ლომბარდიის რეგიონის სამხრეთით იტალიაში შეინარჩუნეს ანტიკური სამშენებლო ტრადიციები და ლომბარდიასთან შედარებით ნაკლებად მიმართავდნენ რომანული არქიტექტურისთვის დამახასიათებელ კონსტრუქციულ ექსპერიმენტებს. ყველა სხვა რეგიონზე მეტად ტოსკანის ხელოვნებამ შეინარჩუნა მჭიდრო კავშირი ადრე ქრისტიანული ბაზილიკის ტრადიციებთან. პიზის საკათედრო ანსამბლი ამ კონსერვატიულ თვისებებთან ერთად ამჟღავნებს XIს-ის ბოლოსა და XIIს-ის იმ დიად კლასიკურ აღორძინებას, როცა არქიტექტორები, ოსტატები, პოეტები და ფილოსოფოსები თავისებური ინტერპრეტაციით წარმოადგენდნენ უკვე ნაცნობ კლასიკურ-ქრისტიანულ პროტოტიპებს. საკათედრო ტაძარი დიდი ხუთნავიანი ნაგებობაა და ყველაზე შთამბეჭდავია თავისი არქიტექტურით რომანულ ტაძრებს შორის (დაიწყო 1063წ. ოსტატ ბუსკეტოს მიერ, ფასადები და მთავარი ნავის დაგრძელება განხორციელდა ტაძრის კურთხევის შემდეგ 1118წ ოსტატ რაინალდის მიერ).

       ერთი შეხედვით ის ადრეულ ქრისტიანულ ბაზილიკას ჰგავს, მაგრამ ვრცელი ტრანსეპტი, შუაჯვარედის გუმბათი, მდიდარი მარმარილოს ინკრუსტაცია და ფასადის მრავალრიცხოვანი თაღოვანი გალერეები მიუთითებენ მის რომანულ ხასიათზე. ინტერიერიც, მისი ხის გადახურვით, ნავის თაღედით, კლასიკური სვეტებით, რომლებიც ნავს უწყვეტად მიუყვება, ბაზილიკურ ხასიათზე მეტყველებს. ამ თაღების დამასრულაებელ ჰოტიზონტალურ `თამასაზე დაყრდნობილია ბიზანტიური ხასიათის თაღოვანი გალერეა. არის სხვა გადახვევებიც ბაზილიკიდან: შედარებით დიდი ვერტიკალიზმი და შუაჯვარედში შესამჩნევი არაკლასიკური შეისრული თაღი  შესაძლებელია უფრო ისლამური არქიტექტურით შთაგონებული. მუქი მწვანე და კრემისფერი მარმარილოს მონაცვლეობით მიღებული ზოლისებური ინკრუსატაცია განაპირობებს მდიდრულ პოლიქრომიას, რაც ტოსკანას რომანული და გოთიკური არქიტექტურის ნიშან-თვისებას წარმოადგენს.

       ცალკე მდგომმა კამპანილამ (1173-1350) გრუნტის არათანაბარი ჯდომის გამო აგებისთანავე დაიწყო დახრა და დღეს ზედა ნაწილი 3.9 მეტრით არის ვერტიკალური ღეძიდან გადახრილი. 1301წ. ჯდომის შემცირების მიზნით კამპანილას (ღერძიდან გარკვეული კუთხით) დააშენეს მეშვიდე იარუსი, თუმცა ამან სასურველი შედეგი არ გამოიღო. რავენას კამპანილების მსგავსად ის ცილინდრული ფორმისაა, მაგრამ გაცილებით მდიდრული, რასაც განაპირობებს მისი დახვეწილი თაღოვანი გალერეებით იარუსებად დაყოფა. ეს თაღოვანი მოტივი ტაძრის ფასადის დამუშავების ხასიათს იმეორებს, რაც ეფექტურად ანათესავებს ამ ორ ნაგებობას ერთმანეთთან. მიუხედავად იმისა, რომ ბაპტისტერიუმის (დაიწყო 1153წ. დიოტისალვის მიერ), ნაწილობრივ გოთიკურად გადაკეთებულ ექსტერიერს (გოთიკური დამუშავება შესრულდა XIIIს. ჯოვანი პიზანოს მიერ) შესაძლოა მცირე დისონანსი შეჰქონდეს სამი ნაგებობისა და მათ მოსაზღვრე კამპო სანტოს (სასაფლაო) ერთიან კომპოზიციაში, ეს ანსამბლი ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილია არქიტექტურის ისტორიაში.

 

ნახვა: 384

გამოხმაურებები!

მაცხოვრის ფრესკა რაღაცით აია სოფიას ფრესკას ჰგავს არა? http://www.qwelly.com/photo/aiasofia

RSS

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters