სენტ ეტიენის ტაძარი კანში (ნორმანდია)
კერპთაყვანისმცემელი, ველური ვიკინგები საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში Xს-ში ქრისტიანებად მოქცევის შემდეგ იმთავითვე წარმატებულ მმართველებად და მშენებლებად წარმოჩინდნენ. მათ საოცარი სისწრაფით შეითვისეს ოტონთა არქიტექტურა და განავითარეს რომანული სტილის ყველაზე პროგრესული მიმართულებები, ის, რაც შემდეგ გოთიკური არქიტექტურის წყაროდ იქცა.
სენტ ეტიენის ტაძარი კანში (ნორმანდია) ძირითადად განიხილება ნორმანდიული რომანული არქიტექტურის მთავარ მოდელად. მისი მშენებლობა დაიწყო 1067წ. უილიამ ნორმანდიელის (დამპყრობელის) მიერ და დასრულდა, როცა ის დაკრძალეს იქ 1087წ. დასვლეთ ფასადის საოცარი არქიტექტურა უფრო გვიანი გოთიკის ორკოშკიანი ფასადის წინამორბედია. ოთხრიგა მძლავრი საყრდენთა სისტემა სამ ნავად ყოფს ინტერიერს. ასევე სამ ნაწილად არის გაყოფილი კოშკები მათი საყრდენების ზევით, რომელთა კედლების დამუშავების ხასიათი (გამჭოლობა) ქვევიდან ზევით შპილებამდე პროგრესირებს. შპილები გვიანი, გოთიკური ხასიათისაა. სამნაწილიანობა მთელ ფასადზე ვრცელდება, როგორც ვერტიკალურად, ისე ჰორიზონტალურად, რაც კარგად შეკრულ ინტეგრირებულ არქიტექტურას ქმნის. ეს თავის მხრივ პასუხობს ინტერიერის კარგად გააზრებულ სტრუქტურას. როგორც შპეიერის ტაძარი, სენტ ეტიენიც თავდაპირველად ხის მასალით უნდა გადახურულიყო, თუმცა თავიდანვე კედლები არტიკულირებული იქნა მალებშორისი საყრდენი სისტემით (მარტივ ნახევარსვეტებს ენაცვლება სვეტები პილასტრებით), რაც ასარკავდა გეგმარების ზუსტ კვადრატულ სქემატიზმს. ეს მალთაშორისი საყრდენი სისტემა ეფექტურად გამოიყენებოდა 1110წ-ის შემდეგ – საგრძნობლად გვიან, ვიდრე შპეიერსა და მილანში. მისი ამგვარი თავდაპირველი მოწყობა უფრო ესთეტიკური მიზნებიდან გამომდინარეობდა, ვიდრე სტრუქტურულიდან. ნებისმიერ შემთხვევაში სვეტებით შეკრული საყრდენები იჭერენ კამარებს და ატოტილი წიბოები კამარების ფართო ზედაპირს ექვს ნაწილად ჰყოფს.
სანტ ამბროჯიოსთან შედარებით აქ კამარების სიმაღლე შუა ნავის განათების მეტ საშუალებას იძლევა. ისინი ასევე ჭეშმარიტი წიბოვანი (ნერვიურიანი) კამარების სისტემის ადრეულ ნიმუშად მიიჩნევიან. აქ დიაგონალური და გარდი-გარდმო წიბოები ქმნიან სტრუქტურულ კარკასს, რომელსაც ნაწილობრივ უჭირავს მათ შორის არსებული საკმაოდ მასიური პანელები. ასეთი ნერვიურებიან-კამაროვანი სისტემა გოთიკურ პერიოდში უნივერსალურად იქცა და ნორმანი მშენებლების მიერ მათი განვითარება შუა საუკუნეების არქიტექტურის ყველაზე მნიშვნელოვან სტრუქტურულ ინოვაციად მიიჩნევა. სენტ ეტიენში სხვა ელემენტებიც მიუთითებს მომავალ გოთიკაზე: კომპლექსური ბურჯები, რომელთა ბირთვი თითქმის დაფარულია მიმაგრებული პილასტრებით და დატვირთული სვეტებით, კედლის ზედაპირის შემცირება ინტერიერში, რასაც ფართო თაღედის გამოყენება განაპირობებდა. ეს მახასიათებლები გოთიკურის წინამორბედია და ამდენად სენტ ეტიენის ტაძარი კანში საოცრად პროგრესულია, სადაც რომანული სტილის ადრეულ გოთიკურში გადასვლა უკვე აშკარად იკვეთება.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონებაივლისი 15, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – Kimball
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•