1874 - 1939
გორის სასულიერო სასწავლებელში სიმღერის მასწავლებელი სიმონ გოგლიჩიძე განსაკუთრებულ ყურადღებას ხალხურ სიმღერას უთმობდა. ნიჭიერ მოწაფეს, კარგი ხმის მქონე სანდრო კავსაძეს სიმონმა უფრო გაუორკეცა სიმღერის სიყვარული, როცა იგი საგუნდო საქმეში თავის თანაშემწედ დანიშნა.
თბილისის სემინარიიდან არეულობაში მონაწილეობის გამო გარიცხეს. თავდაპირველად მღეროდა ლადო აღნიაშვილის თაოსნობით დაარსებულ გუნდში. მალე ისევ გორს დაუბრუნდა, აქ გუნდი შექმნა. ცხრამეტი წლისა იყო, როცა თბილისის ერთ-ერთ სასწავლებელში მასწავლებლობა დაიწყო; თან გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც უდიდესი სიყვარულით სარგებლობდა თბილისსა და გორში, ხაშურსა და თელავში, სიღნაღსა და ქუთაისში. იშვიათია ისეთი ქალაქი, დაბა, სადაც მას კონცერტი არ გაემართოს.
1911 წლიდან მის გუნდს მიხეილ კავსაძე გაუძღვა, თვითონ კი ტყიბულსა და ჭიათურაში შეუდგა მუშათა გუნდების ჩამოყალიბებას. საქართველოს I, II და III ოლიმპიადაზე ჭიათურის გუნდი გამარჯვებით გამოდის. მრავალი მომღერალი და ლოტბარი ჰყავს გამოზრდილი.
1930 წელს გაიმართა მისი მოღვაწეობის 30 წლის იუბილე; საღამოზე შეასრულა "ურმული", "მთაო, გადმიშვი" და სხვ. ხელოვნების დარგში ხანგრძლივი და უანგარო მოღვაწეობისათვის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1935 წლიდან ქართული ხელოვნების დეკადისთვის მზადებასთან დაკავშირებით ტყიბულიდან ისევ თბილისში გადმოიყვანეს. უნარიანად გაუძღვა აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ასკაციან ანსამბლს და იგი წარმატებით გამოიყვანა დეკადაზე, რაც, გარდა სიმღერების ოსტატური შესრულებისა, შერჩეულმა რეპერტუარმაც განაპირობა. მისი ხელმძღვანელობით მაშინ დიდებულად გაჟღერდა: "ჩაკრულო", "მეტივური", "ზამთარი", "გაფრინდი, შავო მერცხალო", "არაგვისპირული ლაშქრული", "არა მწადია ცხვარშია" და სხვა მრავალი.
დეკადის შემდეგ ვეღარ განაგრძო მუშაობა. სისუსტეს და ყელის საშინელ ტკივილებს დეკადის დროსაც გრძნობდა. სამწუხაროა, რომ სწორედ ყელი აღმოაჩნდა დასნეულებული, ყელი, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე გამარჯვებისაკენ უკაფავდა გზას.
"ფონდი ქართული გალობა"
ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, ფოლკლორი, ქართლი, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•