|
თამაზ ამირანაშვილი, სვეტიცხოვლის მგალობელთა გუნდის წევრი 19 წლის განმავლობაში. მოხუცებულობის მიუხედავად, ხმაზე ახლაც შეატყობდით, რომ ოდესღაც პირველ ხმას გალობდა, წკრიალი ტენორი იქნებოდა.
83 წლის, პატრიარქის ასაკის ვარ და მახსოვს პირველად სვეტიცხოველში სწორედ პატრიარქის აღსაყდრებისას ვიგალობე, 1977 წელს.
35 წლის განმავლობაში გალობდა, აქედან 19 წელი სვეტიცხოველში. იქამდე სიონში, სიონის შემდეგ მცირე სამებაში და 1979 წლიდან, პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით, სვეტიცხოვლის მგალობელთა გუნდის წევრი იყო, - გვიამბობდა მისი შვილი. 1996 წელს, ვიდრე სვეტიცხოვლის დღევანელი გუნდი ფეხს კარგად მოიკიდებდა და ჩამოყალიბდებოდა, სვეტიცხოველში თამაზ ამირანაშვილი და მისი გუნდი გალობდა. მისი სვეტიცხოველში სტუმრობა, თითეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებული იყო. მიშა ძიამ (მიხეილ ალიბეგაშვილი), გუნდის უხუცესმა წევრმა, შორიდანვე იცნო და ჩვენც გაგვაცნო - ბატონი, თამაზ ამირანაშვილი, სანამ თქვენ დაიბადებოდით, ეს ადამიანი აქ გალობდაო.
ბატონ თამაზს სამახსოვრო ფოტოს გადაღებაც ვთხოვეთ:
თამაზ ამირანაშვილი სვეტიცხოვლის ვაჟთა გუნდთან ერთად, სვეტიცხოველი, 13 აგვისტო, 2016
წავიდა და დაგვემშვიდობა სიტყვებით:
იგალობეთ ბიჭებო, დიდხანს იგალობეთ, ამაზე კარგ საქმეს თქვენ ვერ გააკეთებთ!
დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ბატონ თამაზს, სვეტიცხოვლის სიყვარული და კვართის მფარველობა აძლიერებდეს და ჯანმრთელობას ჰმატებდეს მრავალჟამიერ!
ტეგები: Qwelly, სვეტიცხოველი, სტატიები, სტუმრობა, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•