უფალმა, იოსე ქრისტემ იაკობის ჭასთან სამარიტელ დედაკაცს - ფოტინეს ესაუბრა, რომელიც შემდეგ ქრისტეს მიმდევარი გახდა.
იმპერატორ ნერონის დროს უმცროს ვაჟთან იოსიასთან ერთად ფოტინე კართაგენში ქადაგებდა ქრისტეს რჯულს. უმცროსი ვაჟი ბიქტორი კი რომის ჯარში იბრძოდა. სიმამაცის გამო რომაელებმა ის მცირე აზიაში მხედარმთავრად დანიშნეს. როცა ქალაქის მართველმა შეიტყო ბიქტორის ქრისტიანობა ურჩია იმპერატორის ნებას დამორჩილებოდა. დედას და ძმას კი ქადაგება შეეწყვიტა. თან გააფრთხილა "უბედურება მოგელისო". ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე ქალაქის მართველი დაბრმავდა და დამუნჯდა.
ოთხი დღის შემდეგ კი ხმამაღლა წარმოთქვა: "მხოლოდ ქრისტეს რწმენაა ჭეშმარიტი". ბიქტორს კი უთხრა: "ქრისტე მიხმობსო". შემდეგ პირჯვარი გადაისახა და თვალები აეხილა. ამ ამბის შემყურე მსახურებმაც ბატონის მსგავსად პირჯვარი გადაისახეს.
ეს ამბავი იმპერატორს აუწყეს. მან ბრძანა ქრისტიანები რომში ჩაეყვანათ.
უფალი აღმსარებლებს გამოეცხადა და გაამხნევა. ბიქტორს აუწყა, რომ "დღეიდან შენი სახელია ფოტინი- ნათელსხივოსანი, რამეთუ მრავალი გაანათლო".
რომში იმპერატორმა ქრისტიანები იხმო და დაკითხა.
იმპერატორის ბრძანებით წმინდანებს თითი მოაჭრეს. წმინდა ფოტინეს ხელები უვნებელი დარჩა.ნერონის ბრძანებით ფოტინი, სებასტიანეს და იოსიას თვალები დასთხარეს და საპყრობილეში ჩააგდეს. ფოტინე კი დებთან: ანატოლიასთან, ფოტოსთან, ფოტიდასთან, პარასკევასთან და კირიაკიასთან ერთად სასახლეში გაგზავნეს იმპერთორის ასულ დომნინასთან.
წმინდა ფოტინემ იმპერატორის ასული და მისი მხევალი ქრისტეს რჯულზე მოაქცია. სამი წლის შემდეგ იმპერატორმა მსახური სატუსაღოში გაგზავნა და შეიტყო რომ მის მიერ დაბრმავებული წმინდანები სასწაულებრივად თვახილულნი იყვნენ, უშიშრად ქადაგებდნენ. საპყრობილე კი მონასტრად გადაქცეულიყო.
იმპერატორის ბრძანებით წმინდანები ჯვარზე გააკრეს და სამი დღის განმავლობაში ცემდნენ. მეოთხე დღეს წმინდანებთან მისული მსახურები დაბრმავდნენ. ანგელოზმა წმინდანები გაანთავისუფლა და ისინი განკურნა. წმინდანებმა უფალს შეევედრნენ თვალიჩინი დაბრუნებოდათ მსახურებს. განკურნებულებმა მსახურებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ.
იმპერატორის ბრძანებით ფოტინეს ტყავი გააძვრეს და ჭაში ჩააგდეს. სებასტიანეს, ფოტინის და იოსიას წვივები დააჭრეს და ტყავი გააძვრეს. ფოტინეს დებს მკერდი დააჭრეს და ტყავი გააძვრეს. ფოტიდა კი ფეხებით მიაბეს დადრეკილ ხის წვეროებს და გაგლიჯეს. დანარჩენებს თავი მოჰკვეთეს.
წმინდა ფოტინე იმპერატორის ბრძანებით ჭიდან ამოიყვანეს და ოცი დღე დაატუსაღეს, შემდეგ კი იმპერატორს მიჰგვარეს. იმპერატორმა ურჩია კერპებისათვის ეცა თაყვანი. წმინდა ფოტინემ იმპერატორს შეანერწყვა და უთხრა: "ურჯულო, ბრმაო, უგუნურო და გონდაკარგულო! ნუთუ იფიქრე, რომ უარვყოფ ქრისტეს და შევწირავ შენსავით ბრმა კერპებს?"
წმინდანი კვლავ ჭაში ჩააგდეს, სადაც აღესრულა.
ტეგები: 2 აპრილი, Qwellyland, ანატოლია, აპრილი, ბიქტორი, თვენი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•