ონტოარტი
ონტოარტი ეს ყოფის ხელოვნებაა. მისი დასახელება წარმოსდგება ბერძნული სიტყვა ”ონტო”-ს რაც ყოფას ნიშნავს და ხელოვნების აღმნიშვნელი ლათინური სიტყვა ”Art" (არტი)”_ისგან. ონტოარტი ხელოვნების თანამედროვე მიმდინარეობაა, რომელიც ჩამოყალიბდა იტალიაში გასული საუკუნის 70 იან წლების ბოლოს ანტონიო მენეგეტტის მიერ, იგი არის მხატვარი, მუსიკოსი, მაღალი მოდის სტილისტი და ამავედროს აქვს დოქტორის ხარისხი მეცნიერების რამოდენიმე დარგში (ფილოსოფია, თეოლოგია, სოციალური მეცნიერებანი). ანტონიო მენეგეტტიმ ონტოარტის სახით დაარსა ხელოვნების ახალი მიმდინარეობა,რომელშიც გაერთიანდნენ მხატვრები, მოქანდაკეები, არქიტექტორები, დიზაინერები და ფოტოგრაფები თითქმის მთელი მსოფლიოდან. იგი ყურადღებით აკვირდება მათ პროექტებსა და ნამუშევრებს და საჭიროების შემთხვევაში სათანადო კონსულტაციებს აწვდის. ონტოარტი დაარსდა როგორც მხატვრული კულტურა, რომელიც ამკვიდრებს ესთეტიკის მეტაფიზიკურ სემანტიკას. ონტოარტის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს ახალი არტისტული ფორმების ძიება, ხოლო ამ ხელოვნების კონცეფცია- სუფთა, ჯანსაღი და გულწრფელი ცხოვრების დამკვიდრებაა. ასევე ის რომ თვითოეულმა ადამიანმა იპოვოს საკუთარი მოწოდება და საკუთარი ადგილი გარემომცველ სამყაროში. ეს ნამუშევრები თითოეული ადამიანის სულში სწორედ ამ სურვილს აღვიძებენ. ონტორტის ხელოვნება აღიარებს და ამკვიდრებს ყველაფრის ნამდვილობასა და სიჯანსაღეს, ეს ბუნებრივი წესრიგია. იგი უჩვეულო და ჭეშმარიტად ადვილად საცნობი სტილია. აქ უხვადაა ნათელი ფერის ლაქები, რომლთა შეხედვისასაც ადამიანი რაღაც მომენტში ხედავს განსაზღვრულ გამოსახულებას და მათ იქით გარკვეულ აზრს კითხულობს. ონტოარტი თავის თავში ორ მომენტს მოიაზრებს ერთი მხრივ ესაა ამ სტილის ხელოვნების ნაწარმოები, მეორე მხრივ სიბიექტის მიერ ამ ნაწარმოების განსაკუთრებული, ინდივიდუალური სახის აღქმის მცდელობა. ეს თამაშია, სადაც მნახველი ხელოვნების უშუალო მონაწილე ხდება. ონტოარტი თავისი არსით ყოფის ხელოვნებაა, და რადგან ხელოვნება ადამიანის სულის ერთ ერთ მნიშვნელოვან გამოვლინებას წარმოადგენს, ამიტომ იგი ყოველი ადამიანის შინაგანი მოთხოვნილება ხდება. ეს თანამედროვე ხელოვნება ეხმარება ადამიანს იპოვოს გზა საკუთარი სულის შინაგანი სწრაფვისაკენ, ეხმარება მას სამყაროს შემეცნებასა და მის გარშემო არსებული სილამაზის შეგრძნებაში, რათა შევიგრძნოთ ჩვენს გვერდით არსებული რეალური სამყარო, ოღონდ იმ ერთი პირობით, რომ ჩვენ მზად ვართ გავიგოთ და აღვიქვათ ამ ხელოვნების არსი. ონტოარტის ძირითადი სიმბოლო- სილამაზე, სიჯანსაღე, სახეთა სისუფთავე, სინორჩე და ახალგაზრდობაა. მისი ნიშნები ადვილად აღსაქმელია და ისინი განამტკიცებენ ბუნებისა და ადამიანის სუფთა და უშუალო კავშირს. შეგრძნებების მხრივ კი თვითოეული ნამუშევარიდან უდიდესი ენერგია მოედინება - შეიგრძნობა მათგან მომდინარე როგორც ნაზი, რბილი და ჰარმონიული, ასევე უფრო დრეკადი და ძლიერი ტალღები, ისე როგორც სინამდვილეში სუფთა ჰაერზე ყოფნას ახლავს ხოლმე. ალბათ ესაა მთავარი მიზეზი, რომ ონტოპორტი ასე დიდებულად ჩაეწერება და ზოგჯერ მთლიანადაც ქმნის ინტერიერებს ამ სტილში.
