29 აპრილს (ძვ. სტ. 16 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ქალწულმოწამეებს აღაპიას, ირინეს და ქიონიას.

ქალწულმოწამეები, აღაპია, ირინე, ქიონია, წმინდათა ცხოვრება, თვენი, აპრილი, ქველი, qwelly, april

     წმინდა ქალწულმოწამენი: აღაპია, ირინე და ქიონია დები იყვნენ. ცხოვრობდნენ იტალიში, ქალაქ აკვილაში. სიყრმეში დაობლებული დები მონაზვნობისთვის ემზადებოდნენ. დების სულიერ მოძღვარს ზენონს უფალმა აუწყა დების მოწამეობრივი აღსასრული. ასეთივე გამოცხადება ჰქონდა დიდმოწამე ანასტასიას. წმინდანმა მოინახულა დები და გაამხნევა. მღვდელი ზენონი მალე გარდაიცვალა. დები კი შეიპყრეს დაიმპერატორ დიოკლეტიანეს მიჰგვარეს. იმპერატორი მოიხიბლა დების სილამაზით და შესთავაზა- თუ ქრისტეს უარყოფდნენ ჯარისკაცებიდან საუკეთესოს საქმროდ შეურჩევდა. დებმა უარი განაცხადეს.

     დები ქალაქის მმართველს დეკლიციუს გადასცა სამსჯავროზე. დეკლიციუსი აღფრთოვანდა დების სილამაზით. ვნებით აღივსო და დებს დაპირდა თავისუფლება იმ პირობით თუკი მის ველურ ვნებას დაემორჩილებოდნენ. დებმა უარი თქ უნდოდა ძალით დაეკმაყოფილებინა სურვილები, მაგრამ უხილავმა ძალამ გონება აურია და უაზროდ დაიწყო ხეტიალი. მან იფიქრა რომ ის დებმა მოაჯადოვეს და გადაწყვიტა სამაგიეროს გადახდა.

     სამსჯავროზე მმმართველებმა გადაწყვიტეს დების გაშიშვლება. ბრძანება ჯალათებმა ვერ შეასრულებს, რადგან დებს ტანსაცმელი სხეულზე მიეზარდათ. დეკლიციუსმა კი გონება დაგარგა.

     როცა ეს ამბავი დიოკლიტიანემ შეიტყო გაბრაზდა და განსასჯელად დები სისინს გადასცა. სისინმა დაკითხვა უმცროსით ირინეთი დაიწყო, მაგრამ ვერაფერს გახდა. ირინე საპყრობილეში ჩასვეს. შემდეგ აღათიას და ქიონიას გადაბირებას შეეცადა. უარის მიღების შემდეგ გაბრაზებულმა სისინიამ დების დაწვა ბრძანა. დებმა მადლობა შესწირეს უფალს და ლოცვაზე დადგნენ. როცა ცეცხლი ჩაქრა წმინდანთა გვამები უვნებელი იყო. ტანსაცმელიც არ დაწვოდათ. სახე მშვისი და გაბრწყინებული ჰქონდათ. მეორე დღეს ირინეს დასჯა გადაწყვიტა. წინასწარ, გააფრთხილა, რომ თუკი არ უარყოფდა საროსკიპოში ჩასვამდა. რაზეც უპასუხა: "დაე, ჩემი სხეული ძალადობის მსხვერპლი შეიქმნეს, სული ჩემი არ შეიბილწება ქრისტეს უარყოფით". მართველმა ირინეს საროსკიპოში გაგზავნა... როცა სისინის ჯარისკაცებს ირინე საროსკიპოში მიჰყავდად, ორი მხედარი მათ წამოეწიათ და მოახსენა: "სისნმა გიბრძანათ მაღალ მთაზე აიყვანეთ ქალწული და იქ დატოვეთო". ჯარისკაცებმა ბრძანება შეასრულეს. როცა უკან დაბრუნდნენ სისინს მოახსენებ ნაბრძანების აღსრულება. რაზეც სისინი გაბრაზდა, მას ასეთი ბრძანება არ ჰქონდა ნაბრძანები (ჯარისკაცები უფლის ანგელოზები იყვნენ). ქალწულს მთის წვერზე დაუწყეს ქალწულ ძებნა. დიდხან ეძებდნენ,მაგრამ ვერ იპოვეს. ერთმა ჯარისკაცმა შეამჩნია, რომელმაც ისარი ესროლა ქალწულმოწამეს.მომაკვდავმა ირინემ სისინს დაუძახა: "სასაცილოა შენი უძლურება, მე კი უმწიკვლო მივიცვლები უფლის ჩემისა იესო ქრისტეს მიმართ".

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 29 აპრილი, April, Qwellyland, აკვილა, ანასტასია, აპრილი, თვენი, ქველი

ნახვა: 1597

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters