სპარსეთი, ქალაქი ბეთ-ლაპეტი. აქ ცხოვრობდა მდიდარი, ქრისტიანულ ოჯახში აზრდილი და ასევე საკმაო სიმდიდრის მფლობელი იაკობი. ცოლადაც არანაკლებ შეძლებული კეთილმორწმუნე ქალი ჰყავდა. საღმრთო მცნებებისამებრ, იაკობი და მისი მეუღლე შვილებს წმინდა წერილის შემეცნებით და მისი მცნებების თანახმად განსწავლიდნენ. იაკობს სპარსეთის სამეფო კარზე მაღალი თანამდებობა ეკავა. ერთხელ, ლაშქრობის დროს, იგი მოიხიბლა მეფის გულმოწყალებით, ვერ გაბედა საჯაროდ ეღიარებინა თავისი სარწმუნოება და უსჯულო ხელისუფალთან ერთად კერპებს მსხვერპლი შესწირა. იაკობის ცოლმა და დედამ ეს რომ შეიტყვეს, ძლიერ დამწუხრდნენ, მამხილებელი წერილით მიმართეს მას და სინანულისკენ მოუწოდეს. წერილი რომ წაიკითხა, იაკობი ხმამაღლა ატირდა და ღმერთს პატიება შესთხოვა. წმიდანის თანამებრძოლებმა გაიგონეს, როგორ ლოცულობდა იგი ქრისტეს მიმართ და მეფესთან დაასმინეს. სულიწმიდით განმტკიცებულმა იაკობმა დაკითხვაზე მხნედ აღიარა ქრისტე. ამჯერად მეფის ვერანაირმა მუქარამ და შეგონებამ ვერ გადადრიკა იგი ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან. მაშინ რისხვით აღსავსე თვითმპყრობელმა ბრძანა, ნეტარისთვის წამებით ამოეხადათ სული. იაკობს თითო-თითოდ მოჰკვეთეს ჯერ ხელისა და ფეხის თითები, შემდეგ კი ხელ-ფეხი. წმიდანი დაუდუმებლად ლოცულობდა და მადლობას სწირავდა ღმერთს იმისთვის, რომ ჩადენილი ცოდვის ტანჯვით გამოსყიდვის საშუალება მიეცა. 421 წელს წმინდა იაკობს თავი მოჰკვეთეს!
ტეგები: 10 დეკემბერი, Qwellyland, დეკემბერი, თვენი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 11:03am
0 კომენტარი
0 მოწონება
In Diablo 4: Season 12 – Sins of the Horadrim, the journey continues with Bearing the Weight of Ghosts, the second major story quest following The Truth That Lies Within. This mission plunges players deeper into the mystery of the missing…
გაგრძელება
გამოაქვეყნა HrBrenda_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 5:01am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•