1842 - 1890
თბილისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგრძო. სტუდენტთა მოძრაობაში მონაწილეობისათვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს და საპყრობილეში ჩასვეს.
განთავისუფლებისთანავე, მუსიკის მოყვარული ჭაბუკი პეტერბურგის რუსული მუსიკალური საზოგადოების მიერ დაარსებულ მუსიკალურ სკოლაში მოეწყო; 1862 წლიდან სკოლა კონსერვატორიად გადაკეთდა. იგი 1865 წელს კომპოზიტორ პეტრე ჩაიკოვსკისთან ერთად დაამთავრა. დიდ რუს კომპოზიტორთან მეგობრობა სიკვდილამდე არ შეუწყვეტია; გულუხვი მასპინძელი იყო თბილისში 1887-1890 წლებში, როცა იგი თავის ძმასთან მოდესტ ჩაიკოვსკისთან სტუმრად რამდენჯერმე იმყოფებოდა თბილისში.
კარგი ბარიტონის მქონე მომღერალი სიმღერას ფ. რიჩის კლასში გადიოდა, ხოლო მუსიკის თეორიას კონსერვატორიის დამაარსებელ ანტონ რუბინშტეინთან და ნ. ზარემბასთან სწავლობდა.
მუსიკალური ცოდნით უხვად შეიარაღებული ახალგაზრდა უანგაროდ ემსახურა ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების საქმეს. მუსიკას სულით და გულით მინდობილი ახერხებს ამ დარგში ჩამორჩენილობის გარღვევას; მუსიკას სრულიად უფასოდ ასწავლის. მისი ყოფილი მოწაფეები ზ. ჩხიკვაძე და ი. ზაქარიაშვილი აღნიშნავენ ზოგიერთ მოწაფეს მატერიალურადაც ეხმარებოდაო.
პეტერბურგის კონსერვატორიადამთავრებული პიანისტების, ალოიზ მიზანდარისა და კ. ალიხანოვის, დახმარებით მუსიკის თეორიის უკვე არსებულ კლასებს, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა, მიემატა ფორტეპიანოს კლასიც.
1874 წლის 24 აპრილი განსაკუთრებით აღინიშნება ქართული საგუნდო ხელოვნების ისტორიაში. ამ დღეს ხარლამპი სავანელის ხანგრძლივი შრომისა და მონდომების შედეგად მოეწყო პირველი საჯარო საგუნდო კონცერტი საქართველოში.
მაგრამ ყოველივე ამას ხომ სახსრები სჭირდებოდა?! სწორედ ამ მიზნით იწყებს სამსახურს ქალაქის ერთ-ერთ ბანკში. შემდეგ კი ხშირად შესჩივის თავის მეგობრებს: "- ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის, რომ ჯერ ისევ სიჭაბუკის ჟამს ვუღალატე პროფესიალიზმს მუსიკაში და ჩინოვნიკი გავხდი. მაგრამ რა უნდა მექნა? . . . დამცინოდნენ, მეუბნებოდნენ, რომ თვითონაც არ ვიცი, რა მინდა, და მართლები იყვნენ – ძალიან უნდა გიყვარდეს მუსიკა, რომ ასეთ ატმოსფეროში მუშაობდე".
ქართული ეროვნული მუსიკალური კულტურის ამჟამინდელი აღმავლობა უთუოდ მისი დაუღალავი მუშაობის შედეგიცაა.
"ფონდი ქართული გალობა"
ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, თბილისი, ფოლკლორი, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•