ომი დაიწყო.
აირია სატანის მოდგმა.
ჯერ შუაგულ ერთმანეთში გააჩაღეს სიკვდილის კალო, შეყარეს ამ კალოზე ღმერთის რჩეული ერის შვილები, ებრაელები და ლეწეს და ლეწეს. ებრაელების ხოცვა-ჟლეტა სწორედ იმის ნიშანი იყო, რო სატანა უხდიდა ღმერთს სამაგიეროს. ადამიანს გულით ვინც ძალიან უყვარს, ის უნდა მოუკლა თუ გინდა გული დასწყვიტო. სატანაც ჟლეტდა ებრაელებს ღმერთის გულის მოსაკლავად. მერე, რაკი ერთი სატანა სიკვდილის კალოს გააჩაღებს, აღარც მეორე ჩამორჩება და ლეწავენ და ლეწავენ.
იმ ჩვენი სოფლიდანაც, სადაც გადმოცემით ოდესღაც ღმერთს ერთი ღამე გაუთენებია, კაცი არ დატოვეს, ვისაც თოფის ხელში დაჭერა შეეძლო. ბაყდარიც წაიყვანეს.
საპყარიც.
მაგრამ ბაყდარი მეორე დღს გზიდან მობრუნდა და სახლში დაიმალა.
- დიაცი ხო არა ხარ, ყველა წავიდა და შენ რას იმალები, - გაუწყრა მოხუცი მამა, - რისი გეშინია, სხვა თუ მოკვდება, შენც მოკვდი. სირცხვილიანის ყოფნას, სიკვდილი სჯობია.
- სიკვდილისა არც მშინებია და არც მეშინია, - ჩაიბუზღუნა ბაყდარმა.
- აბა, მა რა ღმერთი გიწყრება, რო სახლიდან ფეხს აღარ ადგამ?
- მე რო იქ წავიდე, ჯერ ერთი, ხალხი სიცილით დაიხოცება, გიტლერის სამიზნე გამააგზავნა სტალინმაო და ეგრეც იქნება, ძალიანაც რო უნდოდეს, ტყვიას, რო ამცდეს, აბა, შამამხედე, საით ამცდება. აქ დამცინით, მზეს უჩრდილავ სოფელსო, და გერმანელები ხო სიცილით დაიხოცებიან მე რო დამინახავენ. არ მეშინია-მეთქი სიკვდილისა, ხალხის დაცინვისა მეშინია.
ბაყდარი გაჩუმდა.
მამამისმა თუთუნი შეახვია გაზეთში და გააბოლა.
ერთი თვე არ გამოსულა ბაყდარი სახლიდან გარეთ, რო სოფელსაც არ დაეცინა, მშიშარა ყოფილა, ომში არ წავიდაო.
საპყარის წერილები მოდიოდა, იწერებოდა: ხომ არ იცით ბაყდარი რომელ მხარეს იბრძვის, მისამართი გამომიგზავნეთ, რო წერილი მივწეროო.
აქედან სწერდნენ, არ ვიცითო.
მერე მძიმედ დაჭრილი და გახეიბრებული მაიყვანეს საპყარი სახლში. ბაყდარისა ვერაფერი შევიტყვეო წუხდა.
ღამე ინახულა ბაყდარმა საპყარი.
- შენც დაჭრილი ხარ? - გაუკვირდა საპყარსა და შეათვალიერა სად იყო, ხელში თუ ფეხში გახეიბრებული ბაყდარი.
- არ წავსულვარ, - მოკლე მოჭრა ბაყდარმა.
- როგორ თუ არ წასულხარ?!
- დასაცილს დამიწყებდნენ და იმადა.
- დასაცილს რაზედღა დაიწყებდნენ?!
- აბა, შამამხედე, რას ვგავარ.
- რას ჰგავხარ და ღმერთის ნათლულს, - უთხრა საპყარმა. ორივე გაჩუმდა.
- აბა, მშვიდობით იყავ, - წამოდგა ბაყდარი.
- მაიცა, ვისაუბროთ, რა გეჩქარება.
- მეჩქარება.
- სად გეჩქარება?!
- ვინც შენ ეგრე დაგჭრა და სისხლი გადინა, იმის დედა უნდა ვატირო!
- თქვა და წავიდა.
წავიდა და წავიდა.
ღამე გაიპარა სოფლიდან.
"ღმერთის შვილები", გოდერძი ჩოხელი
შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება მოთხრობის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური
ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მოთხრობები, ქველი, ღმერთის_შვილები, ჩოხელი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა salisy_მ.
თარიღი: მარტი 10, 2026.
საათი: 7:12am
0 კომენტარი
0 მოწონება
Several weeks have passed since the release of WoW TBC Anniversary Edition, Most players have already hit Level 70, unlocked full Outland zones, and cleared early dungeons.Basic exploration is no longer the focus—Knowing how to make good use of the gold coins you have becomes very important.
გამოაქვეყნა salisy_მ.
თარიღი: მარტი 10, 2026.
საათი: 7:03am
0 კომენტარი
0 მოწონება
The official March update for Arc Raiders explicitly mentioned a reduced drop rate for rare blueprints. Many players also reported a mismatch between the rewards and risks of key rooms. This was especially true after the Shrouded Sky update on February 24th, which introduced the harsh Hurricane map and two new high-difficulty Arc Raider enemies, Firefly and Comet. The blueprints dropped by these enemies became increasingly difficult to obtain, making it harder for average players to quickly…
გაგრძელება
გამოაქვეყნა salisy_მ.
თარიღი: მარტი 10, 2026.
საათი: 6:41am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა salisy_მ.
თარიღი: მარტი 10, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Path of Exile's latest update, POE 3.28 (Mirage League), has officially launched—bringing a wave of new content, rebalanced mechanics, and fresh challenges that have reignited the passion of players worldwide. As a brand-new seasonal update, POE 3.28 introduces core changes that directly impact your in-game progress, with several key highlights you won't want to miss.
New Mirage League Mechanic
The core of POE 3.28 is the Mirage League,…
© 2026 George.
•