ქართული ფერწერის დიდოსტატმა გრაფიკოსმა, თეატრისა და კინოს შესანიშნავმა მხატვარმა ლადო გუდიაშვილმა უმნიშვნელოვანესი კვალი დააჩნია XX საუკუნის ქართულ ხელოვნებას.
ლადო (ვლადიმერ) გუდიაშვილი დაიბადა 1896 წლის 18 მარტს თბილისში. მამა - დავით გუდიაშვილი რკინიგზაზზე მუშაობდა. ლადოს პატარაობიდანვე აღმოაჩნდა ხატვის ნიჭი.
1910-14 წლებში ლ. გუდიაშვილი სწავლობდა კავკასიის საზოგადოების ნატიფი ხელოვნების, ფერწერისა და ქანდაკების წამახალისებელ სკოლაში. ბევრს ხატავდა, თავიდანვე თავი გამოიჩინა წერის დამოუკიდებელი მანერით, თვით ანტიკურ ფიგურებსაც კი საკუთარი ხედვით წარმოაჩენდა, მონაწილეობდა მასწავლებელთა გამოფენებში და ბევრს მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. 1914 წელს მანდ დაამთავრა სასწავლებელი მხატვარ-პედაგოგის სპეციალობით და მუშაობა დაიწყო თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში. ამავე წელს ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება" დაიბეჭდა ლადოს პირველი ნახატები, მიიწვიეს ამავე ჟურნალის ილუსტრატორად.
ლადო გუდიაშვილის, როგორც შემოქმედის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა შეხვედრა გენიალურ ნიკო ფიროსმანთან, რომელმაც გარკვეული ზეგავლენაც მოახდინა და ბიძგიც მისცა ლადოს შემოქმედებას, მისი ორიგინალურობის გამოკვეთას. ეს ყველაფერი 1915 წელს მოხდა.
1916 წელს ლადომ მონაწილეობა მიიღო ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მოწყობილ სამხრეთ საქართველოს ექსპედიციაში - იგი გაეცნო ქართული კულტურის ძეგლებს, ეკლესიებიდა გადაიღო ფრესკის პირები, შეისწავლა მათი შესრულების ტექნიკა.
1918-19 წლებში . გუდიაშვილმა მოხატა ქარტველი პოეტების კლუბები თბილისში: "პოეტების საამქრო", "ფანტასტიკური სამიკიტნო", კაფე "ქიმერიონი" (რომელიც დღეს აღდგენილია რუსთაველის თეატრში.) მოგვიანებით, 1927 წელს, მანვე მოხატა სასტუმრო "რიანტის" ვესტიბიული, 1947 წელს კი პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის შეთავაზებით ქაშუეთის ეკლესიის საკურთხეველი, სადაც მან პირველად გამოიყენა ენკაუსტიკის მეთოდი და ფრესკების მოხატვა ბრწყინვალედ განახორციელა.
1919 წელს ლადო გუდიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქართველ მხატვართა საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენაში, სადაც წარმოადგინა 70-ზე მეტი ნახატი. ამ გამოფენამ დიდი წარმატება და არიარება მოუტანა მხატვარს. გამოფენის შემდეგ იგი მივლინებულ იქნ პარიზში რონსონის ე.წ. "თავისუფალ აკადემიაში", სადაც 1926 წლამდე დაჰყო.
პარიზში ლადო გუდიაშვილი დაუმეგობრდა პაბლო პიკასოს, ამადეო მოდილიანის, სესიუ კონიაკას, ლუი არაგონს და სხვა გამოჩენილ ადამიანებს.
