ახლა ამ კაცს რომ უყურებთ, არც გიჟია და არც გაკაჟება სწყურია. ის უბრალოდ ხელოვანია!
ვინც ხელოვნების ჯგუფის ერთგული სტუმარი და წევრია, მას კარგად ეცოდინება რომ რამდენიმე პოსტი მივუძღვენით სანაპიროს მხატვრობას, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია დღევანდელ ზღვამოყვარულთა წრეებში. ჩვენს ავტორსაც აქვს რამდენიმე მსგავსი ხელოვანება შექმნილი:
მაგრამ პოსტი სულ სხვა აგრეგატულ მდგომარეობას ეძღვნება! ☺
წარმოგიდგენიათ რა რთულია თოვლში მსგავსი ფიგურების შექმნა? სიმონ ბექი წარმოშობით ინგლისელი დიზაინერ-მხატვარია. 2004 წლიდან გადაწყვიტა რომ მის ფანტაზიაში წარმოსახული ფიგურები, ბუნების მშვენიერი სანახებისთვის მოერგო და ასეც მოიქცა. ჯერ იყო და ქვიშაზე ხატავდა, 2011 წლიდან კი, როცა საფრანგეთის ერთ-ერთ ზამთრის კურორტს ეწვია, ჭკუაში დაუჯდა ანალოგიურის განხორციელება თოვლზე.
ბატონი სიმონი ერთი ფიგურის შექმნას 12 საათს ანდომებს, დღეში 6 საათზე მეტს არ მუშაობს, ამასთან პირველ დღეს ფიგურების პერიფერიულ ნაწილებს აკეთებს, მეორე დღეს კი ძირითად კონტურებს და ფიგურებს გამოყოფს და შედეგიც თვალწარმტაცია ნებისმიერი ასაკის და გემოვნების თვალწყალდამლევისათვის. ფოტოები დამატებით შთაბეჭდილებას ქმნიან. ამ ხელოვნების არსებობაც ხომ მხოლოდ კამერების იმედადაა დარჩენილი.
ისიამოვნეთ და შთაბეჭდილებები გამოხმაურებებში გაგვიზიარეთ.
ტეგები: Art, Design, England, Figure, France, Painting, Post, Qwelly, Simon Beck, Snow, მეტი...Snow Art, Winter, გაკაჟება, ზამთარი, თოვლი, თოვლის ხელოვნება, კაჟი, მხატვრობა, ნახატები თოვლზე, სიცივე, ხატვა, ხელოვნება, ხელოვნება თოვლზე
Kakha და მაინც, რომელია უნიჭობა? :((
Kakha_მ თქვა:
რა საკვირველია :D უდაოდ ფენომენთან გვაქვს საქმე, ყველაფერი ხელოვნება კიარ არის, ზოგი შეიძლება უნიჭობაც იყოს :D
P.s თუ კომენტარის აზრს ვერ გაიგებთ მესმის თქვენი! :D
ძალიან ლამაზია :) საინტერესოა მუშაობის პირველი დღის მერე ღამე დიდი თოვლი რომ მოვიდეს, გამოდის რომ მთელი სამუშაო წყალში ჩაეყარა? :( თუ წინასწარ ეცნობა ხოლმე ამინდის პროგნოზს :D
vaa ra magariaa ^_^ rogor aketebs :O
თოვლის მაქმანები.სამწუხაროა რომ თოვლი გადნება და მაქმანებიც გაქრება.
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:33am
0 კომენტარი
0 მოწონება
In Modern Warfare 4, Optic Rail Placement lets you move a compatible sight along its rail, changing its apparent size in ADS without changing weapon stats. You can check the result in Gunsmith's ADS preview; for session planning,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:16am
0 კომენტარი
0 მოწონება
Winning rewards in the Monopoly Go Racer Event takes more than rolling dice. Players need to collect flags, work with teammates, and earn enough points to compete for a high rank. Since…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
© 2026 George.
•