ვინც შერლოკის ან მორიარტის ან ირენის სანახავად შემოხვედით, ძალიან შემცდარხართ.
როგორც მიხვდით ეს არც ქირურგის ხელებია, არც პიანისტის, არც მშენებელ-ინჟინერ-არქიტექტორისა უნდა იყოს, და დავარქვათ ყველაფერს სახელი, ეს ერთ ჩვეულებრივი დათხაპნილი ხელებია.
მაგრამ მისი "მფლობელი" ამ დათხაპნილი ხელებით მშვენიერ, ლამაზ და ჩვენებურად რომ ვთქვათ "საყვარლობა" რამე-რუმეებს ქმნის.
გაიცანით ავტორი - მარიამ ცხოვრებაშვილი და მისი შემოქმედება!
როგორც მომწერა ხაშურში დაბადებულა 1991 წელს, ხაშურის VI სკოლა დაუმთავრებია და მერე აქეთ წამოსულა ილიაუნიში სასწავლებლად. პროფესიით გახლავთ სოციოლოგი, მაგრამ მისი შემოქმედება მგონი კარგი "არტ თერაპიაა".
როდესაც ვკითხე რამ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი, რომ დაეწყო ხელების დათხვრა, მან მომწერა:
ხატვის ნიჭი ბავშვობიდან მაქვს მაგრამ რატომღაც არც პროფესია დავაკავშირე ამ ნიჭთან და საერთოდაც არ ვაქცევდი ყურადღებას. ერთ დღესაც ჩემმა მეგობარმა დაკარგა თავისი საყვარელი სამაჯური, ყველგან ვეძებე რომ მეყიდა, მაგრამ მსგავსი ვერაფერი ვნახე ამიტომ მე თვითონ გავუკეთე. ასე დაიწყო ყველაფერი. იმდენად მომეწონა მუშაობის პროცესი რომ გადავწყვიტე რაღაც დრო ხელნაკეთი ნივ თებისთვის დამეთმო.
მე თუ მკითხავთ ეს უკვე რაღაც დროის დათმობა კი არა, ნამდვილი ხელოვანებაა. თავად შეაფასეთ მისი ნამუშევრები.
კინაღამ დამავიწყდა - ესაა კერამიკა, მოხატულ-გამომწვარი.
ტეგები: art, artist, ceramic, keramika, mariam tskhovrebashvili, paint, qwelly, sociologi, sociology, sociopath, მეტი...sociopath srt, sociopati, გამოწვა, თიხა, კერამიკა, მარიამ ცხოვრებაშვილი, მარიამ ცხოვრებაშვილის ხელოვნება, მოხატვა, სოციოლოგი, სოციოპათი, ხელოვანი სოციოლოგი, ხელოვნება
ისეთიი ლაამზიიია, რომ არჩევანის გაკეთება მიჭირს, რომელია საუკეთესო და რომელი მომეწონა.. ყველა მინდა ::((( <3
მარი მას ბოლო ფოტო განსაკუთრებულად მოგეწონებოდა :D ყველას ერთიანად ჩამოკიდებდი? :))
მარი_მ თქვა:
ისეთიი ლაამზიიია, რომ არჩევანის გაკეთება მიჭირს, რომელია საუკეთესო და რომელი მომეწონა.. ყველა მინდა ::((( <3
ხოო ყველა მინდა :(:(
ლაშა_მ თქვა:
მარი მას ბოლო ფოტო განსაკუთრებულად მოგეწონებოდა :D ყველას ერთიანად ჩამოკიდებდი? :))
მარი_მ თქვა:ისეთიი ლაამზიიია, რომ არჩევანის გაკეთება მიჭირს, რომელია საუკეთესო და რომელი მომეწონა.. ყველა მინდა ::((( <3
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
1 Like
© 2025 George.
•