თამარის ეპოქის ხელოვნება

 

 

            თამარის ეპოქა მოიცავს საკმაოდ მოკლე პერიოდს, მისი მეფობიდან დაწყებული, მონღოლების მიერ საქართველოს დაპყრობით დამთავრებული. მართალია თამარის ხანა მიჩნეულია რენესანსად და ოქროს ხანად, მაგრამ ძირითადად ეს მაინც სახვით ხელოვნებასა და ლიტერატურას ეხება. ამ პერიოდის ხელოვნება კულტურული ფორმების თვალსაზრისით ევროპის გვიანი შუა საუკუნეების ეკვიველენტურია, რომლის დამახასიათებელი მიშანია საერო ელემენტების შემოსავლა იმ აბსოლუტურად რელიგიური შინაარსის ხელოვნებაში, რომელიც შუა საუკუნეებში არსებობს. თამარის ხანაში ეს საერო მომენტები ჯერ კიდევ ძალიან შეზღუდულია და მცირე რაოდენობით შემოდის სახვით ხელოვნებაში, ბევრად უფრო ძლიერად _ ლიტერატურაში. ეს პროცესი ძალიან შორს არ წასულა, რადგანაც ამას დრო სჭირდებოდა (ქართული ხელოვნების კონსერვატიზმიდან გამომდინარე). სახვით ხელოვნებაში თავიდან ბოლომდე საერო ხასიათის ნაწარმოებები არ გვაქვს, თუ არ ჩავთვლით ე.წ. ასტროლოგიურ ტრაქტატსა და რამდენიმე ხელნაწერის მინიატურას. დანარჩენი ხელოვნების შინაარსი ისევ იგივე რჩება, რაც აქამდე იყო.

 

 

            რაც შეეხება არქიტექტურას, ჩვენ არ გაგვაჩნია ამ პერიოდის საერო ნაგებობები. წერილობითი წყაროებიდან ვიცით, რომ საერო არქიტექტურის გარკვეული ნიმუშები საქართველოში ნამდვილად არსებობდა. საფორტიფიკაციო ნაგებობები სახეზე გვაქვს, მაგრამ არ გვხვდება მეფეთა სასახლეებისა თუ სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობების არანაირი ნაშთები. ყველაზე კარგად, რა თქმა უნდა, საკულტო არქიტექტურის საშუალებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ პერიოდის ტენდენციებზე. ამ დროს ხდება საკულტო არქიტექტურის ფორმების ევოლუციის შეჩერება. უკანასკნელი ახალი არქიტექტურული ტიპი, რომელიც შუა საუკუნეების ქართულმა ხელოვნებამ შექმნა, იყო სამთავრო-სამთავისის ტიპი. ეს არის ე.წ. ცენტრალურგუმბათოვანი ეკლესია, რომელიც ჯვარგუმბათოვანისაგან იმით განსხვავდება, რომ მისი ორი ბურჯი აფსიდის შვერილებს ერწყმის. აქედან გამომდინარე, რჩება თავისუფლად მდგომი მხოლოდ ორი ბურჯი. ამის გამო გეგმა უფრო დაპატარავებულია. ერთი მხრიდან დამოკლებამ, სიმეტრიის კანონებიდან გამომდინარე, გეგმის მეორე მხრიდან დამოკლებაც გამოიწვია, რამაც საგრძნობლად შეამცირა ტაძრის მასშტაბები. აქედან გამომდინარე გეგმა კიდევ უფრო ცენტრული და კომპაქტური გამოვიდა. ტაძრის ეს ტიპი XI ს-ში ჩამოყალიბდა და ამ პერიოდის ყველაზე თვალსაჩინო ნაგებობებია სამთავროსა და სამთავისის ტაძრები. თამარის ხანის ცენტრალურგუმბათიან ნაგებობებს განსაკუთრებული თავისებურებები ახასიათებთ: პირველი ეს არის ის, რომ მათ აგებდნენ უდაბურ ადგილებში _ ძირითადად ხეობებში, მიუვალ მთებში და ა.შ. ანუ აუცილებლად დასახლებული პუნქტიდან მოშორებით. აქედან გამომდინარე აღარ არის მასშტაბური ძეგლების აგების აუცილებლობა. ამ პერიოდის ძეგლების მთავარი მხატვრული ეფექტი გადატანილია არქიტექტურულ დეკორზე. ამ მხრივ საეტაპო ძეგლია სამთავისის ტაძარი. მისი აღმოსავლეთი ფასადი გვაძლევს ცხოველხატული სტილის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს. აქ ძველი ტექტონიკური დეკორი შერწყმულია ორნამენტულთან. თამარის ხანაში უკვე ტექტონიკური დეკორი (საფასადო კედლებზე გაყოლებული თაღედი) საერთოდ ქრება და რჩება მხოლოდ ორნამენტი. ასევე ამ პერიოდში უკვე პრაქტიკულად აღარ გვაქვს საფასადო რელიეფები სიუჟეტური კომპოზიციებით, რადგან მთელმა სიუჟეტმა გადაინაცვლა ინტერიერში _ ფრესკებზე. ეკლესიის მთელი დეკორია სარკმლების არშიები, დეკორი პორტალების გარშემო, დეკორატიული ჯვრები, დეკორატიული მედალიონები და სხვ. ტექტონიკური დეკორის გაქრობამ გააჩინა ცარიელი სივრცეები, რომლებიც ორნამენტების გაზრდილი ზომების ხარჯზე შეივსო. შედეგად ძეგლები კიდევ უფრო ცხოველხატული გახდა. მეორე მომენტი, რომელიც ამ პერიოდში არის აქტუალური, ეს არის პოლიქრომია _ გამოიყენება ფერადი ქვები.