1920 წელს ლადომ მონაწილეობა მიიღო პარიზის "საშემოდგომო სალონის" გამოფენაში და წარმატებაც მოიპოვა. ფრანგი კრიტიკოსი და ხელოვნებათმცოდნე მორის რეინალი წერდა: "ლ. გუდიაშვილის სურათები გაღელვებს, გხიბლავს. მხატვარი გაყვარებ საქართველოს, რომელიც თვალით არ გინახავს". ლ. გუდიაშვილმა მონაწილეობა მიიღო აგრეთვე ამერიკაში და ბელგიაში გამართულ გამოფენებზე. 1925 წელს პარიზში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა. პარიზმა და მონ-მარტმა საბოლოოდ აღიარეს ქართველი მხატვარი. პრესა ფართოდ აშუქებდა მის შემოქმედებას, ფრანგულ ენაზე დაიბეჭდა მორის რეინალის მონოგრაფია "ლადო გუდიაშვილი", მისი ნამუშევრები შეიძინეს კერძო კოლექციონერებმა, მადრიდის სამეფო მუზეუმმა "პრადომ" (შემდგომში მისი სურათები გამოიფინა მსოფლიოს 30 ქვეყანაში).
ლადო გუდიაშვილი სამშობლოში დაბრუნდა როგორც სახელმოხვეჭილი მხატვარი და 1926 წლის აპრილში თბილისსი პერსონალური გაოფენით წარსდგა ქართული საზოგადოების წინაშე.
ამავე წელს იგი მიიწვიეს თბილისის სამხატვრო აკადემიაში სადაც 1927 წლიდან, როგორც პროფესორი, ასწავლიდა მომუმენტურ-დეკორატიულ მხატვრობას, აქტიურად მუშაობდა როგორც ფერმწერი, გრაფიკოსი (წიგნების გაფორმება, ილუსტრაციები), თეატრისა და კინოს მხატვარი, მონუმენტალისტი.
აკადემიაში მან აღადგინა და სტუდენტებს შეასწავლა მივიწყებული ქართული ფრესკული ხელოვნების საფუძვლები.
ლადო გუდიაშვილი ეკუთვნის ქართველ მხატვართა იმ თაობას, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული ხელოვნებაში ეროვნული, ქართული ფორმის ძიება. უცხოეთში დიდი ხნით ყოფნის მიუხედავად, მან არ მიიღო აბსტრაქციონიზმის სხვადასხვა სახეები და კუბიზმი. ლადოს თავიდანვე ჰქონდა მიდრეკილება დეკორატიულობისა და მახვილი ექსპრესიულობისადმი, რაშიაც ეროვნულ თავისებურებათა გამოვლინებას ხედავდა. პარიზში ყოფნისას მან ქართულ სამხატვრო ტრადიციებს ევროპული სურნელი შესძინა, წარმატებით დაეუფლა ფერადობის, მოხაზულობისა და კომპოზიციის საიდუმლოებებს, თუმცა ბოლომდე ქართველ მხატვრად დარჩა და შეინარჩუნა საკუთარი ხელწერა.
მასზე საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა ძველმა ქართულმა კედლის მხატვრობამ და მინიატურამ. შემოქმედების პირველ წლებში გუდიაშვილის თემატიკა მოიცავდა ერთი მხრივ, ძველი თბილისის ბოჰემური ცხოვრების სცენებს (სავარაუდოდ ფიროსმანის გავლენით); მეორე მხრივ, საქართველოს წარსულის მიერ შთაგონებულ ლეგენდებსა და სიუჟეტებს ("კინტოების ქეიფი ქალთან", 1919, "მოქეიფენი ეტლში", "თევზი ცოცხალი", "სადღეგრძელო გარიჟრაჟზე", სამივე 1920 წ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; "ნადირობა", 1920, მხატვრის სახელოსნო, "იდილია", 1920, ხელოვნების მუზეუმი, "ქალი კლდეებში", 1923, მხატვრის სახელოსნო, "ირმის ტბის პირას", 1923, ხელოვნების მუზეუმი, "ხაში", "ძველი თბილისი" და სხვა.).
