ვენეციის ძლევამოსილ რესპუბლიკაში ადრეული აღორძინება დაიწყო XVს-ის II ნახევრიდან და თავისებური ხასიათი მიიღო. 1453წ. თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აღების მიუხედავად, ვენეცია კიდევ დიდხანს აგრძელებდა სავაჭრო კავშირს აღმოსავლეთთან. ანტიკურ მემკვიდრეობას ვენეციელი არქიტექტორები არამარტო რომის მეშვეობით ეცნობოდნენ, არამედ მათ მფლობელობაში მყოფი დალმაციისა და მორეას (პელოპონესის) ანტიკური ძეგლების შესწავლის საფუძველზე.
ვენეციის სპეციფიკიდან გამომდინარე (მისი კუნძულებზე განლაგებიდან) მას არ ესაჭიროებოდა ციხე-სიმაგრეების აგება. ამდენად აქ ჩამოყალიბდა გახსნილი ქალაქური პალაცოები, რომელთა ფასადები გოთიკური ვენეციური ღია გალერეებიანი სასახლეებიდან მომდინარეობს. ერთ-ერთი პირველი ძეგლი ვენეციური აღორძინებისა სან-ძაკარიას ეკლესიაა (დაიწყო ანტონიო გამბელომ 1458წ., გააგრძელა მორო კოდუჩიმ). მისი ფასადი ამაღლებული ნახევარწრიული მთავარი ფრონტონით და გვერდითა მეოთხედი წრიული თაღებიანი ნახევარფრონტონებით დალმაციის ტაძრებს წააგავს. ფასადის კომპოზიცია შენობის შიდა სტრუქტურას იმეორებს.
აღსანიშნავია პიეტრო ლომბარდოს მიერ აგებული სანტა მარია დეი მირაკოლის ტაძარი (1481). ქვედა იარუსი კომპოზიტურკაპიტელებიანი დეკორატიული პილასტრებითაა დანაწევრებული, რომელსაც ეყრდნობა მთელი შენობის შემომფარგლავი ანტაბლემენტი. მეორე იარუსის პილასტრები დეკორატიული არქივოლტებითაა გადაბმული. პილასტრები კედელთან შედარებით მუქი ფერისაა, ამდენად ისინი გამოკვეთილია კედლის სიბრტყის ღია ფერის ფონზე. შენობას ასრულებს ვენეციისთვის დამახასიათებელი ნახევარწრიული ფრონტონი.
ვენეციისთვის დამახასიათებელია ასევე ბიზანტიური ტიპის ტაძრები. მაგალითად: ჯვრულ-გუმბათოვანი სან ჯოვანი ქრისტოსომო, სან-სალვადორე (ააგო ტულიო ლომბარდომ ჯორჯო სპავენტოს პროექტით 1506-1534). XVს-ის ბოლოს აიგო საერო საძმოების შენობები. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სკუოლა დი სან მარკო (არქ. მორო კოდუჩი, პიეტრო Lლომბარდო და მისი შვილები, 1485-1495). ფასადი ტრადიციულად პილასტრებითაა დაყოფილი, რომელთაც აერთიანებთ შენობის მთელ პერიმეტრზე გაყოლებული ანტაბლემენტი და მთელი კომპოზიცია დასრულებულია ნახევარწრიული ფრონტონებით. I სართულზე ილუზორული ჩაღრმავებებია წარმოდგენილი დაფარული პერსპექტიული ფერწერით. ქანდაკებებითა და ფერადი მარმარილოთი მორთული ფასადები სადღესასწაულო ხასიათისაა.
სკუოლა დი სან მარკო და სან ჯოვანი ე პაოლო
სკუოლა დი სან მარკო
XVს-ის ბოლოს განახლდა დოჟების სასახლის სამუშაოები. ანტონიო რიცომ რენესანსულ ხასიათში ააგო ეზოს ფასადის ნაწილი, რომელიც სან მარკოს ტაძარს ებჯინება. მასვე მიაწერენ შესანიშნავ კიბეს ე.წ. "გიგანტთა კიბეს", რომლის ქანდაკებები XVIს-ში სანსოვინომ შეასრულა.
XVს-ის II ნახევარში მნიშვნელოვანი თეორიული ნაშრომები შექმნეს მილანში ფილარეტემ (ანტონიო ავერლინომ) და ურბინოში ფრანჩესკო დი ჯორჯი მარტინიმ. ცნობილი მოქანდაკის გიბერტის მოსწავლე ფლორენციელი ფილარეტე თავდაპირველად მოქანდაკე გახლდათ.
შემდგომში მან მიიღო მონაწილეობა მილანის ჰერცოგის სფორცას სასახლისა და ჰოსპიტალის მშენებლობაში. მისი ყველაზე დიდი დამსახურებაა ვიტრუვიუსის ტრაქტატის შესწავლის საფუძველზე შექმნილი თეორიული ნაშრომი. მისი ტრაქტატი არქიტექტურაზე ალბერტის ტრაქტატისგან განსხვავებით, რომელიც ლათინურად იყო დაწერილი, იტალიურ ენაზე იყო შესრულებული და ამის გამო ფართოდ გავრცელდა. ფილარეტე მის მიერ დაპროექტებული ქალაქის "სფორციანდას" მაგალითზე გადმოსცემს თავის შეხედულებებს არქიტექტურაზე, მშენებლობასა და ქალაქგეგმარებაზე. მან პირველად წარმოადგინა ერთიანად გააზრებული რეგულარული ვარსკვლავისებური გეგმის მქონე ქალაქის იდეა, შექმნა ტიპობრივი შენობები, მრავალი სახლისა და ცენტრულ-გუმბათოვანი ნაგებობის პროექტი. ვარსკვლავისებურმა ქალაქმა შემდგომი განვითარება ჰპოვა ფრანჩესკო დი ჯორჯო მარტინის ტრაქტატში.
პალმანუოვა
იგი XVს-ის ბოლო მეოთხედში ურბინოს ჰერცოგთან მოღვაწეობდა, ხოლო XVIს-ში ეს გეგმა დაედო საფუძვლად გამაგრებულ ქალაქს პალმანუოვას (ვენეციის ოლქი). ტრაქტატში დიდი ყურადღება ექცევა საერო, საზოგადოებრივ და ასევე საფორტიფიკაციო ნაგებობებს.
სფორციანდა
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•