იმპერატორმა ტრაიანემ 99 წელს აღადგინა კანონი. კანონის მიხედვით ქრისტიანებს ეკრძალებოდათ საიდუმლო შეკრებები. კანონის დამრღვევები სიკვდილით ისჯებოდნენ . წამებულთა გვამებს წარმართები დაუმარხავად ტოვებდნენ.
ხუთმა ქალწულმა: აგლაიდამ, აპოლონარიამ, დარიამ, მამათუსამ და ტაისამ გადაწყვიტეს მიცვალებულთა დაკრძალვა.
ეს ამბავი როცა გაიგო მეფის ასულმა - დროსიდამ, წმინდა ქალწულებს სთხოვა თან წაეყვანათ. მეფის ასული ქალწულებმა თან წაიყვანეს. ამ დროს ქრისტიანთა გვამებს იმპერატორის ბრძანებით ჯარისკაცები დარაჯობდნენ, რადგან ხელთ ეგდოთ მიცვალებულთა გამპატიოსნებლები. მათ შეიპყრეს ქალწულები.
იმპერატორის ბრძანებით დროსიდა ცალკე გაიყვანეს, ხოლო ქალწულები ცოცხლად დაწვეს სპილენძის სადნობ ღუმელში. ნეშტგარეული სპილენძისგან კი იმპერატორის აბანოსათვის სამფეხა ჩამოასხეს.
აბანოში ვერავინ შედიოდა. ვინც ზღურბლს გადააბიჯებდა უსულოდ ეცემოდა. ქურუმები მიხვდნენ მიზეზს. აბანოში სამფეხის ნაცვლად ქალწულმოწამეთა მსგავსი შიშველი ქალის ძეგლი დადგეს.
იმავე საღამოს იმპერატორმა იხილა სამოთხეში მობალახე ხუთი კრავი და მწყემსი, რომელმაც უთხრა: "უსჯულოო და უწმიდურო მეფეო! კეთილმა და მოწყალე მწყემსმა წარგგვარა შენს მიერ შეურაცხყოფილთა სულები და დააწესა იქ, სადაც მოვა წმიდა კრავი დროსიდა, ასული შენი".
მეორე დღეს იმპერატორის ბრძანებით გაახურეს ორი უზარმაზარი ღუმელი და იქვე ჩამოჰკიდეს ბრძანება: "გალილეველნო, ჯვარცმულის თაყვანისმცემელნო, თავი აარიდეთ აუტანელ წამებას, ჩვენ კი აგვარიდეთ შრომას – მსხვერპლი შესწირეთ ღმერთებს, თუ ეს არ ძალგიძთ, ნებაყოფლობით შედით ღუმელში". იმ დღეს ბევრი ქრისტიანი ეწამა.
დროსიდასაც სურდა უფლისათვის თავი შეეწირა და შეევედრა შეუმჩნევლად გაეყვანა საპყრობილიდან. უფალმა ისმინა მისი ვედრება.
როცა დარაჯებს ჩაეძინათ, დროსიდა შეუმჩნევლად საპყრობილედან გავიდა და მდინარეში ნათელიღო.
შვიდი დღე მარხულობდა და ლოცულობდა. მერვე დღეს საკუთარი ნებით შევიდა გახურებულ ღუმელში და უფალს შეჰვედრა სული.
ტეგები: 4 აპრილი, Qwellyland, აპრილი, თვენი, მოწამე, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•