 

 

ბერთუბანი

 

            XII ს-ის ბოლოსა და XIII ს-ის დასაწყისს მიეკუთვნება თამარ მეფის ეპოქასთან დაკავშირებული ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის მოხატულობები, რომელთა შორისაც ყველაზე გვიანდელი ბერთუბანია და ლაშა-გიორგის დროსაა შესრულებული.

 

 

ბეთანია

 

            თამარ მეფის ეპოქის მხატვრობათა შორის ყველაზე ადრეული და მხატვრული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია ვარძიის კლდეში გამოკვეთილი მთავარი ტაძრის მოხატულობა. საკურთხევლის კონქში, დიდების ამსახველ პოზაში ზის ღვთისმშობელი. მას კალთაში ჩვილი იესო ჰყავს, რომელიც მარჯვენით აკურთხებს, ხოლო მარცხენაში დახურული სახარება უჭირავს. გვერდებზე მთავარანგელოზებია გამოსახული. უველა ფიგურა წარმოდგენილია ვარსკვლავებით დაფარულ მუქ ცისფერ ფონზე. ქვემო რიგში გამოსახულია მღვდელმთავრები მთელი ტანით, ხელში გაშლილი გრაგნილებით, რომლებზეც, მონაცვლეობით ქართული და ბერძნული წარწერებია. სარკმლებში მოცემულია წმ. მხედართა მთლიანი ფიგურები.

            ახალი აღთქმის ციკლს უკავია ტაძრის თაღები, დასავლეთის კედელი მთლიანად და სამხრეთის კედლის ნაწილი, სულ 14 კომპოზიციაა წარმოდგენილი. ციკლი მთავრდება დღე განკითხვისას ტრადიციული გამოსახულებით.

 

 

ვარძია

 

            ვარძიის მოხატულობაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ისტორიულ პირთა გამოსახულებებს. ტაძრის ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთ განაკვეთზე გამოსახულია დიდი, საზეიმო ხასიათის კომპოზიცია, რომელსაც ამშვენებს გიორგი III-ის მონუმენტური ფიგურა და თამარის გამოსახულება, რომელსაც ხელთ უპყრია ვარძიის ტაძარი. ორივე მეფე გამოსახულია მჯდომარე ღვთისმშობლის წინაშე. ქტიტორთა თავს ზემოთ გამოსახულია მფრინავი ანგელოზი, რომელსაც ხელში გვირგვინი უჭირავს. თამარ მეფეს აცვია მამაკაცის სამეფო სამოსელი და არა ქალისა. მხოლოდ თავსაბურავის დეტალები, თმის ვარცხნილობა, სამკაულები გვიჩვენებს, რომ საქმე გვაქვს ქალის გამოსახულებასთან. თამარ მეფის თავსაბურავის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ის ჯერ კიდევ გასათხოვარი იყო, რადგანაც საყბეური არ აქვს.