თბილისური ბოჰემისადმი მიძღვნი საუკეთესო სურათებში მხატვარი ღრმა დრამატულ გამომსახველობას აღწევს. პარიზში ყოფნის დროს ჩაეყარა საფუძველი მორალური და სოციალური თემებისადმი მიძღვნი სატირული ხასიათის ნახატების ციკლსაც.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ მხატვრის თემატიკა ფართოვდება. მის შემოქმედებაში აისახა ჩვენი ერის წარსული ("ლეგენდა თბილისის დაარსებაზე", 1946, მასწავლებლის სახლი, "ყეენობა თბილისში", 1937, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, "საკადრისი პასუხი", 1945, მხატვრის სახელოსნო), ისტორიულ პირთა და თანამედროვეთა პორტრეტები ("ნიკო ფიროსმანაშვილი", 1928, ხელოვნების მუზეუმი, "ნიკოლოზ ბარათაშვილი", 1941, "ბექა და ბეშქენ ოპიზრები", 1946, ორივე მხატვრის სახელოსნო, "თამარ ციციშვილი", 1940, ხელოვნების მუზეუმი, "ნინო გუდიაშვილი" (მხატვრის მეუღლე), 1937, მხატვრის სახელოსნო, "აკადემიკოსი დ. უზნაძე", 1945, კერძო კუთვნილება), ადამიანის ნათელი და ბნელი საწყისების ამსახველი ჟანრული სცენები ("ბოროტი ოჯახი", 1929, "ფლიდი ცოლი", 1944, "ახალი და ძველი", 1932, "ვეფხვის მკურნალი", 1934, ყველა მხატვრის სახელოსნო და სხვ.).
გუდიაშვილის შემოქმედებაში მნიშვნლოვანი ადგილი უკავია ამაღლებულისა და მშვენიერების თემას, რომელსაც მხატვარი დიდი სითბოთი და პოეტური აღფრთოვანბით გადმოგვცემს ("მაია სატრფოს მოლოდინში", 1940, "საქორწინო განბანა", 1942, "ეთერი სარკის წინ", 1940, სამივე მხატვრის სახელოსნო, "გოგონები საყვარელ ნაკადულთან", 1943, კერძო კუთვნილება). განსაკუთრებით აღსანიშნავი II მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი გრაფიკული სერია ("საზიზღარი ქვეწარმავალნი", 1942, "ჰიტლერის ფანტაზიის კოსმოსური გაფრენა", 1943, "აგრესორის ულტიმატუმი", 1942, ყველა მხატვრის სახელოსნო).
ქართველ მხატვართაგან გუდიაშვილმა პირველმა დაასურათა და გრაფიკულად გააფორმა "ვეფხისტყაოსანი" (1934), მასვე ეკუთვნის სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე-სიცრუისა"-ს ილუსტრაციები, რომელიც 1958 წელს შესრულდა, 1962 წელს "ბალავარიანი". მრავალი ქართული თუ უცხოური წიგნის დასურათება. მისი ნახატები გამოირჩევა დახვეწილი და ადსრულებული კომპოზიციით, დეკორაციულობითა და ზოგჯერ ორნამენტულობით, ხაზის განსაკუთრებული სიფაქიზით, მკვეთრი ინდივიდიუალობით.
1957 წელს თბილისსი, სურათების სახელმწიფო გალერეაში გამოიფინა ლ. გდიაშვილის 1000-ზე მეტი ნამუშევარი, რამაც უდიდესი აღიარება მოუპოვა მხაატვარს. მას ქართველ მხატვართაგან პირველს მიენიჩა რუსთაველის პრემია (1965), საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვრობა (1972), შრომის გმირობა (1976). მისმა შემოქმედებამ ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. გამოცემულია მისდამი მიძღვნილი მრავალი ალბომი და წიგნი როგოროც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ.
ლადო გუდიაშვილი გარდაიცვალა 1980 წლის 20 ივლისს. დაკრძალულია მთაწმინდაზე.
ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გუდიაშვილი, პარიზი, ხელოვნება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
2 მოწონება
ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
1 Like
Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1. Choose the Right Class for Your Playstyle
At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️
სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.
Early Lifetime and Background…
© 2025 George.
•