფლის სამსახურში ამყოფებდნენ. წმინდა ოჯახის გულმხურვალე ლოცვა ისმინა ღმერთმა და იოაკიმესა და ანასგან იშვა " პალატი ცათა მეუფისა" - ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი. წმინდა ანდრია კრიტელის კანონში ვკითხულობთ:
"ყოვლად ბრძნისა ანნაჲს ფრიადი იგი მწუხარებითა განლეულებაჲ და მეუღლისა მისისა იოვაკიმის უშვილოებისათჳს გლოვაჲ და ზოგადი ორთავე ბერწობაჲ დაჰჴსნა და უჩინო-ყო. და მოწყალე ექმნა ვედრებათა მათთა და მისცა ბერწსა ნაყოფი წინასწარ ხარებული და თესლთა მიერ ლოცვისათა აღმოცენებული ქალწული, ხოლო იოვაკიმს - მორჩი სასოებითა ზესთა აღმატებული და ესრედ ყუავილოვან-ყო შვილიერებითა ქუეყანაჲ იგი განჴმელი უშვილოებისა გუალვითა"
გახარებული მშობლები სამი წელი ზრდიდნენ ღვთისგან ბოძებულ ასულს, შემდეგ კი, დადებული აღთქმის თანახმად, იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და უფალს შესწირეს.
წმიდა იოაკიმემ ამის შემდეგ, ღვთის ნებით, სულ რამდენიმე წელი იცოცხლა და, ოთხმოც წლის ასაკს მიღწეული, მშვიდობით მიიცვალა. მეუღლის მიცვალების შემდეგ ანა იერუსალიმში გადასახლდა და ტაძართან, თავისი ასულის სიახლოვეს ცხოვრობდა. მალე, ორ წელიწადში, ისიც მიიცვალა - სამოცდაცხრამეტი წლის ასაკში.
ქრისტეს ეკლესიამ მათი ხსენების თარიღი დაადგინა ღმრთისმშობლის შობის მეორე დღეს - ნიშნად უდიდესი მოწიწებისა, პატივისცემისა და მადლიერებისა.
ტეგები: 22 სექტემბერი, Qwellyland, თვენი, სექტემბერი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
ივლისი 23, 2025 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – Dubai - United Arab Emirates
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•