ძვ.წ. XIX ს-ში ქალაქი ბაბილონის აღზევება, რომელმაც თავისი ძალაუფლების ქვეშ გააერთიანა შუმერო-აქადური სამეფო, დაკავშირებული იყო ამორიტების მიერ შუამდინარეთის დაპყრობასთან.
ბაბილონის კულტურამ დიდ სიმაღლეს მიაღწია. ამ პერიოდში სრულყოფილ სახეს იღებს შუმერული დამწერლობა, რომელიც მთელს წინა აზიაში გავრცელდა. დიდ ინტერესს იწვევს ბაბილონური ლიტერატურა, განსაკუთრებით ეპიკური პოემა გილგამეშის შესახებ.
ძველი ბაბილონის სახვითი ხელოვნების ძეგლებიდან ჩვენამდე ძალიან ცოტამ მოაღწია. მათ მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბაბილონელ ოსტატებს არაფერი პრინციპულად ახალია არ შეუქმნიათ და მხოლოდ გარკვეულწილად ბაძავდნენ გუდეას პერიოდისა და ურის III დინასტიის პერიოდის ხელოვნების ხერხებს.
ბაბილონური ხელოვნების საუკეთესოდ შემონახული ნიმუშია რელიეფი, რომელიც აგვირგვინებს მეფე ჰამურაბის (ძვ.წ. XVIII ს.) კანონთა კრებულს. ეს რელიეფი გამოხატავს მეფე ჰამურაბს, რომელსაც მზისა და სამართლიანობის ღმერთი შამანი გადასცემს კანონებს. ინვესტიტურის ასეთი სცენები ვიზუალურად გადმოსცემდა მეფის ღვთაებრივი წარმომავლობის იდეას. ასეთი სცენები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იქმნებოდა და სასანური ირანის კლდის რელიეფებშიც კი გვხვდება. ჰამურაბის სტელაზე ღვთაება ტახტზე მჯდომარეა წარმოდგენილი. მდგომარე მეფე იღებს მისგან კვერთხსა და მაგიურ წრეს _ ძალაუფლების სიმბოლოებს.
ჰამურაბის პერიოდს განეკუთვნება მარის სახელმწიფოს ძეგლები, რომელიც ევფრატზე მდებარეობდა, ბაბილონის ზემოთ. ქალაქი მარის გათხრების შედეგად აღმოჩნდა ტაძარი და სასახლე. სასახლე წარმოადგენდა საკმაოდ დიდ შენობას, რომელიც 1,5 ჰექტარზე იყო გადაჭიმული. მისი დაგეგმარების პრინციპი ჩვეულებრივია შუამდინარული სასახლეების ხუროთმოძღვრებისათვის: დახურული ნაგებობები თავმოყრილი იყო ღია ეზოების გარშემო. სასახლეში აღმოჩენილი კედლის მხატვრობა (ფინიკის შეგროვების სცენა, საკულტო და ტრიუმფალური სცენები) ძველი ბაბილონის ფერწერის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ძეგლია.
ჰამურაბის სიკვდილიდან ძალიან მალე, ბაბილონი კასიტებმა დაიპყრეს, რომლებიც მმართველობის სათავეში თითქმის 6 საუკუნე იყვნენ (ძვ.წ. XVIII-XII სს.). ამ პერიოდის ხელოვნება ნაკლებადაა ჩვენთვის საინტერესო.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•