            სულ სხვა მხატვრულ მიმართულებას ეკუთვნის ბეთანიის კედლის მხატვრობა. საკურთხევლის კონქი დათმობილი ჰქონდა ვედრების; კომპოზიციას, რომლისგან მხოლოდ ქრისტეს ფიგურის ფრაგმენტია შემორჩენილი. კონქის ქვემოთ წინასწარმეტყველთა ფიგურებია წარმოდგენილი. ცენტრში გამოსახულია დავით წინასწარმეტყველი. სამხრეთის კედელზე გამოსახულია წინასწარმეტყველთა ფიგურები. ჩრდილოეთისაზეც წინასწარმეტყველებია მოცემული, რომელთა ქვემოთ მოციქულთა რიგია წარმოდგენილი. სარკმლების შიდა კედლებზე გამოსახული არიან დიაკვნები.

            ქართული კედლის მხატვრობაში ვნებათა ციკლი არსად არ არის ისეთი დრამატული, როგორც ეს აქაა წარმოდგენილი. მოცემულია მრავალფეროვანი კომპოზიციები. იუდას მიერ 30 ვერცხლის მიღება. საიდუმლო სერობა.  ძილი მოწაფეთა _ ვედრება უფლისა. ფერხთა ბანა. იუდას სინანული იუდას ამბორი. პეტრეს ტირილი. ჯვრის მტვირთველი ქრისტე.  ქრისტეს ჯვარზე აყვანა. ჯვარცმა. გარდამოხსნა და დაკრძალვა.

            განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წესისამებრ, ჩრდილოეთის კედელზე მოთავსებულ ქტიტორთა გამოსახულებებს. პირველი გიორგი III-ის გამოსახულებაა. მის შემდეგ თამარი. შემდეგ ლაშა-გიორგი. წარწერების მიხედვით, მოხატულობა გიორგი III-ისა და დავით სოსლანის გარდაცვალების შემდეგაა შესრულებული, დაახლ. 1207 წელს, ჯერ კიდევ თამარის სიცოცხლეში. როგორც ჩანს, ლაშა-გიორგი მეფის გვირგვინს ჯერ კიდევ არ ატარებდა, ის გვირგვინით მხოლოდ დედის გარდაცვალების შემდეგ არის გამოსახული ბერთუბნის კედლის მხატვრობაში.

            თამარის ეპოქის ქართული კედლის მხატვრობაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ყინწვისის ტაძრის მოხატულობას. არსებითად იგი აჯამებს და აერთიანებს ქართული კედლის მხატვრობის მიღწევებს საუკუნეთა განმავლობაში. მხატვრობამ ჩვენამდე მოაღწია პირვანდელი სახით, ყოველგვარი რესტავრაციის გარეშე.

 

 

ყინწვისი

 

            საკურთხევლის კონქში წარმოდგენილია ღვთისმშობლის მონუმენტური ფიგურა, გვერდებზე მთავარანგელოზებით. ბემის თაღის ცენტრში მოთავსებულია ჯვრის გამოსახულება მედალიონში, მეორე რიგში კი  მოციქულთა ზიარება. გუმბათის თაღში გამოსახულია  ჯვარი მედალიონში. პანდანტივებში მოცემულია მახარებლები წელსზემოთ. გუმბათის ყელის სარკმლის კედლებზე ორ წყებად მთელი ტანით გამოსახულია წინასწარმეტყველები. ტაძრში ასევე არის ათორმეტი დღესასწაულის ციკლის კომპოზიციები. ჩრდილოეთი მკლავის ჩრდილოეთის კედელზე მოთავსებულია ;აღდგომის; დიდი კომპოზიცია, რომელიც ორი სარკმლით სამ ნაწილადაა გაყოფილი. სარკმელთა შორის გამოსახულია მჯდომარე ანგელოზი ღია ცისფერ სამოსელში, ოდნავ თავდახრილი, რომელიც საჩვენებელი ხელის თითით მიუთითებს მაცხოვრის საფლავზე.

            ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ციკლი ყინწვისის მოხატულობაში წარმოდგენილია სამი კომპოზიციით. ღვთისმშობლის დაბადება, ტაძრად მიყვანება; და მიძინება. გარდა ყველა ამ სიუჟეტისა, ყინწვისის მოხატულობაში წარმოდგენილი ყოფილა წმ. ნიკოლოზის ცხოვრების ამსხველი ციკლი, რომელსაც შუა ნავის თაღი ჰქონდა დათმობილი. სულ ექვსი კომპოზიცია იყო წარმოდგენილი.

            სამხრეთის კედელზე ეკლესიის მოდელით ხელში წარმოდგენილია ტაძრის აღმშენებელი _ თამარ მეფის პირველი ვეზირი ანტონ მწიგნობართუხუცესი. იგი წარმოდგენილია მთელი ტანით ვედრების კომპოზიციაში წმ. ნიკოლოზის წინაშე.

            ჩრდილოეთის კედელი უჭირავს ისტორიულ პირთა პორტრეტებს. ვედრების პოზაში დგას გიორგი III, შემდგომ თამარ მეფე და ლაშა-გიორგი. შესრულების მანერა განსხვავდება ტაძრის სხვა მოხატულობებისგან. თამარის სახისგან მხოლოდ პირველადი მონახაზია შემორჩენილი. თამარის სახე ვარძიის მოხატულობაში მიმზიდველია ქალწულობისა და სიყმაწვილის გადმოცემით. იგი ჯერ კიდევ არ არის დამძიმებული სახელმწიფოს მართვის გამოცდილებით. ბეთანიაში სახის მოდელირება თითქმის მთლიანად გამქრალია, შემორჩა მხოლოდ ძირითადი ტონის ერთგზის ფენა. ყინწვისში კი მხოლოდ სახის კონტური ჩანს. უკანასკნელი არაჩვეულებრივი ოსტატობით გამოირჩევა.

            მხატვრული ღირსებებით ყინწვისის ფრესკები ქართული მონუმენტური ფერწერის საუკეთესო ძეგლთა რიცხვს ეკუთვნიან. 

 

 

სპეციალურად : www.Qwelly.com _ისათვის

 

 

ნახვა: 1773

გამოხმაურებები!

შესანიშნავია - ჩვენი რენესანსი გაცილებით ძველია ვიდრე ევროპის :) 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Ronaldo se sooča z viharjem zanimanja - se bo v petek vrnil v Al Nasr?

გამოაქვეყნა W Y_მ.
თარიღი: მაისი 16, 2025.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Sezona dres ronaldo pri Al Nasrju je bila sezona individualne briljantnosti in kolektivnega neuspeha. Kljub temu, da je v vseh tekmovanjih dosegel 33 golov (23 v ligi), se portugalski superzvezdnik znajde sredi negotovosti. Njegova nedavna odsotnost je sprožila burna ugibanja ne le o njegovi telesni pripravljenosti, temveč tudi o njegovi prihodnosti in o tem, ali načrtuje kakšno veliko…

გაგრძელება

Fifty Enjoyable Quiz Questions to Brighten Your Day

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 16, 2025.
საათი: 2:22am 0 კომენტარი







Quizzes are a terrific way to provide individuals alongside one another, split the ice, and spark laughter-stuffed conversations. Regardless of whether you might be hosting a party, planning a crew-making party, or perhaps want to possess a good time with pals, a quiz is often the right activity. To assist you to get going, listed here’s a collection of fifty fun quiz concerns which can be sure to entertain and challenge your audience. Let’s dive in!…



გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters