კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 1
ნაწილი XIII
კვლევის მეთოდების თვალსაზრისით, კრიტიკული თეორიის პრინციპები კვლევის საკუთარ რეალურ სფეროსა და მეთოდებს გვთავაზობს (მაგალითად, იდეოლოგიის კრიტიკას და პრაქტიკის კვლევას). გარდა იმისა, რომ ემპირიული კვლევის მეთოდების სახელმძღვანელოებშია შეტანილი, კრიტიკული თეორიის მეთოდები შეზღუდულია იმით, რომ ამ თეორიის სამუშაო პროგრამა უკიდურესად კერძოზე ორიენტირებული, დირექტიული და, როგორც ვნახეთ, პრობლემურია. მიუხედავად ამისა, ის გარკვეულ სფეროებში (და არა სხვებში) გავლენიან პარადიგმას წარმოადგენს, მაგალითად, ის შორს მიმავალ გავლენას ახდენს კურიკულუმის კვლევაზე.
წლების მანძილზე ამტკიცებდნენ, რომ კურიკულუმის ყველაზე დამაკმაყოფილებელი ახსნა განათლებისა და საზოგადოების განვითარების შესახებ მოდერნისტულ და პოზიტივისტურ ტექსტებში იყო მოცემული, რაც კურიკულუმის ტაილერისეული (Tyler 1949) ცნობილი და გავლენიანი ლოგიკური დასაბუთებით გამოიხატება ოთხი კითხვის ფორმით:
ეს ლოგიკური დასაბუთება ეფუძნება მოსაზრებას, რომ კურიკულუმი კონტროლირებული, მოწესრიგებული, წინასწარ განსაზღვრული, უნიფიცირებული, პროგნოზირებული და მეტწილად ბიჰევიორისტულია შედეგის თვალსაზრისით _ პოზიტივისტური ცნობიერების ყველა ელემენტით, რომელსაც თავს არიდებს კრიტიკული თეორია. ტაილერის დასაბუთება დადებითად ეხმიანება და სიმპათიით უყურებს საზოგადოებისა და განათლების მოდერნისტულ, მეცნიერულ, მენეჯერულ ცნობიერებას, რომელიც იდეოლოგიასა და ძალაუფლებას არაპრობლემურად მიიჩნევს და, ფაქტობრივად, ნავარაუდევ პოლიტიკურ ნეიტრალურობასა და პოზიტივიზმის ობიექტურობაზე აცხადებს პრეტენზიას (Doll 1993). ის ფსიქოლოგიასა და ფსიქოპედაგოგიკაში კონსტრუქტივიზმთან დაკავშირებული წინსვლის იგნორირებას ახდენს.
თუმცა, ეს მოსაზრება სწორედ ამ სიმპათიის გამო გააკრიტიკეს. დოლი (1993) ამტკიცებს, რომ ეს დაგეგმვისა და პრაქტიკის ჩაკეტილი სისტემაა, რომელიც კარგად ვერ ერგება განათლების, როგორც ღია პროცესის და პოსტმოდერნისტული საზოგადოების, როგორც ღია და მრავალფეროვანი, მრავალგანზომილებიანი, დენადი და ნაკლებად მონოლითური და ნაკლებად პრობლემური ძალაუფლების მომცველის, ცნებას. ეს მოსაზრება ითვალისწინებს ქაოსისა და კომპლექსურობის თეორიას და მათგან რამდენიმე მნიშვნელოვან მახასიათებელს თანამედროვე კურიკულუმს არგებს. ეს აისახება კურიკულუმის შესახებ მოსაზრებაში, რომლის მიხედვითაც, ის მდიდარი, ფარდობითი, რეკურსული და ზუსტია (Doll 1993) და სადაც ხაზგასმულია აღმოცენებადობა პროცესის ეპისტემოლოგია და კონსტრუქტივისტული ფსიქოლოგია.
შეუძლებელია მთელი არსებული ცოდნის კურიკულუმში ჩართვა. კურიკულუმი ღირებულად მიჩნეული ცოდნის ნაკრებია. ასეთი შერჩევის გამართლება თვალნათლივ წარმოაჩენს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებაში არსებულ იდეოლოგიებსა და ძალაუფლებას და კურიკულუმის ამ იდეოლოგიებით გაჯერებულობას. კურიკულუმი ხელმისაწვდომი ცოდნის დიაპაზონიდან აღებულ იდეოლოგიურ შერჩევას წარმოადგენს. ეს ეხმიანება ჰაბერმასის (1972) მოსაზრებას, რომ ცოდნა და მისი შერჩევა არც ნეიტრალურია და არც გულუბრყვილოდ მიუკერძოებელი.
