ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი გემის - ”წმ. ილიას” პირველი ექსპედიცია 19-22 ოქტომბერს ჩატარდა. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ საინჟინრო და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტების პროფესორები, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და ეკოლოგიის ინსიტუტუტების მკვლევარები.
რამდენიმე დღის განმავლობაში ფოთიდან სარფამდე შავი ზღვის შელფის მძლავრი სონარით სკანირება ხდებოდა. სონარი წარმოადგენს ფსკერქვეშა პროფილირების და ფსკერის ზედაპირის სკანირების კომბინირებულ სისტემას.
მოქმედების პრინციპი შემდეგია: სონარი ასხივებს სხვადასხვა სიხშირის აკუსტიკურ ტალღებს, რომლებიც ერთის მხრივ აღწევენ ფსკერზე დალექილ ქანებში რამოდენიმე ათეულ მეტრამდე სიღრმეში, ხოლო მეორე ნაწილი იშლება ფსკერის დაახლოებით 500 მეტრიან ზოლზე საიდანაც აირეკლება. არეკლილი ტალღების რეგისტრაცია და მიღებული სურათის ვიზუალიზაცია რეალურ დროში, სპეციალური პროგრამის საშუალებით ხდება. სონარი იძლევა როგორც ჰორიზონტული ზედაპირის რელიეფის გამოსახულებას, ასევე სიღრმისეულ ჭრილებს.
მდ. ნატანების შესართავის სიახლოვეს, მკვლევარებმა უცნაური ფორმის მქონე წარმონაქმნები შენიშნეს. კომპიუტერის მონიტორზე გამოჩნდა ბადისებრი სტრუქტურა, შედგენილი ოთხკუთხედი ფორმის ობიექტებით, რომელთა გვერდების სიგრძე საშუალოდ 10X10-ზე მეტრია. და, რადგან ბუნებაში მსგავსი ფორმები თითქმის არ გვხვდება, გამოითქვა ვარაუდი, რომ საქმე უძველეს დასახლებასთან გვაქვს, რომელიც შავი ზღვის დონის აწევის შემდეგ ნაპირიდან დაახლოებით 1.5-2 კმ-ის დაშორებით 22-25 მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა. საკვლევი უბნის საერთო ფართი რამოდენიმე ჰექტარს მოიცავს. მკვლევარებმა ამ ადგილიდან დაახლოებით 10 კილომეტრით ჩრდილოეთით, მდ. წყალწმინდას შესართავთან რამოდენიმე ცალკე მდგომ ოთხკუთხედის ფორმის ფორმაციასაც მიაგნეს, ყველაზე მკაფიოდ გამოკვეთილი „შენობის“გვერდების სიგრძე 12-13 მეტრია და იგი ნაპირიდან დაახლოებით 1.2 კმ-ში 30 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. აღნიშნავია, რომ ამ მოცულობის არტეფაქტი არა მარტო არ არის აღმოჩენილი შავი ზღვის ფსკერზე, არამედ, მსოფლიო მასშტაბითაც ძალიან იშვიათია.
მეორე დღეს აღნიშნული უბნები კიდევ ერთხელ გადამოწმდა სონარით და მყვინთავების მიერ. როგორც გამოირკვა, ობიექტები ქვიშის რამდენიმე მეტრის სიღრმის ფენით არიან დაფარულნი. ახლო მომავალში დაგეგმილია ობიექტების სხვა გეოფიზიკური მოწყობილებებით შესწავლა და არქეოლოგიური სამუშაოების დაგეგმვა.
უახლესი გამოკვლევები სულ უფრო ამკვიდრებს ვერსიას, რომ შავი ზღვა ოდესღაც მტკნარი ტბა იყო. ბოლო გამყინვარების დამთავრების შემდეგ, მყინვარების დნობის შედეგად მსოფლიო ოკეანის დონე აიწია. (აქ ანიმაციას ვეცდები) ხმელთაშუა ზღვამ, ისევე როგორც როგორც ოკეანეებმა განიცადა ტრანსგრესია და დაახლოებით 7.500 წლის წინათ ბოსფორის სრუტის გავლით, რომელიც მანამდე ბუნებრივი ჯებირის ფუნქციას ასრულებდა, შავ ზღვაში დაიწყო ჩადინება. ”ჯებირის” გარღვევას და ბოსფორის სრუტის წარმოქმნას, ერთი ვერსიით კატასტროფულ მიწისძვრასაც უკავშირებენ. ზოგიერთი მეცნიერის აზრით შავ ზღვაში წყლის დონე კატასტროფული ტემპებით მატულობდა. თუმცა, დღეს მეცნიერთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ შავი ზღვის თანამედროვე სანაპირო ზოლის ფორმირება 30-35 წელი გრძელდებოდა.
ისტორიულ წარსულში მტკნარი ტბის სანაპირო მდიდარი იყო ბუნებრივი რესურსებით. ამიტომ ამ ადგილებში ადამიანი აქტიურად უნდა დასახლებულიყო. ლოგიკურია, რომ ადრე ბრინჯაოს ხანაში აქ საკმაოდ მრავალრიცხოვანი ქალაქის ტიპის დასახლებებიც გაჩენილიყო. ზღვის დონის აწევამ ტბის სანაპირო მოსახლეობის ხმელეთის სიღრმეში მიგრაცია გამოიწვია. ხოლო ზღვის დონის სტაბილიზაციის შემდეგ კვლავ მის ნაპირებზე დაიწყო დასახლება. საინტერესოა, რომ შავი ზღვის დონის მატების თარიღი ემთხვევა წინა აზიისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ხალხების თქმულებებს მსოფლიო წარღვნის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ შავი ზღვის საქართველოს სანაპირო შელფი მწირადაა შესწავლილი.
ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ საქმე ძალიან საინტერესო და, შეიძლება ითქვას უნიკალურ აღმოჩენასთან გვაქვს. ფაქტიურად, წლევანდელი ექსპედიცია საქართველოში წყალქვეშა არქეოლოგიის განვითარებისაკენ გადადგმული პირველ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.
ტეგები: Expedition, First, St.Ilia, qwelly
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•