ლომბარდიის რეგიონის სამხრეთით იტალიაში შეინარჩუნეს ანტიკური სამშენებლო ტრადიციები და ლომბარდიასთან შედარებით ნაკლებად მიმართავდნენ რომანული არქიტექტურისთვის დამახასიათებელ კონსტრუქციულ ექსპერიმენტებს. ყველა სხვა რეგიონზე მეტად ტოსკანის ხელოვნებამ შეინარჩუნა მჭიდრო კავშირი ადრე ქრისტიანული ბაზილიკის ტრადიციებთან. პიზის საკათედრო ანსამბლი ამ კონსერვატიულ თვისებებთან ერთად ამჟღავნებს XIს-ის ბოლოსა და XIIს-ის იმ დიად კლასიკურ აღორძინებას, როცა არქიტექტორები, ოსტატები, პოეტები და ფილოსოფოსები თავისებური ინტერპრეტაციით წარმოადგენდნენ უკვე ნაცნობ კლასიკურ-ქრისტიანულ პროტოტიპებს. საკათედრო ტაძარი დიდი ხუთნავიანი ნაგებობაა და ყველაზე შთამბეჭდავია თავისი არქიტექტურით რომანულ ტაძრებს შორის (დაიწყო 1063წ. ოსტატ ბუსკეტოს მიერ, ფასადები და მთავარი ნავის დაგრძელება განხორციელდა ტაძრის კურთხევის შემდეგ 1118წ ოსტატ რაინალდის მიერ).
ერთი შეხედვით ის ადრეულ ქრისტიანულ ბაზილიკას ჰგავს, მაგრამ ვრცელი ტრანსეპტი, შუაჯვარედის გუმბათი, მდიდარი მარმარილოს ინკრუსტაცია და ფასადის მრავალრიცხოვანი თაღოვანი გალერეები მიუთითებენ მის რომანულ ხასიათზე. ინტერიერიც, მისი ხის გადახურვით, ნავის თაღედით, კლასიკური სვეტებით, რომლებიც ნავს უწყვეტად მიუყვება, ბაზილიკურ ხასიათზე მეტყველებს. ამ თაღების დამასრულაებელ ჰოტიზონტალურ `თამასაზე დაყრდნობილია ბიზანტიური ხასიათის თაღოვანი გალერეა. არის სხვა გადახვევებიც ბაზილიკიდან: შედარებით დიდი ვერტიკალიზმი და შუაჯვარედში შესამჩნევი არაკლასიკური შეისრული თაღი შესაძლებელია უფრო ისლამური არქიტექტურით შთაგონებული. მუქი მწვანე და კრემისფერი მარმარილოს მონაცვლეობით მიღებული ზოლისებური ინკრუსატაცია განაპირობებს მდიდრულ პოლიქრომიას, რაც ტოსკანას რომანული და გოთიკური არქიტექტურის ნიშან-თვისებას წარმოადგენს.
ცალკე მდგომმა კამპანილამ (1173-1350) გრუნტის არათანაბარი ჯდომის გამო აგებისთანავე დაიწყო დახრა და დღეს ზედა ნაწილი 3.9 მეტრით არის ვერტიკალური ღეძიდან გადახრილი. 1301წ. ჯდომის შემცირების მიზნით კამპანილას (ღერძიდან გარკვეული კუთხით) დააშენეს მეშვიდე იარუსი, თუმცა ამან სასურველი შედეგი არ გამოიღო. რავენას კამპანილების მსგავსად ის ცილინდრული ფორმისაა, მაგრამ გაცილებით მდიდრული, რასაც განაპირობებს მისი დახვეწილი თაღოვანი გალერეებით იარუსებად დაყოფა. ეს თაღოვანი მოტივი ტაძრის ფასადის დამუშავების ხასიათს იმეორებს, რაც ეფექტურად ანათესავებს ამ ორ ნაგებობას ერთმანეთთან. მიუხედავად იმისა, რომ ბაპტისტერიუმის (დაიწყო 1153წ. დიოტისალვის მიერ), ნაწილობრივ გოთიკურად გადაკეთებულ ექსტერიერს (გოთიკური დამუშავება შესრულდა XIIIს. ჯოვანი პიზანოს მიერ) შესაძლოა მცირე დისონანსი შეჰქონდეს სამი ნაგებობისა და მათ მოსაზღვრე კამპო სანტოს (სასაფლაო) ერთიან კომპოზიციაში, ეს ანსამბლი ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილია არქიტექტურის ისტორიაში.
ტეგები:
მაცხოვრის ფრესკა რაღაცით აია სოფიას ფრესკას ჰგავს არა? http://www.qwelly.com/photo/aiasofia
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
2 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•