წმინდა მამა იოანე მანგლელი დაბადებულა 1666 წელს ქრისტიანულ ოჯახში. აღუზრდიათ დავით გარეჯის მონასტერში. იქვე აღუკვეცავთ ბერად.
წმინდა მამა მოწყალე ყოფილა გლახაკთა და სნეულთა მიმართ. მღვდელმონაზონს მრავალი გლახაკი და ობოლი აღუზრდია.ზოგი ერისკაცად დარჩელია, ზოგიც სასულიერო პირი გამხდარა.
წმინდა მამამ ამხილა რჯულშეცვლილი მეფე იესე, რომელმაც დედისძმას ცოლი წაართვა. ბაქარმა, ვახტანგ VI-ის ძემ იესე ციხეში ჩასვა, ხოლო იოანე მანგლელი ეპისკოპოსად აკურთხა.
მანგლისის ეპარქია მალე ოსმალებამ მოაოხრეს და იოანე იძულებული გახდა ხისრის მონასტერში გახიზნულიყო. წმინდა მამამ მოიარა კახეთი ქადაგებით, შემდეგ კი დაღესტანში გადავიდა. 1724 წელს ჯერ ხის სამლოცველო, შემდეგ კი ღვთისმშობლის სახელობის ქვის ეკლესია ააგო.
წმინდა მამის მოღვაწეობა იმპერატორს პეტრე დიდსაც შეუტყვია და ნივთიერი შემწეობაც აღმოუჩენია. წმინდა მამა 1737 წელს ასტრახანში გადასულა, სადაც იმყოფებოდა ვახტანგ მეექვსე და ქართველი ემიგრანტები. ასტრახანში წმინდა მამამ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი ააგო, შემდეგ ყიზრალში ჯვართამაღლების ტაძარი.
განსაკუთრებით იღვწოდა ინგუშების მოსაქცევად. მრავალ სასწაულს აღასრულებდა.
ანდერძად დაიბარა - გარეჯში იოანე ნათლისმცემლის უდაბნოში დაესაფლავებინათ.
1751 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა წმინდა მამა იოანე. დაკრძალეს ჯვართამაღლების მონასტერში. გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ იმპერატრიცა ელისაბედს გამოცხადებია და უთხოვია სამშობლოში გადასვენება.
სინოდის კურთხევით და თეიმურაზ მეორის ბრძანებით ცხედარი თბილისში სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.
წმინდანის საფლავი ორჯერ გახსნეს. პირვლად როცა გიორგი XII-ის ძე სახადით გახდა ავად. წმინდანის თითი პირსა და თვალზე დაადეს სნეულს და მეორეჯერ როცა მეფის ასული თამარი გახდა ავად. წმინდა მამამ ორივე განკურნა. მეფეს ვერცხლით მოჭედილი ხატი შეუწირავს.
ტეგები: 10 აპრილი, April, Qwellyland, აპრილი, თვენი, იოანე, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•