იდეოლოგიებს შეიძლება რბილად მოვეპყრათ, როგორც რწმენების ერთობლიობას, ან უფრო ზუსტად, როგორც რწმენების ერთობლიობას, რომელიც საზოგადოების ძალაუფლების მქონე ჯგუფებიდან მომდინარეობს და ამ დომინანტური ჯგუფების ინტერესების დასაცავადაა მოწოდებული. თუ კურიკულუმი ღირებულებებს ეყრდნობა, მაშინ რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ღირებულება უფრო გავლენიანია, ვიდრე სხვა? ღირებულებებსა და ძალაუფლებას შორის ძლიერი კავშირი არსებობს. აქ მხოლოდ ის საკითხი კი არ დგას, თუ რა ცოდნაა მნიშვნელოვანი კურიკულუმში, არამედ, ისიც, თუ ვისი ცოდნაა მნიშვნელოვანი, რას და ვის ინტერესებს ემსახურება ასეთი ცოდნა და როგორ ემსახურება (ან არ ემსახურება) კურიკულუმი და პედაგოგიკა განსხვავებულ მიზნებს. ცოდნა არ არის ნეიტრალური (როგორც ეს ნაგულისხმევი იყო მოდერნისტულ კურიკულუმში. კურიკულუმი "იდეოლოგიური პატრულია".
ცოდნის სოციოლოგიის შესწავლა გვიჩვენებს, თუ რამდენად მძლავრი შეიძლება იყოს კურიკულუმში ასახული იდეოლოგია და როგორ არის მასში ლეგიტიმირებული ცოდნა და ძალაუფლება. ცოდნის სოციოლოგიის შესწავლა გვაფიქრებინებს, რომ კურიკულუმი იდეოლოგიის კრიტიკის საგანიც უნდა იყოს და თავად უნდა უწყობდეს ხელს მოსწავლეთა წრეებში იდეოლოგიის კრიტიკის დამკვიდრებას. შესაბამისად, კრიტიკული თეორეტიკოსების კვლევის დღის წესრიგში დგას იმის გარკვევა, თუ როგორ ახდენს კურიკულუმი საზოგადოების სტატუს კვოს შენარჩუნებას და როგორ შეუძლია (და უნდა შეეძლოს) მას საზოგადოებაში თანასწორობის ხელშეწყობა.
იდეოლოგიის კრიტიკის ცნება ჰაბერმასის ადრეულ შრომებში (1972), კერძოდ, ცოდნის შემქმნელი სამი ინტერესის თეორიაშია წარმოდგენილი. მის მიერ შემოთავაზებული ტექნიკური ინტერესი (კონტროლისა და პროგნოზირების) კურიკულუმის ტაილერისეულ (1972) მოდელთან მოდის რეზონანსში და კურიკულუმის შესახებ იმ ტექნიკური, ინსტრუმენტული და მეცნიერული მოსაზრებების სახით ვლინდება, რომელიც პასიურ რეციპიენტებს უნდა "მიეწოდოს" _ კურიკულუმი, უბრალოდ, კიდევ ერთი მოხმარების საგანია მომხმარებლურ საზოგადოებაში, რომელშიც უცილობლად არსებობს განსხვავებული კულტურული კაპიტალი. ჰაბერმასის ჰერმენევტიკული ინტერესი (სხვების პერსპექტივებისა და მოსაზრებების გაგების) რეზონანსულია სასწავლო გეგმის, როგორც პროცესის, ხედვისა. მისი ემანსიპატორული ინტერესი (სოციალური ემანსიპაციის, თანასწორობის, დემოკრატიის, თავისუფლებების, და ინდივიდუალური და კოლექტიური ძალაუფლების მინიჭების ხელშეწყობა) კურიკულუმში მოქმედი იდეოლოგიური ინტერესების ჩვენებას მოითხოვს, რათა მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარი ცხოვრების გაკონტროლება კოლექტიური, ეგალიტარული კეთილდღეობის სასარგებლოდ. ჰაბერმასის ემანსიპატორული ინტერესი კურიკულუმის პოლიტიკური კუთხით წაკითხვის გარდაუვალობასა და განათლების მიზნებზე _ ავტორიტარიზმიდან და ელიტარიზმიდან სოციალური დემოკრატიისკენ მოძრაობაზე მიუთითებს.
ჰაბერმასის შრომა კურიკულუმის შესახებ თანამედროვე და ბოლოდროინდელი თეორიების დიდ ნაწილს (მაგალითად, Grundy 1987; Apple 1990; UNESCO 1996) ასაზრდოებს და უქმნის საფუძველს. ამასთან, ის კურიკულუმის შინაარსში გადმოცემული მძიმე დირექტივების მიღმა არსებული მოტივების წვდომის სასარგებლო ევრისტიკული საშუალებაა, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ახალ ზელანდიაში, ჰონკონგსა და საფრანგეთში. მაგალითად, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ინგლისისა და უელსის ეროვნული კურიკულუმი მძიმედ ერგება ტექნიკურ და ჰერმენევტულ ინტერესებს, მაგრამ ძალიან იოლად _ ემანსიპატორულ ინტერესს (Morrison 1995ა) და ეს (მიზანმიმართულად ან მისი შედეგებით), თუ წვლილი არ შეაქვს, სოციალური უთანასწორობის რეპროდუქციას უწყობს ხელს. როგორც ბერნშტეინი (1971: 47) ამტკიცებს: "ის, თუ როგორ ახდენს საზოგადოება იმ საგანმანათლებლო ცოდნის შერჩევას, კლასიფიცირებას, განაწილებას, გადაცემასა და შეფასებას, რომელსაც ის მიიჩნევს, რომ საჯარო უნდა იყოს, ძალაუფლების/უფლებამოსილების განაწილებასაც ასახავს და სოციალური კონტროლის პრინციპებსაც".
