ადამიანების უკვდავყოფა, უკვდავმყოფელსაც უკვდავებას სძენს!
მერაბ ბერძენიშვილმა ეს უკვდავება მრავალი ნამუშევრით მოიპოვა. წარმოიდგინეთ თბილისი, ფილარმონია მუზის გარეშე. ანდა, სააკაძის მოედანი, სააკაძის გარეშე, თბილისი უდავითაღმაშენებლოდ და დიდგორი ხმლების გარეშე? მზიურში არმდგარი ნოდარ დუმბაძის მემორიალი, და წიგნს ჩახუტებული გურამიშვილი? ის კი არა, მეტრო მარჯანიშვილში კოტეც არ იქნებოდა გამოჭიმული.
2016 წლის 17 სექტემბერს, გარდაიცვალა მერაბ ბერძენიშვილი, ქართველი მოქანდაკე, გრაფიკოსი, ფერმწერი.
დაიბადა თბილისში, 1929 წელს, ზაფხულში, 10 ივნისს. სკოლის დამთავრების შემდეგ, სამხატვრო აკადემიას მიაჭურა და მოქანდაკის პროფესიას დაეუფლა. დამტავრების (1956) შემდეგ განშორებია აკადემიას და იქვე დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. 1988 წლიდან, პროფესორის ხარისხში. მეტწილად მონუმენტურ ქანდაკებებს აკეთებდა განსაკუთრებული პლასტიკურობით, დინამიურობით, სიცოცხლით სავსე ქანდაკებებს.
ცნობილ ნამუშევართა შორის:
დავით გურამიშვილი, თუჯი, 1965 წელი
თავის ერთ-ერთ წერილში (დაწერილია 1979 წელს), მერაბ ბერძენიშვილი იხსენებს:
საშინელ დღეში ვიყავი. ლენინგრადში კვლავ კომისიას უნდა ენახა იგი (დავით გურამიშვილის ქანდაკება), რომ გამოეყოთ ბრინჯაო. კომისიის თავმჯდომარეს ჩემი ნამუშევარი არ მოეწონა და ბრინჯაოზე უარი თქვა:
- თქვენ სად გინახავთ ასეთი ქართველი? - მკითხა მან.
- მე ქართულ ქანდაკებებს ვაკეთებ და არა იმ ქართველებს, რომლებსაც თქვენ იცნობთ მოსკოვში, ცხვირიღა რომ შერჩენია ქართული.
იგი ადგა, უეცრად პალტო მიართვეს და ყველას დაემშვიდობა. იქ დარჩენილებმა იმსჯელეს და თუჯი გამომიყვეს ჩამოსასხმელად.
ჩამოსხმული ქანდაკება ჩამოვიტანე თბილისში. აქ აღარავის ახსოვდა მის შესახებ რამე. მე იგი სპილენძით დავაფარინე. ქანდაკება 1960 წლიდან 1965 წლამდე დიდუბეში («იუჟნი პარკი») პერონზე ეგდო. დღესაც იქ იქნებოდა, მე რომ არ მემოქმედა. ძალიან დიდ რისკზე მივდიოდი. უტილიტარულ ქანდაკებებს მიჩვეულთ, ვუდგამდი მხატვრულ ქანდაკებებს. დიდი წინააღმდეგობები მეღობებოდა. დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე მუშებთან ერთად ვცოდვილობდი. ხან რა სჭირდებოდათ, ხან – რა. ვინ იყო მშველელი, ვის აინტერესებდა გურამიშვილის ქანდაკება. ამიტომ მე ვიყავი ყველაფრის მშოვნელიცა და შედეგით დაინტერესებულიც. დაღლა რა იყო, არ ვიცოდი.
დავით გურამიშვილის ძეგლი, მერაბ ბერძენიშვილის პირველი ნამუშევარია.
რუსთაველი, ბრინჯო, 1966 წელი
მედეა, ბრინჯაო, ბიჭვინთა, 1968 წელი
გიორგი სააკაძე, ბრინჯაო, კასპი, 1971 წელი (ფოტო "კასპობა 2015"-დან)
მუზა, ბრინჯაო, 1971 წელი
კიდევაც დაიზრდებიან, 1975 წელი
გიორგი სააკაძე, 1975 წელი
მიღებული აქვს არაერთი დიპლომი, პრემია, ჯილდო, წოდება
• მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომი (1960)
• საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965)
• სსრკ სახელმწიფო პრემია (1967)
• შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია (1975)
• თბილისის საპატიო მოქალაქე (1983)
• საქართველოს სახელმწიფო პრემია (1995)
• ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ფ. ნანსენის სამახსოვრო მედალი (2001)
• ჯილდო "XX საუკუნის მიღწევებისათვის" (2002)
კოტე მარჯანიშვილი, დურალუმინი, 1966 წელი
მეტროსადგურ მარჯანიშვილში, კოტე მარჯანიშვილის ბიუსტიც მერაბ ბერძენიშვილს ეკუთვნის.
სულხან-საბა ორბელიანი, 1976 წელი
ნოდარ დუმბაძე
ნოდარ დუმბაძის მემორიალი, ბრინჯაო, 1986 წელი
დიდგორის მემორიალი, 1991 წელი
ტიციან ტაბიძე, ბრინჯაო, 1994 წელი
დიდების მემორიალი
დავით აღმაშენებელი, 1997
ყოვლად წარმოუდგენელია ერთი სტატიის ფარგლებში მისი ყველა ნამუშევარი წარმოადგინო. მერაბ ბერძენიშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქართულ კულტურაში, ხელოვნებაში. მისი ქანდაკებები მისი მარადიული ხსოვნის სიმბოლოდ დარჩება კაცობრიობას!
ტეგები: Qwelly, art, ბერძენიშვილი, ბიოგრაფია, მოქანდაკე, ქანდაკება, ქველი, ხელოვნება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა riya sharma_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 4:15pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The global Radiopharmaceuticals Market is experiencing substantial growth as healthcare systems increasingly adopt nuclear medicine technologies for advanced disease diagnosis and treatment. Radiopharmaceuticals, which combine radioactive isotopes with pharmaceutical compounds, are widely used in imaging and targeted…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at a robust CAGR of 8.1% during the forecast period from 2025 to 2033. One of the primary factors driving the growth of the gallium market globally is the surging demand for high-performance semiconductors and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
© 2026 George.
•