ონტოარტის სტილის ინტერიერები ეს პირველრიგში ხარისხიანი ბუნებრივი მასალები და ინტერიერის სხვადასხვა ელემენტებში ონტოარტის ფერწერის გამოყენებაა, სადაც ინტერიერების შესაქმნელად პრინტის ნახატები გამოიყენება პანოებად, შპალერებად, ფარდების დეკორად, ხალიჩების ორნამენტებად, ავეჯის თუ ინტერიერის დეტალებისა და სხვადასხვა საგნებისა თუ აქსესუარების შესამკობად. მნახველი, რომელიც ერთხელ მაინც ნახავს ონტოარტის სტილის ინტერიერს ყოველთვის იცნობს მას თავისი მხატვრული გადაწყვეტის განუმეორებელი და განსაკუთრებული მანერით. არქიტექტურა ონტოპორტის სტილში განგვაცვიფრებს, აღგვაფრთოვანებს და ზოგჯერ გაგვაოგენებს კიდეც, იგი თითქოს ადამიანს საკუთარ წყენაზე აამაღლებს და აძლევს საშუალებას ყოფის სიღრმეებში შეაღწიოს. იგი იპყრობს როგორც ჩვეულებრივი ადამიანბის ასევე პროფესიონალთა ყურადღებას. ონტოარტის სტილის ინტერიერის ძირითადი ელემენტები ონტოარტის სტილით შესრულებული ნამუშევრები (ფერწერული თუ გრაფიკული ნახატები)ამ სტილის სიუჟეტური სურათების გამოყენება ინტერიერის სხვადასხვა დეტალებში ბუნებრივი და ხარისხიანი მასალების გამოყენება ბუნებრივი ფორმები და პროპორციები;-ფუნქციონალურობა და უბრალოება ეს ყოველივე ლამაზი და ჯანსაღი გარემოს ფორმირების საწინდარია.
ონტოარტის სტილი ინტერიერი ძლიერი და ცოცხალი გარემოა, რომელიც წარმატებისა და წინსვლის ხელსემწყობადაც შესაძლოა იქცეს, რადგან იგი მხოლოდ პოზიტიურ იმპულსებს გამოსცემს და პოზიტიურ გავლენას ახდენს პიროვნებაზე და მის გარემომცველ გარემოზე. აქ ჯანსაღი ენერგეტიკაა, რომელიც თითოეული ონტოარტული ნივთიდან თუ დეტალიდან მომდინარეობს და მიმართულია პიროვნების ფიზიკურ თუ სულიერ განვითარებისაკენ, მისი შინაგანი პოტენციის გახსნისაკენ. ონტოარტული ინტერიერი კლასიკური დიზაინის კანონებს იცავს, თუმცა უარს არ ამბობს ეკლექტურ თუ სტილების ნაირსახეობის გამოყენებაზე. ამ ინტერიერებში შესაძლებელია შევხვდეთ როგორც ანტიკვარულ საგნებს, ასევე საგნებს, რომლებიც დროს რამოდენიმე ათწლეულებით უსწრებენ წინ. უმეტესად გამოიყენება რბილი, ასევე გლუვი, მოცულობითი თუ აეროდინამიური ფორმების მქონე საგნები. ონტოარტი თავისი ფერწერული სურათებითა თუ თანამედროვე ბეჭვდითი ტექნიკის საშუალებით შექმნილი ნახატებით, განსაკუთრებით კარგად ერწყმის ჰაი-ტეკის უბრალო და დახვეწილ ფორმებს, სადაც ეს ნახატები შესაძლოა დატანილი იქნეს ტექსტილზე, გადასაფარებლებზე, ხალიჩებზე და ბევრ სხვა საგანზეც, ასევე ეს სურათები შესაძლოა პანოების, შპალერის ან კერამიკული ფილების სახით იყოს წარმოდგენილი. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ ონტოარტი აბსტრაქცია არაა, მის დინამიურობასა და ქრომატიზმს უკან განსაზღვრული რეალობა დგას, რომელიც მხატვრულადაა გადმოცემული. ონტოარტის დიზაინში მნიშვნელოვანია ყველა წვრილმანი, რომლის საერთო ღერძს შეადგენს იდეა, რომელიც თვით ცხოვრებისაგანაა ნაკარნახევი:-გაანთავისუფლოს ყოფითი გარემო მკაცრი ფორმებისაგან და მისცეს ადამიანს შანსი თვითონ განსაზღვროს და ჩაწვდეს საკუთარი ცხოვრების არსს.
გალერეა:
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•