კურიკულუმის თეორიაზე მომუშავე რამდენიმე ავტორი (მაგალითად, McLaren 1995; Leistyna et al. 1996) ამტკიცებს, რომ კურიკულუმთან დაკავშირებულ საკითხებში ცენტრალური, განმსაზღვრელი ცნება ძალაუფლებაა. აქ საყურადღებო მნიშვნელობა ენიჭება კურიკულუმის პოლიტიკურ დღის წესრიგს და, ასევე, მასში აუცილებლად უნდა იქნას განხილული ინდივიდებისა და საზოგადოებებისთვის ძალაუფლების/უფლებამოსილების მინიჭების საკითხი. მოსწავლისთვის და საზოგადოებისთვის ძალაუფლების/უფლებამოსილების მინიჭების თემა ჰაბერმასისეულ (1972) ემანსიპატორულ ინტერესსა და კრიტიკულ პედაგოგიკაში ჰპოვებს ასახვას.
კრიტიკული პედაგოგიკის სფეროში წამოყენებულია არგუმენტი, რომ განათლების სფეროს მუშაკები დომინანტურ კურიკულუმს კი არ უნდა უწესებდნენ მოსწავლეებს, რომელიც საზოგადოებაში არსებულ სოციალურ უთანასწორობას ასახავს, არამედ მეცადინეობებზე მოსწავლეების რეალური განცდებისა და გამოცდილების მიხედვით უნდა მუშაობდნენ. ამისთვის მასწავლებლებმა უნდა შეცვალონ მოსწავლეებზე დომინირების პრაქტიკა და მიანიჭონ მათ უფლებამოსილება, გააფართოონ თავიანთი შესაძლებლობები და ასე, სრული დემოკრატიის პირობებში, "ემანსიპირებულ" ადამიანებად აქციონ ისინი. დათრგუნული და "მდუმარე", კურიკულუმისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავიანთი კულტურებისა და "ხმების" გათვალისწინების გარეშე დარჩენილი მოსწავლეების ყოველდღიურობაში ასეთი ქმედებებით გაცემული იდეოლოგიური გზავნილები უნდა ვეძიოთ. ამგვარი უთანასწორობის შესახებ ცნობიერი ცოდნის გაფართოება მისი დაძლევის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მასწავლებლები და მოსწავლეები ერთად მიიწევენ წინ "სამართლიან საზოგადოებაში ინდივიდუალური ავტონომიისკენ" (Masschelein 1991: 97). ცენტრიდან დაწესებული და კულტურულად მიკერძოებული კურიკულუმის ნაცვლად, რომელსაც მოსწავლეები, უბრალოდ, იღებენ, კრიტიკული პედაგოგიკა კურიკულუმს მიიჩნევს კულტურული პოლიტიკის ფორმად, რომელშიც ჩართული მონაწილეები (და არა მისი რეციპიენტები) კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ კულტურულ და დომინანტურ შეტყობინებებს, რომელსაც კურიკულუმი შეიცავს და მათ "შესაძლებლობის ენით" და უფლებამოსილებებით, ხშირად საზოგადოებასთან, თემთან დაკავშირებული კურიკულუმით ანაცვლებენ. ამგვარად, კურიკულუმი ემსახურება "სოციალურად კრიტიკულ" სკოლას და არა კულტურულად და იდეოლოგიურად პასიურს.
ამ მიმართულებით შესრულებულ ზოგიერთ ნაშრომში შესაძლებელია უტოპიური და განზოგადებული დინების შემჩნევა. განათლების კრიტიკული თეორია შეიძლება გაკრიტიკდეს მასში პრაქტიკის შესახებ მცირეოდენი, არასაკმარისი რაოდენობის კომენტარების გამო. მიედამა და უარდეკერი (1999: 68) აქამდე თვლიდნენ, რომ კრიტიკულმა პედაგოგიკამ ამოწურა თავისი თავი და მაინც ახალშობილადვე დარჩა; ამასთან, ავტორების აზრით, კრიტიკული თეორია არის მეცნიერების ფილოსოფია მეცნიერების გარეშე (გვ. 75)! მიუხედავად ამისა, ეს მნიშვნელოვანი სფეროა, ვინაიდან დიდ ყურადღებას უთმობს კურიკულუმსა და პედაგოგიკას და აღიარებს, რომ ისინი პრობლემურია და პოლიტიკური.
ტეგები: Qwelly, sociology, კვლევა_განათლებაში, კვლევის_ბუნება, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•