აღდგომის მარხვის წინა დღეს, ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს ყველიერის კვირას, ესაა ბოლო მოსამზადებელი დღე და ხვალიდან უკვე უნდა შევუდგეთ მარხვას. საეკლესიო ტრადიციაში, ამავე დღეს აღინიშნება ადამისა და ევას სამოთხედან განდევნის დღეც. ხოლო მესამე მნიშვნელოვანი ნიშანი, რომელიც ამ დღეს გამოარჩევს წელიწდეულის სხვა დღეებისგან გახლავთ ის, რომ ყველიერის კვირიაკეს, მორწმუნე მრევლი, ერთმანეთს შენდობას სთხოვენ ურთიერთთა შორის ჩადენილი ნებსითნი თუ უნებლიეთნი დანაშაულებების, შეცოდებების გამო, ამიტომ სხვაგვარად მიტევების დღედაც მოიხსენიება. საგულისხმოა რომ მიტევების დღე სწორედ დიდმარხვის წინა დღესაა, მიტევება როგორც განწმენდის საშალება. ამ დღესთან დაკავშირებით, წმინდა ეპისკოპოსის, გაბრიელის წარმოთქმული ქადაგება.

 

წმინდა ეპისკოპოსის, გაბრიელ ქიქოძის

სიტყვა კვირიაკესა ყველიერისასა

უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, 

მოგიტევნენ თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან. 

ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი, 

არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქვენნი 

(მათ. ვ,იდ.)

       ძველითგან მიღებულისა ჩვეულებისა-მებრ მართლ-მადიდებელსა ეკლესიასა შინა, აწინდელსა დღესა ქრისტიანენი გამოითხოვენ შენდობასა ურთიერთთა შორის, შეურიგდებიან ერთი მეორეს და მიუტევებენ, რაიცა ჰქონდათ უკმაყოფილება ანუ გულ-ნაკლულევანება ერთს მეორესაზედა. ამისათვის ეწოდებოდა დღესა ამას კვირიაკე შენდობისა. ნუ დავივიწყებთ ჩვენცა. ძმანო მართლ-მადიდებელნო, წმიდასა ამას ჩვეულებასა, აღვასრულოთ იგი გულ-წრფელად. მიხედეთ, რა სახით შეგვაგონებს მაცხოვარი აღსრულებასა ამა მცნებისასა: უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან; ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს შეცოდებანი თქვენნი. ხედავთ, ვითარ ჰსურს მამასა ჩვენსა ზეციერსა, რათა იყოს ჩვენ შორის ერთობა და სიყვარული? ჰგრძობთ, ვითარ უყვარს მას, ოდეს გვხედავს შერიგებულთა და კეთილად განწყობილთა? წარმოიდგინეთ, ძმანო ჩემნო, ერთი ვინმე მამა, რომელსა ჰყავს რამოდენიმე შვილი და უყვარს იგინი; ვითარ სასიამოვნო არს მისთვის, ოდეს ხედავს მათ შორის სიყვარულსა და ერთობასა; გარნა ოდეს ნახავს მათში სიძულვილსა და განხეთქილებასა და შფოთსა, არ ეტყვისა იგი მათ: შვილნო ჩემნო, უკეთუ გსურთ იყვნეთ ჩემთვის საყვარელ, გიყვარდეთ თქვენცა ერთსა მეორე; შეურიგდით ურთი-ერთსა და მიუტევეთ შეცოდებანი ერთმა მეორესა. ეგრეთვე უნდა ვიფიქროთ მამასა ზედა ჩვენსა ზეციერსა.

