1879 - 1964
გურული «დამწყების» ოსტატი იყო. კარგი ხმა, ლამაზი გარეგნობა და სიმღერის მწყობრად შესრულება, მოკრიმანჭულე თეოფილე ლომთათიძესთან და ბანის მოხდენილად მთქმელ ვლადიმერ ბერძენიშვილთან ერთად, წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა.
დამწყების თავისებურება კარგად აითვისა ერმალომ თავისი მასწავლებლის სამუელ ჩავლეიშვილისაგან და მერე თანდათან არაერთი გუნდი და ანსამბლი დაამშვენა მოხდენილი სიმღერით.
1905 და მომდევნო წლებში, ჯერ ფოთში და შემდეგ ქუთაისში რკინიგზის მტვირთავი მუშა ერმალო სიხარულიძე პარტიზანულ ბრძოლას ეწევოდა; განაიარაღა მეფის დამქაშთა რაზმი და იარაღი რევოლუციონერებს ჩააბარა.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე თბილისის რკინიგზის მუშა-მოსამსახურეთაგან მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა და მრავალი კონცერტი გამართა; სხვა ორგანიზაციებშიც ჰყავდა გუნდები, კონცერტები იმართებოდა კლუბებში. რეპერტუარში, რევოლუციური სიმღერების გარდა, გურული «შვიდკაცა», «ხასანბეგურა», «მონადირის სიმღერა» და სხვა ჰქონდა შეტანილი.
მონაწილეა მოსკოვსა და ლენინგრადში გამართული ქართული ხელოვნების პირველი დეკადისა, სადაც წარმატებით გამოვიდა გურული ხალხური სიმღერების სხვა შემსრულებლებთან ერთად.
სიცოცხლის ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა ჩოხატაურის რაიონულ გუნდს და მეხუთე რესპუბლიკურ ოლიმპიადაში თავი გამოიჩინა სიმღერების კოლორიტული შესრულებით და დახვეწილობით.
მრავალი მოწაფე გამოზარდა, ბევრი მათგანი დღეს კარგი მომღერალი და გამოცდილი ლოტბარია. ისინი წმინდად ინახავენ მასწავლებლის ფაქიზ ხსოვნას.
"ფონდი ქართული გალობა"
ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, გურია, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•