განა სამყარო უსაფრთხოა!
პირდაპირ კედლის მეორე მხარეს იწყება განგაში.
სახლის პატრონის ოჯახის ხმები:
სიცილი. ბუზღუნი, ცრემლები და საათის რეკვა.
შეშლილი ნათესავი - სიკვდილის მთესველი, რომლის შიშითაც
ყველა უნდა ძრწოდეს.
დიდი აფეთქება და მაშველთა დაგვიანებული ნაბიჯები,
ნავები, რომლებიც ცხვირაწევით მიჰქრიან მდორე დინებაში,
ფული, რომელიც უღირსის ჯიბეებს ავსებს,
ახალ-ახალი მოთხოვნები – ერთმანეთზე დახვავებული,
წითელი ყვავილების პირგახსნილი გვირგვინები, ომის წინათგრძნობით რომ კანკალებენ.
იმ კედლის გავლით შედიხარ პირდაპირ ნათელ სახელოსნოში,
იმ წამში, რომელსაც წილად ხვდა, რომ საუკუნეები იცოცხლოს,
იმ სურათებში, რომლებმაც სახელად დაირქვეს ,,მუსიკის გაკვეთილი"
ან ,,ლურჯტანსაცმლიანი ქალი, რომელიც წერილს კითხულობს" –
ის ქალი რვა თვის ფეხმძიმეა, მის სხეულში ორი გული სცემს.
მის უკან კი, კედელზე ჰკიდია უცნობი ტერიტორიების დაჭმუჭნული რუკა.
წყნარად ისუნთქე. უცნობი ლურჯი ქსოვილი მყარად არის
გადაკრული სკამებზე.
ოქროს ლურსმნები შემოფრინდნენ საშინელი სისწრაფით და
მეყსეულად გახევდნენ.
თითქოს ასე უმოძრაოდ ყოფნის გარდა არაფერი ეკეთებინოთ.
ყურები მუდამ გიშხუის – ხან სიმაღლისგან, ხან სიღრმისგან.
ეს დაწოლაა კედლის მეორე მხრიდან.
ეს აიძულებს ფაქტებს, რომ ილივლივონ წარმავლობაში.
ეს აიძულებს ფუნჯს, რომ წარუვალს შეეხოს.
ავადმყოფობის ტოლფასია კედელში გავლა. მტკივნეულია,
მაგრამ საჭირო.
მსოფლიო ერთია, თუმცა კი კედლები...
კედელი შენი ნაწილიც არის.
ადამიანმა ეს ან იცის, ან არ იცის, მაგრამ ასეა,
კედლები დგანან ყველას სულში ბავშვების გარდა.
ბავშვებისთვის ზღუდეები არ არსებობენ.
მოწმენდილი ცა კედელს მიეყრდნობა.
ეს თითქოს ლოცვაა, სიცარიელის მიმართ აღვლენილი.
და სიცარიელე მოაბრუნებს სახეს ჩვენკენ
და წაგვჩურჩულებს:
,,მე არა ვარ ცარიელი, მე ღია ვარ!"
ვერმეერი (ტომას ტრანსტრომერი)
ტეგები: Qwelly, Tom, Transtrom, Vermer, art, poem, ვერმეერი, მხატვრობა, პოეზია, ტომას, მეტი...ტრანსტრომერიპოე, ხელოვნება
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•