       მოახლებულ-არიან დღენი დიდისა მარხვისანი: ვალისამებრ ჩვენისა, წმიდათა ამათ დღეთა შინა ჩვენ უნდა მოვინანოთ ცოდვანი ჩვენნი და მივიღოთ წმიდა საიდუმლო. გარნა უწინარეს ზიარებისა, შენ, ძმაო ჩემო, მიხვალ რა მოძღვართან და აღუარებ ცოდვათა შენთა, მოელი მისგან, რათა სახელითა იესო ქრისტესითა მოგცეს შენ შენდობა. ხოლო რომლითა პირობითა მოგიტევებს შენ იესო ქრისტე ცოდვათა შენთა? უკეთუ მიუტევნეთ თქვენცა კაცთა შეცოდებანი მათნი. მოძღვარსა შენსა ვერ ძალ-უძს განტევება ცოდვათა შენთა, უკეთუ არ აღასრულე ეს დიდი პირობა. თუ ყოფილ-იყო სხვა რომელიმე უსაჭიროესი და უდიდესი პირობა, მაცხოვარი გვეტყოდა, თუ საკმაო ყოფილ-იყო მხოლოდ მარხვა, გრძელი ლოცვა, მრავალი მეტანიის ყრა, მისაღებლად ღვთისაგან ცოდვათა შენდობისა, წინათვე გვეტყოდა ამას უფალი. გარნა ნაცვლად ამათ ყოველთა, ერთსა ამას პირობასა ახსენებს. აწ გსურსა, რათა ღმერთმან მოგიტეოს ცოდვანი შენნი? შენც მიუტევე მოყვასსა შეცოდებანი მისნი; გსურსა შეგირიგოს ღმერთმან? შეურიგდი შენცა მოყვასთა შენთა.

       ან კი რა მიზეზი და რა საფუძველი გაქვს, რომ არ მიუტეო კაცსა შეცოდებანი მისნი? თუ შენ იყო ერთი სრული და ანგელოზთა მსგავსი კაცი, თუ თვით შენ არაოდეს არავისთვის არ გიწყენია, მაშინ კიდევ შეგეძლო სიმართლით არა მიტევებად მოყვასთა შეცოდებათა მათთა; გარნა რას ვიტყვი? მაშინ უმეტესად უნდა იყო მიმტევებელი და მოწყალე ყოვლისა კაცისათვის: უფალი ჩვენი იესო ქრისტე, უბიწო და უმანკო, ადვილად და მოწყალებით მიუტევებს ყოველს ცოდვილს კაცსა; ხოლო შენ თვითონაც ხარ ცოდვილი, თვითონაც უთუოდ მრავალ-გზის აწყინე და შესცოდე მოყვასთა შენთა, მაშასადამე შენთვისაც საჭირო არს, რომ მოგიტეონ მოყვასთა შეცოდებანი შენნი; აწ შენცა მიუტევე გულ-წრფელად ყოველთა შეცოდებანი მათნი.

