1930 - 2008
მეოცე საუკუნის დაწყებიდან 30 წლის თავზე, ჭიათურაში, მომღარლი წყვილის ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელად ანზორი დაარქვეს. მამა ტენორი, იყო, დედა - სოპრანო, შვილმაც რა თქმა უნდა მცირე ასაკიდან დაიწყო სიმღერა. ბავშვს თავიდანვე კარგი მუსიკალური სმენა და ხმა (დისკანტი) ჰქონდა. ცხრა წლისა იყო, როცა ჭიათურის მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოზე დაკვრა დააწყებინეს. სამწუხაროდ, სკოლაში რეგულარული სწავლა არ მიმდინარეობდა, მაგრამ მოზარდისათვის მაინც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მუსიკალური ანბანის შეთვისებას.
ცნობილი სანდრო კავსაძის შვილიშვილი ბავშვობაშივე ახერხებდა ჭიათურაში პატარა პიონერული გუნდების ხელმძღვანელობას.
საშუალო სკოლა როცა დაასრულა, 19 წლის ჭაბუკი თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მოეწყო, მაგრამ, მუსიკას მოწყურებული, პარალელურად თბილისის II მუსიკალურ ტექნიკუმში საგუნდო ხელოვნებაის შესწავლა დაიწყებს გრიგოლ კაპანაძესთან, რომელიც შთააგონებდა მას მომავალ პროფესიას - დირიჟორობას. შემდეგ იგი ნიჭიერ ბავშვთა მუსიკალურ სკოლა-ინტერნატში შედის, იქიდან კი უკვე 1951 წელს თბილისის კონსერვატორიაში აბარებს და 1956 წელს წარჩინებით ამთავრებს გიორგი ხახანაშვილის კლასს. მცირე ხნით სანდრო ინაშვილთანაც ეუფლება ვოკალს. მერე სწავლას აგრძელებს სპირანტურაში, ჯერ საგუნდო-სადირიჟორო განხრით, ხოლო 1961 წლიდან - სიმფონიურ-საოპერო დირიჟორის ოსტატობის დასაუფლებლად.
1949 წელს თავისი ბიძის, მიხეილ კავსაძის, გუნდში სიმღერამ მას ბევრი რამ შესძინა. ანზორ კავსაძის მიერ ჭიათურაში მომზადებულმა გუნდმა 1951 წლის ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დაიკავა.
1952 წლიდან თავის მასწავლებელ გიორგი ხახანაშვილთან ერთად რადიოკომიტეტის კაპელაში მუშობდა.
1954 წლიდან კონსერვატორიის საოპერო სტუდიის გუნდის ქორმეისტერია, 1956 წლიდან - სახელმწიფო კაპელის დირიჟორი, ხოლო მომდევნო წლიდან საქართველოს სიმღერისა და ცეკვის დამსახურებული ანსამბლის მხატვრული ხელმძღვანელია. 1958 წელს ანსამბლმა ქართული ხელოვნების მეორე დეკადაზე მოსკოვში თავი ისახელა კარგი რეპერტუარითა და დახვეწილი შესრულებით. ამავე წელს მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.
ხელმძღვანელობს სხვადასხვა თვითმოქმედ ანსამბლებს, კვარტეტებს, ოქტეტებს და, გარდა ამისა, სახელმწიფო კონსერვატორიაში საოპერო მომზადების კათედრაზე მუშაობს პედაგოგ-დირიჟორად.
"ფონდი ქართული გალობა"
ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, იმერეთი, კავსაძეები, ფოლკლორი, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•