სანტ ამბროჯიოს ბაზილიკა მილანში.

       XI_XII სს. იტალიური არქიტექტურის განვითარებაში წამყვანი როლი ეკუთვნის ქვეყნის ჩრდილოეთ ოლქებს, განსაკუთრებით ლომბარდიას. სანტ ამბროჯიოს ბაზილიკა მილანში ლომბარდიის ერთ_ერთი ადრეული და უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ჩრდილოეთ იტალიის საკულტო არქიტექტურის შემდგომ განვითარებაზე.  პირვანდელი IVს. ნაგებობა კაპიტალურად გადაკეთდა IXს_ში. ამ პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს შენობის ყველაზე ძველი შემორჩენილი ნაწილი  აფსიდები და ნახევარცილინდრული კამარით გადახურული მალი. ბაზილიკის ძირითადი ნაწილი XI_XII საუკუნეებშია აგებული. ის წარმოადგენს სამნავიან კორპუსს ტრანსეპტის გარეშე, რომელსაც მის მთელ სიგანეზე წინ უძღვის XIს-ის ბოლოს აგებული ორიარუსიანი ნარტექსი. შუა ნავის ჯვრული კამარები მიწისძვრის შემდეგ, XIს. ბოლოს და XIIს. დასაწყისშია აგებული. აფსიდასთან შუა ნავის ყველაზე ახლოს მდებარე უჯრედი ჩამონგრევის მერე XIIს_ის ბოლოს ოქტაგონური (რვაწახნაგიანი ყელით) გუმბათით გადახურეს. ბაზილიკის ფასადი ფლანკირებულია ორი კოშკით   დაბალი ე.წ. ბერთა კამპანილა სავარაუდოდ IXს-შია აგებული და მაღალი ე.წ. კანონიკთა კამპანილა - XIIს-ში. ეს უკანასკნელი ტიპურ ლომბარდიულ ხასიათშია გადაწყვეტილი. ის ვერტიკალური პილასტრებითაა არტიკულირებული და ჰორიზონტალური კარნიზებით რამდენიმე იარუსადაა დაყოფილი. მათგან მხოლოდBბოლო იარუსია გახსნილი გამჭოლი თაღებით, სადაც სამრეკლოა განთავსებული.

       სანტ ამბროჯიოს ბაზილიკა   პირველი ძეგლია იტალიაში, შესაძლებელია ევროპაშიც, სადაც შუა და გვერდითა ნავებში გამოიყენეს ჯვრულ-კამაროვანი გურტებიანი (წიბოებიანი) გადახურვის სისტემა. შუა ნავის ყოველ უჯრედს შეესაბამება გვერდითა ნავის ორი ინტერვალი. უჯრედები გადახურულია ნახევარწრიულ თაღებზე მოწყობილი ჯვრული კამარებით. კამარის ზედაპირების შეერთების ადგილები ხაზგასმულია წიბოებით. თითოეულ მათგანს საყრდენთა  კონაში  თავისი ღერო შეესაბამება. ცენტრალური ნავისა და ორიარუსიანი გვერდითა ნავების სიმაღლეებს შორის სხვაობა შუა ნავში სარკმლების მოწყობის საშუალებას არ იძლეოდა. შუა ნავიდან განმბრჯენი ძალა გვერდითა ნავების სხვენის სართულში მოწყობილი განივი კედლების საშუალებით გარე კედლებსა და კონტრფორსებზე გადადიოდა. მშენებლობის არასრულყოფილი ტექნიკის გამო კამარების ნაწილმა ერთ საუკუნესაც ვერ გაუძლო და ჩამოინგრა.
სანტ ამბროჯიოს ბაზილიკა არა მარტო კონსტრუქციულ სამშენებლო სისტემის ნოვაციით გამოირჩევა, არამედ ახალი არქიტექტურული სტილით, რომელიც სახასიათო გახდა იტალიის არქიტექტურაში მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში. ამ სტილის საერთო ნიშნებია: სისადავე, ფართო, გაწონასწორებული შიდა სივრცეები, სიმშვიდე. ყველაფერი ეს სრულიად ინდივიდუალურ ინტერპრეტაციას იღებს სანტ ამბროჯიოს ტაძარში თავისებური განათებისა და რთული რიტმის გამო. მთავარი ნავის სივრცით წყობაში კამარების ქუსლებამდე აზიდული პილასტრებით გამოკვეთილი ძირითადი საყრდენების რიტმი შეთავსებულია გვერდითა გალერეების მალების შესაბამის მეორეხარისხოვან მცირე თაღების და საყრდენების რიტმთან. ტაძრის ინტერიერის ამ დინამიურ დანაწევრებას უპირისპირდება ელემენტები, რომლებიც საერთო მთლიანობას უსვამენ ხაზს: გვერდითა თაღედის ერთნაირი ნახევარწრიული არქივოლტები, მალიდან მალზე გარდამავალი თაღოვანი ზოლები. არქიტექტურული ფორმების მთელი ეს სისტემა შესასვლელიდან ნავის სიღრმისკენ ცვალებად შუქ_ჩრდილში იძირება, კრიპტაზე ამაღლებული საკურთხეველი კი პირდაპირი შუქით ნათდება აფსიდებში და გუმბათის რვაწახნაგა Yყელში მოწყობილი მაღალი სარკმლებით.

       ბაზილიკის გარე სახეს ატრიუმი განსაზღვრავს (ერთადერთი, რომელიც ჩრდილოეთში შემორჩა). ატრიუმის დიდებული თაღედი და ჯვრული კამარებით გადახურული გალერეები ტაძრის მთავარი ფასადის თაღედს ეხმიანება მისი ლოჯიებით, რომლებიც ნარტექსის მთელ სიღრმეშია გახსნილი. თაღედის თავზე აღმართული ფრონტონი ფასადს კლასიკურად დასრულებულ შესახედაობას სძენს. ატრიუმისგან, ბაზილიკისაგან და კამპანილებისაგან შემდგარი ანსამბლის მთლიანობას განაპირობებს მთავარი და მეორეხარისხოვანი არქიტექტურული ფორმების ერთიანობა და საშენი მასალა: მუქი წითელი აგური კედლებსა და თაღებში, თლილი ქვა ბოძებში, კაპიტელებში, კამპანილათა ქვედა ნაწილებში და ა.შ.
სანტ ამბროჯიოს სილუეტი დასრულებულია გუმბათის აგურის ოქტაგონით, რომლის წახნაგები შემსუბუქებულია ორ იარუსად მოწყობილი თაღოვანი გალერეებით და შეკრულია შესანიშნავად შესრულებული თაღოვანი სარტყლის სახით დამუშავებული აგურის კარნიზით. მსგავსი გუმბათები ლომბარდიის საკულტო არქიტექტურაში ტიპურ ელემენტად იქცა.

ნახვა: 1209

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters