ფიროსმანი მოვლენა იყო ქართულ მხატვრობაში. მისმა გენიალურმა ქმნილებებმა დიდი აღიარება ჰპოვა არა მარტო სამშობლოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მაგრამ იგი ამ აღიარებას არაერთი დიდი ხელოვანის მსგავსად, თავის სოცოცხლეში ვერ მოესწრო.
ნიკო ფიროსმანმა (ფიროსმანაშვილმა), ღმრთისაგან ნიჭიერებით უხვად დაკილდოებულმა ამ თვითნასწავლმა გენიოსმა, რომელმაც თავისი მხატვრული ტილოების სახით შეუფასებელი სიმდიდრე დაუტოვა კაცობრიობას, უკიდურეს სიდუხჭირეში დალია სული.
მხატვრის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცნობების შეგროვება მოხერხდა მის თანამედროვეთა მონათხრობების მიხედვით ფიროსმანის ბიოგრაფიიდან მხოლოდ ის ვიცით, რომ იგი დაბადებულა კახეთში, სოფ. მირზაანში, გლეხის, ასლან ფიროსმანაშვილის ოჯახში 1862 წელს. მალე მისი ოჯახი შულავერში გადასახლებულა
წერა-კითხვია, როგორც ჩანს, სოფლად ისწავლა. კლასიკური განათლება არ მიუღა, არც სპეციალური სამხატვრო სასწავლებელი დაუმთავრებია. მშობლების გარდაცვალების შემდეგ (ისინი ნაადრევად გამომშვიდობებიან ამ წუთისოფელს), ნიკალა (ასე ეძახდნენ მას ახლობლები და მეგობრები) თბილისში გადმოსულა საცხოვრებლად, თუმცა ბინა არ ჰქონია.
XIX საუკუნის 80-იან წლებში თვითნასწავლ მხატვართან გ. ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო, სადაც ღებულობა აბრების შეკვეთებს.
1890-94 წლებში ფიროსმანს კონდუქტორად უმუშავია ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც უცდია ბედი, მაგრამ ამ საქმისგან იგი ძალზე შორს იყო.
უსახლკარგო გენიოსი თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, ასევე ქმნიდა პორტრეტებს და ულამაზეს სურათებს, რომელთა უმეტესობას ჩალის ფასად ჰყიდდა, ან უბრალოდ საჩუქრად უტოვებდა მედუქნეებს. ბევრს შრომობდა, მაგრამ გაჭირვებას თავი მაინც ვერ დააღლწია.
ქართველმა მხატვრებმა სცადეს მისი ხვედრის შემსუბუქება, მაგრამ რეალურად ვერაფრით დაეხმარნენ. უმძიმესი ცხოვრებით დაღლილი და გატანჯული ფიროსმანი მარტოობაში გარდაიცვალა კიბის ქვეშ შემოფარგალულ და ცივ ადგილას. ისიც არავინ იცის დანამდვილებით, თუ სად დაასაფლავეს ეს უდიდესი მხატვარი.
ფიროსმანის, როგორც მხატვრის აღმოჩენაში, მისი სურათების შეგროვებასა და ორიგინალური შემოქმედების პროპაგანდაში განსაკუთრებული ღვაწელი მიუძღვით ძმებ ზდანევიჩებს - მხატვარ კირილ ზდანევიჩს და პოეტ ილია ზდანევიჩს, აგრეთვე მხატვრებს - მ. ლე დანტიუს, დიმიტრი შევარდნაძეს, ლადო გუდიაშვილს, დავით კაკაბაძეს და სხვ. მოგვიანებით ფიროსმანის ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი ცნობები მოიპოვა გოგლა ლეონიძემ, რომელიც მხატვრის დიდი გულშემატკივარი იყო.
1918 წელს თბილისში გაიმართა ქართველ მხატვართა პირველი დიდი გამოფენა, რომეზეც წარმოდგენილი იყო ფიროსმანის ნამუშევრებიც. XX საუკუნის 20-იან წლებში გამოიცა მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი კრებული, იბეჭდებოდა სტატიები მის შესახებ.
ფიროსმანის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა 50-იან წლებში. მასზე გამოიცა წიგნები საქართველოში და საქართველოს საზღვრებს გარეთ, შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი "ფიროსმანი" (ნიკალას როლს ასრულებდა მხატვარი ავთო ვარაზი), დაიწერა მისდამი მიძღვნილი პიესები, მუსიკალური ნაწარმოებები. მოეწყო ფიროსმანის ნახატების გამოფენა ევროპის მრავალ ქვეყანაში. ცხადი გახდა, რომ საქმე გვქონდა გენიალურ მხატვართან. თბილისში დაიდგა ფიროსმანის ძეგლი, მხატვრის მშობლიურ სოფელში მირზაანში გაიხსნა ფიროსმანის სახლ-მუზეუმი.
მხატვრის ნამუშევართა დიდი ნაწილი ამჟამად ინახება საქართველოს ხელვონების სახელმწიფო მუზეუმში, აგრეთვე უცხოეთის მუზეუმებში, თბილისისა და უცხოეთის კერძო კოლექციებში.
სურათების შექმნის ქრონოლოგია დღემდე დაუდგენელია.
ფიროსმანი პრიმიტივისტ მხატვართა ჯგუფის წარმომაგენელია. იგი წერდა მუშამბაზე. მის სურათებში შეიმჩნევა, რომ ავტორს სპეციალური განათლება არ მიუღია, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს მის მიერ შექმნილი სამყარს მთლიანობას, პირიქით, ერთგვარად წარმოაჩენს კიეც მათ თავისებურებასა და ორიგინალობას. ნიკალას სურათების უპირველეს ღირსებას და ძალას შეადგენს მათი შინაგანი სიმართლე, უშუალობა დიდი ექსპრესიულობა, ხასიათის მაკიო გამოხატვა. მას შესწევს ყველაფერში არსებითის ტიპიურის დანახვისა და განზოგადების უნარი. მისი სურათების კოლორიტი მკაცრია, ზოგჯერ თითქმის მონოქრომული. მათში იგრძნობა ავტორის მახვილი კომპოზიციური ალღო. განურცევლად ზომისა, ფიროსმანის ნახატებს შინაგანი მნიშვნელობა და მონუმენტურობა ახასიათებს, რითაც იგი ძველ ქართულ კედლის მხატვრობას ენათესავება.
ფიროსმანის მემკვიდრეობის გაცნობისას ნათელი ხდება მხატვრის ინტერესთა მრავალფეროვნება, ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა და შეგნებული თანმიმდევრობა.
ფიროსმანის შემოქმედებამ XX საუკუნის 10-20-იანი წლების მიჯნაზე, როდესაც ხელოვნებაში მწვავედ დაისვა ქართული ეროვნული ფორმის ძიების საკითხი, დიდი გამოძახილი ჰპოვა ქართველ მხატვართა ახალი თაობის წარმომადგენლებში, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ფიროსმანი ეორვნულ ნიადაგზე აღმოცენებული მხატვარია.
ფიროსმანის თემატიკა აღბეჭდილია იმ აგრემოთი, რომელშიც უხდებოდა მას ცხოვრება. მის შემოქმედებაში დიდია დგილი უკავია ქეიფის სცენებს, რომლებიც არსებითად თბილისელ ვაჭარ-ხელსანთა, მიკიტნების, ზოგჯერ თავადების ჯგუფურ პორტრეტებს წარმოადგენენ ("ბეგოს კამპანია", "ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან", "თავადების ქეიფი მინდვრად", "ხუთი თავადის ქეიფი", 1906, თბ., საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). ზოგჯერ ქეიფის სცენები გაშლილი პეიზაჟის ფონზე ("სვირი", საქართველოს ხელოვნების მუზეუმი) ან ჩართულია მრავალფიგურიან "პანორამულ" კომპოზიციებში ("ვერის ხიდი", "კახეთის ეპოსი", "ქეიფი რთველში"). თემატურად სცენებს ენათესავება ნატურმორტები და აბრები. ნიკალას იზიდავდა სოფლის ბუნება და ცხოვრება ("რთველი", "დღეობა ბოლნისში", "გლეხის ქალი ვაჟით", "გლეხკაცი ვაჟით", "წყალზე მიმავალი ბავშვებიანი დედაკაცი", "კალოობა" - საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). მხატვარს იშვიათად იზიდავდა ქალაქური პეიზაჟები ("ბათუმი", "ფუნიკულიორი" - საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).
