დაიბადა იყალთოში. ისწავლა თელავის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1884 წლიდან მხოლოდ ორი წელი თბილისის სასულიერო სემინარიაში. თელავში ყმაწვილს დიდი ამაგი დასდო სიძემ ილია ზარაფიშვილმა, ხოლო სიმღერა-გალობის პირველი ეშხი ზაქარია ჩხიკვაძემ აგრძნობინა; მან აგალობა საუკეთესო გუნდში; ყმაწვილის შესანიშნავი სმენა და წკრიალა ხმა მსმენელს ატყვევებდა.
სემინარიისთვის თავის მინებების შემდეგ, 1886 წლიდან, ისევ თელავშია, იმავე ზარაფიშვილის ოჯახში, სადაც, წიგნების კითხვით გატაცებული, ბევრ საინტერესო რამეს იძენს. ამასობაში ტენორი ბარიტონში გადაუვიდა. მღერის ტრიოებში. ცალკე გულში ჩამწვდომად, ათ სხვადასხვა ვარიანტად ასრულებს «ურმულს», რაც მსმენელებში ჟრჟოლვის ცრემლებს იწვევს.
ნოტების ცოტა რამ გაეგება, მაგრამ სიმღერების შესაქმნელად ეს არ კმარა, მუსიკის საფუძვლიანი ცოდნაა საჭირო; ისევ თბილისს მიაშურა, ხარლამპი სავანელის მიერ დაარსებულ მუსიკალურ სასწავლებელში შევიდა. ცოტაოდენი ისწავლა და ხელმოკლეობის გამო ისევ თელავსა და იყალთოს დაუბრუნდა.
მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს თელავში სიმღერის მასწავლებლობა დაიწყო; აქვე სცადა საბავშვო ოპერების დადგმა. ლიბრეტოები თვითონვე გამოიგონა. ამასობაში შემთხვევით მოსკოვის კონსერვატორიადასრულებული გიორგი ნატრაძე გაიცნო. 1902 წელს თბილისში ნაქირავები პიანინო იყალთოში წაიღო და ნატრაძეც თან წაიყვანა; მასთან ოთხი თვის მუშაობამ კარგი ნაყოფი გამოიღო. პროფესიულად უკვე საკმაოდ მომწიფდა, დაიწყო სიმღერების შექმნა. თანდათან გამოამჟღავნა სიმღერების თავისებური ხალხური აღნაგობა, ხმათა ქართული შეფარდება, თავისებური - სულხანიშვილისეული წყობა.
1904 წლიდან ოჯახს მოეკიდა, შვილები შეეძინა, მატერიალურად უფრო გაუჭირდა, აუფორიაქდა ცხოვრება; დროდადრო სვამს, სიმთვრალეში შედევრებს ქმნის, იღვწის, სულით არ ეცემა. დიდი ხანია ატარებს ოპერა «პატარა კახის» შექმნის იდეას. წერს, აკაკის ასმენინებს ნაწყვეტებს, ხალხში გადის «დაიგვიანეს» და «ძლივს მარტო დავრჩი», აკაკის ლიბრეტოსათვის ახალი ლექსი «ნანა» დააწერინა, მაგრამ ამაო აღმოჩნდა ყოველივე - ოპერა და მრავალი სხვა სიმღერა დაიკარგა, მათი კვალი დღესაც არა ჩანს.
1905 წელს რევოლუციური მარში დაწერა და თელავის მოყვარულთა გუნდს შეასწავლა. «მარსელიეზას» მიბაძვით მას «თელავიეზა» შეარქვეს. მომდევნო წელს ეს მარში რევოლუციონერ მონტინის დაკრძალვაზე თბილისში მუშებმა შეასრულეს. მალე პოლიცია ესტუმრა კომპოზიტორს, მარში ვერ უპოვეს, ჩანს – დაიკარგა.
სხვადასხვა თარიღებთან დაკავშირებით მრავალი საგუნდო შედევრი აქვს დაწერილი. დიდად პოპულარულია ქორალი «ღმერთო, ღმერთო», «გუთნური», «სამშობლო ხევსურისა», «მესტვირული», «მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ» და სხვა. ისინი ქართულ საგუნდო სიმღერათა ოქროს ფონდშია შესული.
ვაჟას, შიო მღვიმელის, გიორგი ქუჩიშვილის, გიორგი სვანიძის, დიმიტრი არაყიშვილისა და სხვა მოღვაწეთა პირადი მეგობარი გაჭირვებაში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
"ფონდი ქართული გალობა"
ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, კახეთი, ფოლკლორი, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა LunarTitan_მ.
თარიღი: ივნისი 13, 2026.
საათი: 5:49am
0 კომენტარი
0 მოწონება
From a veteran MMO player’s perspective, progression in Aion has always been tightly tied to resource management. Whether you’re pushing PvE content, optimizing PvP builds, or simply trying to stay competitive in endgame zones, the pace of your…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•