       ჩვენ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ჩვენ აქა მყოფთა და აქ მცხოვრებთა უმეტესად უნდა გვახსოვდეს და ვასრულებდეთ ამ მცნებასა, მისთვის, რომელ ჩვენ ნამეტნავად ვართ მიდრეკილნი მტრობისა და შურის-ძიებისადმი და ამასთანავე, მიზეზნი ჩვენის განხეთქილებისა და ურთიერთ-შორის უკმაყოფილებისა თითქმის ყოველთვის არიან ფრიად წვრილნი და მცირე ფასისანი. საუბედუროთ, თვით ხასიათითა ვართ ჩვენ გულ-ფიცხელნი, ადვილად დავემდურებით და ხშირად უსაფუძვლოდ და ემიზეზოდ გადავემტერებით ერთი მეორესა. ჭეშმარიტად, ძმანო, შეწუხდება და შერცხვება კაცს, ოდეს წარმოიდგენს, რა მცირე და უბრალო მიზეზი საკმაო არს ზოგჯერ, რათამცა დაარღვიოს ჩვენ შორის ერთობა და სიყვარული. ყოვლისა კაცისათვის და ყოვლისა საზოგადოებისათვის მშვიდობა, ერთობა და სიყვარული არის ესოდენ ძვირფასი საუნჯე, რომელ ადამიანმა ყოვლითა ღონის-ძიებითა უნდა დაიფაროს და შეინახოს იგი; გარნა ჩვენ საუბედუროდ ერთისა მცირისა მიზეზისათვის მზად ვართ მოვახდინოთ დიდი შფოთი და დავივიწყოთ სიყვარული. ვინ იტყვის, რომ სხვაგან არსად არ იყოს ცილობა და უკმაყოფილება კაცთა შორის? გარნა სხვათა ქვეყანათა შინა ცილობა და განხეთქილება დამოკიდებულ-არს ფრიად მძიმეთა მიზეზთა ზედა; ამასთანავე ცილობა და განხეთქილება განათლებულსა საზოგადოებასა შინა არაოდეს არ გათავდება სიძულვილითა და შურის-ძიებითა, ვითარცა ვხედავთ ჩვენში ხშირად. სხვათა ქვეყანათა შინა მხოლოდ მას ცდილობენ, რომ სამართალმა უსამართლობას აჯობოს, ხოლო აქ ცდილობენ, რომ კაცმა კაცს აჯობოს; იქ ჰაზრი ჰაზრთან ჰბრძვის და საქმე საქმესთან, აქ კაცი  კაცთან, გვარი - გვართან; იქ ცილობა მოხდება ჭეშმარიტისა და უმჯობესის წესის ძიებისაგან, აქ თავხედობისაგან და თავისმოყვარებისაგან; აქ ცილობა და უკმაყოფილება ყოველთვის დაბოლოვდება მხოლოდ სიძულილითა და მტრობითა, იქ იმას ფიქრობენ, რომ მხოლოდ ცილობითა და ბრძოლითა გამოაჩინონ უმჯობესი ჰაზრი და წესი; აქა მცირე რაიმე უკმაყოფილება საუკუნოდ განაშორებს კაცსა კაცისაგან.

       ნუ იქმნება, ძმაო, ეს ცუდი წესი საუკუნოდმდე ჩვენ შორის; უკეთუ ქრისტიანენი ვართ, მივეახლნეთ ქრისტესა. ქრისტე არ არის მუნ, სადაცა ჰსუფევს უთანხმობა და შური.

       მომიტევეთ და შემინდევით მე, ძმანო ჩემნო, ყოველი, რაიცა ვისმე ვსცოდე სიტყვით ანუ საქმით. შეგინდობ და მოგიტევებ ყოველთა, ვინც რაიცა მცოდა და ვინც რაიცა მაწყინა სიტყვით ანუ საქმით. გლოცავ თქვენცა მიუტეოთ და შეუნდოთ ურთიერთსა ყოველნი შეცოდებანი სიტყვითნი და საქმითნი; ხოლო უფალი იესო იყოს საზოგადო ჩვენი შემწყნარებელი და მლხინებელი ყოველთა შინა ცოდვათა ჩვენთა. ამინ.

~ 1860-1870 ~

 

მარხვისთვის მოსამზადებელი წინა კვირიაკენი:

• მეზვერისა და ფარისევლის კვირა;

• უძღები შვილის კვირა;

• ხორციელის კვირა;

 

ტეგები: Qwelly, დარიგებანი, კვირიაკე, მიტევება, სამოთხე, ქადაგება, ქიქოძე

ნახვა: 452

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Cities and Memory - Remixing the World

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am 1 კომენტარი

Certain memories stay with us forever Shot of happy senior woman listening to music with headphones at a retirement home memory stock pictures, royalty-free photos & images Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…

გაგრძელება

Can a Lifeless CMOS Battery Have an Effect.

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

woman in white top holding a camera All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…

გაგრძელება

Is your Memory at Risk?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am 0 კომენტარი

Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…

გაგრძელება

Are you Deadpool or Spider-Man?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 30, 2025.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

Top 16 Memory Book Ideas for Memories that Last - Blurb In so much of how, Deadpool and Spider-Man are like wacky roommates. They seem like they're opposites - one's a jaded mercenary and the other is a recent-faced teenager - but are they? Both Deadpool and Spider-Man are recognized for their smart mouths. Each are extremely athletic and agile in relation to taking out dangerous guys. Each principally use their preventing prowess supplemented by some limited, not-too-tremendous superpowers. Each look great in pink. Each wish to do…

გაგრძელება

Qwelly World

free counters