განსაკუთრებული პოეტური შთაგონებით არის აღბეჭდილი ფიროსმანის მიერ დახატული ღამის სცენები ("არსენალის გორა ღამით" - მოსკოვი, კერძო კოლექცია, "ყაჩაღმა ცხენი მოიპარა", "დათვი მთვარიან ღამით" - საქართველოს სხელოვნების მუზეუმი). მკვეთრი სოციალური დახასიათებებით გამოირჩევა ფიროსმანის მიერ თილისელი ხელოსნების, მედუქნეების, კინტოების, ბოჰემის წარმომადგენელთა, აგრეთვე მუშების პორტრეტები ("გოგონა საჰაერო ბუშტით" - მოსკოვი, კერძო კოლექცია; "მდიდარი კინტოს შვილი", "მეეზოვე", "ორი მუშა", "აქტრისა მარგარიტა", "ორთაჭალის ტურფები", "მუშა სოსო", "მებადური" - საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). სოციალური კონტრასტი ბრწყინნვალედ არის წარმოჩენილი სურათში "უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი შვილებით" (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).
ფიროსმანი პირველი ქართველი ანიმალისტია. იგი ცხოველთა გამოსახულებებში ხშირად გარკვეულ სიმბოლურ-მორალურ აზრს აქსოვდა. განსაკუთრებულად შთამბეჭდავად აღქმება მისი "ირემი", "ჟირაფი", "თეთრი ღორი გოჭებით", "შავი ტახი", "თეთრი დათვი", "არწივს კურდღელი დაუჭერია" და სხვ. (საქართველოს ხელვონების მუზეუმი).
ფიროსმანს ძლიერ იზიდავდა ისტორიული თემები და პერსონაჟები ("რუსთაველი", "თამარ მეფე", "ერეკლე II", "გიორგი სააკაძე", "შეთე გზას უჩვენებს ბარიატინსკის შამილის დასაჭერად" და სხვ.). ნიკალას ზოგიერთი სურათი ქართული თეატრის სპექტაკლებით არის შთაგონებული (დ. ერისთავის "სამშობლო", ვ. განუას "და-ძმა").
ფიროსმანის შემოქმედება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა უცხოელ მხატვართა წრეებში, მისით აღტაცებული ყოფილა დიდი პაბლო პიკასო. 2008 წლის 6 თებერვალს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და საფრანგეთის იონის მხარის გენერალური საბჭოს პრეზიდენტმა სენატორმა ჰენრი დე რენკურმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც ფიროსმანისა და პიკასოს გამოფენების მოწყობას ეხებოდა. 30 ოქტომბერს საფარნგეთის ქალაქ ვეზელეს ზერვოსის მუზეუმში ნიკო ფიროსმანიშვილის გამოფენა გაიხსნა, 2009 წელს კი სიღნაღის მუზეუმმა პაბლო პიკასოს გამოფენას უმასპინძლა. რაც დრო გადის, ამ გენიალური მხატვრის პოპულარობა უფრო და უფრო მატლობს და ეს სავსებით კანონზომიერია.
ტეგები: Niko_Phirosmani, Qwelly, ბიოგრაფია, კოლექცია, მხატვარი, ნიკალა, პრიმიტივიზმი, ფიროსმანი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
2 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•